მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
- უმთავრესი, რასაც მოსწავლეს ვასწავლით...
- არის სამშობლოს სიყვარული, ადამიანურობა, სწავლის სწავლება, აბსოლუტური დამოუკიდებლობის შეგრძნება, ემპათიურობა, საკუთარი მოსაზრების გამოხატვის თავისუფლება, ამავდროულად გამოიჩინოს ჯეროვანი პატივისცემა სხვების შეხედულებებისადმი.
- ვფიქრობ, იდეალური მოსწავლე...
- უნდა იყოს ყურადღებიანი, მიზანდასახული, მოწესრიგებული.
- ვცდილობ სკოლაში შევქმნა...
- თავისუფალი გარემო. მოსწავლეს სკოლაში მოსვლა უნდა ეხალისებოდეს. პატარებს უნდა დავახვდროთ თბილი და ზღაპრული სამყარო. სკოლამ მოსწავლეს უნდა მისცეს კრიტიკული აზროვნების განვითარების შესაძლებლობები, მრავალფეროვანი სასწავლო მეთოდების გამოყენებით ხელი უნდა შეუწყოს თითოეული მოსწავლის წარმატებულ სწავლას, მასწავლებლების მიერ სწავლების ეფექტური მიწოდების გზით.
- როგორც დირექტორს, მახარებს...
- ჩემი მოსწავლეებისა და თანამშრომლების წარმატებები.
- კოლეგებისგან ხშირად მესმის...
- საუბრები სახელმძღვანელოების გამარტივებაზე, პროდუქტიული ტრენინგების მნიშვნელობაზე, სკოლებში გამართული, სწრაფი ინტერნეტის აუცილებლობაზე, საუკეთესო ინფრასტრუქტურის მოწყობაზე.
- დღევანდელობაში საჭიროა ...
- სკოლებში იყოს უსაფრთხო სასკოლო გარემო, უფასო კვება, რადგან მოსწავლეებს, რომლებსაც შიათ სწავლისათვის არასაკმარისი ფსიქოლოგიური ენერგია ექნებათ.
- იმედი მაქვს ...
- უმოკლეს ხანში დავამარცხებთ პანდემიას და მოსწავლეები უფრო აქტიურად ჩაერთვებიან სასკოლო ცხოვრებაში.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
„ლიტერატურასთან მუდმივად ზიარების მოთხოვნილების ჩამოყალიბება ესთეტიკური სიამოვნების მისაღებად“ - კიდევ რა მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს სახელმძღვანელოები
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
მოსწავლეებმა თანატოლების ნამუშევრები მოიწონეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს
ეშტიის N2 საჯარო სკოლის მესამე კლასის მოსწავლეებმა ფიზიკური აღზრდის გაკვეთილზე შემაჯამებელ დავალებას თავი წარმატებით გაართვეს