მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
კოვიდრეგულაციები ბაღებისა და სკოლებისთვის განსხვავებულია, მათ შორის - ბაღის მასწავლებელს ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე არ შეუძლია დისტანციურ რეჟიმში იმუშაოს. „ეს ბაღის სპეციფიკიდან გამომდინარე შეუძლებელია“ - აცხადებენ ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოში.
Etaloni.ge დაინტერესდა, როგორ რეგულირდება ბაღში სააღმზრდელო პროცესი, როდესაც მასწავლებელი ზოგადი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე მიიჩნევს, რომ რისკის ქვეშაა და ვერ შეძლებს სააღმზრდელო პროცესის წარმართვას.
როგორც ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოში განაცხადეს, ასეთ დროს ხდება შიდა რესურსების მობილიზება, რომ გაგრძელდეს სააღმზრდელო პროცესი შეუფერხებლად, მასწავლებლის ბაღსი დაბრუნებამდე.
„თუ აღმზრდელი ავადაა, ინფიცირებულია ან რისკჯგუფშია, ამით სააღმზრდელო პროცესი არ შეფერხდება, მოხდება შიდა რესურსით სააღმზრდელო პროცესის გაგრძელება, მასწავლებელი კი გამოჯანმრთელების შემდეგ ჩვეულ რეჟიმში გააგრძელებს მუშაობას“, - განაცხადეს ბაღების მართვის სააგენტოში.
შეგახსენებთ, რომ ბაღებისთვის კოვიდრეგულაციები გასული წლის დეკემბერში განახლდა და სკოლების მსგავსად, მათაც მიეცათ წერტილოვანი შეზღუდვების განცორციელების საშუალება. რაც შეეხება სტატისტიკას, თბილისის ბაღების უმრავლესობა ამ დროისთვის სრულად დახურულია.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
2024 წლის პროფესიული განათლების მასწავლებლის ვინაობა ცნობილია - პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდოს გამარჯვებულები გამოვლინდნენ
„მოსწავლეების ნათქვამი - „თქვენთან გავიგე მათემატიკა“ ეს ყველაფერს ნიშნავს ჩემთვის“
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ურავლის საჯარო სკოლას დირექტორი სოფიო გელაშვილი პასუხობს
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ნოღის საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების პედაგოგი თეთრიკო პაპავა პასუხობს
„STEM პროექტები მოზარდს ასწავლის ტექნოლოგიებს, შესძენს კრიტიკული აზროვნების უნარებს“
სკოლაში სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხზე მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა