სიახლეები
სიახლეები, მსოფლიო, საინტერესო

„შეუძლია ჩვეულებრივ გაციებად შეინიღბოს“ - პროფესორმა ჩამოთვალა „ომიკრონის“ რა სიმპტომები გვხვდება აცრილ ადამიანებში
05-02-2022
-
+


შტამი „ომიკრონი“ ბევრად გადამდებია, ვიდრე წინამორბედი მუტაციები, ასევე განსხვავებული სიმპტომები აქვს და შეიძლება ორი დოზა ვაქცინის მიმართ რეზისტენტული იყოს.

ამის შესახებ კვლევის - ZOE COVID ხელმძღვანელი ტიმ სპეკტორი აცხადებს, წერს გამოცემა Express.

მისი თქმით, როდესაც „დელტა-შტამი“ გაჩნდა, ექიმებმა კორონავირუსის სიმპტომების ცვლილება შეამჩნიეს. კერძოდ, ისეთი გამოვლინებები, როგორიცაა უჰაერობა, ცხელება და ყნოსვის დაკარგვა უფრო ნაკლებად ხვდებოდათ.

გახშირდა გაციების მსგავსი სიმპტომები, კერძოდ სურდო, ყელის ტკივილი, ცემინება, ასევე თავის ტკივილი და ხველა. ამ სიმპტომებმა თავი განსაკუთრებით აცრილ ადამიანებში იჩინა.

„ჯერ კიდევ 2020 წელს ნათელი გახდა, რომ კორონავირუსის ორიგინალურ ალფა-ვერსიას აქვს სამი ძალიან გავრცელებული სიმპტომი: ხველა, ცხელება და ყნოსვის დაკარგვა და ასევე სულ მცირე 20 სხვა გამოვლინება“,- აღნიშნავს სპეკტორი. 

მისი თქმით, „ომიკრონი“ „დელტას“ ტენდენციას აგრძელებს. ამ შტამს, რომელიც ამჟამად დომინანტია, ჩვეულებრივ გაციების სიმპტომები უფრო აქვს, განსაკუთრებით ვაქცინირებულ ადამიანებში. მას ნაკლებად ახასიათებს ისეთი გამოვლინებები, როგორიცაა უჰაერობა, კუნთების ტკივილი, დიარეა და გამონაყარი. 

აცრილ ადამიანებში „ომიკრონის“ 5  მთავარ სიმპტომს წარმოადგენს:

  • სურდო;
  • თავის ტკივილი;
  • მოთენთილობა;
  • ცემინება;
  • ყელის ტკივილი.
ამასთან, ვაქცინაციის წყალობით, „ომიკრონი“ აცრილებში ბევრად მარტივად მიმდინარეობს, ვიდრე „დელტა“ და მისი წინამორბედები. 

„თუ თქვენ ან თქვენი ოჯახის წევრი თავს ცუდად გრძნობთ, არსებობს დიდი ალბათობა, რომ ეს კორონავირუსია, განსაკუთრებით თუ ხშირად აცემინებთ. ამიტომ, სახლში დარჩით ან ტესტირება ჩაიტაროთ“,- დასძენს პროფესორი.

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

„პედაგოგი არ არის ბევრი...  უნდა შეიქმნას სტანდარტი, სახელმძღვანელო...“

ორი საგამოცდო საგანი, რომელთა ტესტის სტრუქტურას საგნის ჯგუფის ექსპერტები აპლიკანტებს გააცნობენ

„პედაგოგების კვალიფიკაცია არის დღეს ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა“ - სკოლამდელი განათლების მართვის დოკუმენტი

მასწავლებლებს ორი ენის ცოდნას კანონი ავალდებულებს - რომელ პედაგოგებს ეხება მოთხოვნა

რეგისტრაციებთან დაკავშირებით სამინისტრო ინფორმაციას ავრცელებს - ვადა 22 დღეა

პიროვნება
„განათლება ქმნის თავისუფალ და მოაზროვნე ადამიანს“ – ძველი აბაშის საჯარო სკოლის დირექტორის ხედვა მოსწავლეზე, სკოლასა და მომავალზე

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი
სკოლები

აქტივობა ქიმიის პედაგოგის - არევატ თანგამიანის ხელმძღვანელობით ჩატარდა

პრეზენტაციაზე აღინიშნა, რომ „დედამიწა ჩვენი სახლია“, რომელსაც გაფრთხილება სჭირდება

22 აპრილი დედამიწის დღეა – თბილისის N133 საჯარო სკოლის მომავალი თაობა პლანეტის დაცვისთვის ერთიანდება

ხულგუმოს საჯარო სკოლის მე-7 კლასის მოსწავლეებმა წიგნის მსოფლიო დღეს საყვარელი ნაწარმოებები გააცნეს ერთმანეთს

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება