მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემაში საქართველოს ყველა საჯარო სკოლა ჩართულია და ეს შესაბამისი კანონით რეგულირდება, რაც შეეხება კერძო სკოლებს, ისინი თავად წყვეტენ სურთ თუ არა პროფესიული განვითარების სქემაში ჩართვა.
აღნიშნული ინფორმაცია Etaloni.ge-მ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში მას შემდეგ გადაამოწმა, რაც კითხვით მოგვმართეს და გვითხრეს, რომ სკოლა, სადაც კონკრეტული მასწავლებელი მუშაობს სქემაში ჩართული არაა და შესაბამისად სტატუსის დანამატსაც ვერ იღებს.
„მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემაში საქართველოს ყველა საჯარო სკოლა ჩართულია, მასში არ არიან მხოლოდ კერძო სკოლები. რა თქმა უნდა მათ გარდა, ვინც თავად გამოთქვა სურვილი“, - განაცხადეს განათლების სამინისტროში.
რაც შეეხება სქემაში ჩართულ მასწავლებლებს, სქემის ამოქმედების დროს ზოგიერთი მათგანი მის მიღმა დარჩა. ასეთი მასწავლებლები სკოლებმა მაძიებლებად დაარეგისტრირეს, მოგვაინებით კი ბევრი მათგანმა სტატუსი აიმაღლა და სქემაშიც ჩაერთო.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
2024 წლის პროფესიული განათლების მასწავლებლის ვინაობა ცნობილია - პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდოს გამარჯვებულები გამოვლინდნენ
„მოსწავლეების ნათქვამი - „თქვენთან გავიგე მათემატიკა“ ეს ყველაფერს ნიშნავს ჩემთვის“
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ურავლის საჯარო სკოლას დირექტორი სოფიო გელაშვილი პასუხობს
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ნოღის საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების პედაგოგი თეთრიკო პაპავა პასუხობს
„STEM პროექტები მოზარდს ასწავლის ტექნოლოგიებს, შესძენს კრიტიკული აზროვნების უნარებს“
სკოლაში სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხზე მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა