სიახლეები
სიახლეები, საინტერესო

როდესაც მასწავლებელს გაკვეთილის გაცდენა უწევს, ვინ უნდა ჩაანაცვლოს იგი და რა პირობებით?
06-02-2018
-
+


როდესაც მასწავლებელს გაკვეთილის გაცდენა უწევს, ვინ უნდა ჩაანაცვლოს იგი და რა პირობებით?

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით Etaloni.ge განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დაუკავშირდა. 

როგორც სამინისტროში აღნიშნეს, როდესაც პედაგოგს გაკვეთილების გაცდენა უწევს, უნდა მიმართოს სკოლის დირექციას:

„თუ მასწავლებელს გაკვეთილის გაცდენა უწევს, ასეთ შემთხვევაში უნდა მიმართოს სკოლის დირექციას და დირექცია გადაწყვეტს ვინ ჩაანაცვლებს პედაგოგს. თუ როგორ მოხდება მასწავლებლის სხვა პედაგოგით ჩანაცვლება და რა პირობებით, ეს ყველაფერი სკოლის შინაგანაწესის მიხედვით გადაწყდება.“

- დააკლდება თუ არა, ხელფასი მასწავლებელს გაცდენილი საათების (გაკვეთილის) გამო?

- მასწავლებელმა ეს საკითხი სკოლის ბუღალტერთან უნდა გაარკვიოს. 

რაც შეეხება ანაზღაურების გარეშე შვებულებას, შვებულების მიცემის წესის მიხედვით მასწავლებელს ეძლევა ანაზღაურების გარეშე შვებულება არანაკლებ წელიწადში 15 კალენდარული დღისა. ერთბაშად გამოიყენებს მასწავლებელი ამ დღეებს თუ წლის განმავლობაში გადაანაწილებს, ეს სკოლის დირექტორის პრეროგატივაა.

იხილეთ საჯარო სკოლის დირექტორსა და მასწავლებელს შორის დადებული შრომითი ხელშეკრულების სავალდებულო პირობები;

მუხლი 7. შვებულების მიცემის წესი

1. მასწავლებლის შვებულებაში წასვლის უფლება წარმოიშობა მუშაობიდან 11 თვის შემდეგ. სკოლის დირექტორთან შეთანხმებით მასწავლებელს შვებულება  შეიძლება მიეცეს ამ ვადის გასვლამდეც.

2. მასწავლებელს, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, სკოლის დირექტორის გადაწყვეტილებით შეიძლება მიეცეს ანაზღაურებადი შვებულება წელიწადში 24 სამუშაო დღეზე მეტი ვადით, რაც გათვალისწინებულ უნდა იქნეს შრომით ხელშეკრულებაში.

3. მასწავლებელს, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ეძლევა  ანაზღაურების გარეშე შვებულება არანაკლებ წელიწადში15 კალენდარული დღისა. 


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

სკოლაში მასწავლებლად დასაქმების მსურველთა რეგისტრაცია დაიწყო - დეტალები

მასწავლებლობის მაძიებლობის პერიოდის გავლის დამადასტურებელი დოკუმენტის ნიმუში დამტკიცდა

2200 ლარიანი ვაკანსია - განაცხადის წარდგენის ვადა 3 დღეში იწურება - რამდენი კადრი უნდა შეირჩეს

არდადეგების დასრულების დრო ცნობილია - რომელ სკოლებს ეხებათ სააღდგომოდ 1 კვირიანი დასვენება 

პიროვნება

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი

„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი

სკოლები

მოსწავლეებმა ისაუბრეს კლიმატურ პრობლემებსა და მათი გადაჭრის გზებზე

ღონისძიებას ხელმძღვანელობდნენ ინგლისურის პედაგოგი - ანატოლია მკრტჩიანი და მუსიკის პედაგოგი - კიმა პალიანი.

 ჩოლურის საჯარო სკოლაში დედაენის დღესთან დაკავშირებით გაიმართა კულტურულ-საგანმანათლებლო ღონისძიება

 

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება