სიახლეები
პიროვნება

„მოსწავლე უნდა უზრუნველვყოთ იმ ცოდნით, რაც მისი ცხოვრებისთვის რელევანტურია“- ლეილა დუმბაძე, ფერიის საჯარო სკოლის დირექტორი
04-02-2022
-
+


როგორი უნდა იყოს იდეალური მოსწავლე? რა არის უმთავრესი, რასაც მოსწავლეს ასწავლიან? რა ახარებს, როგორც დირექტორს? - ამ და სხვა საკითხებზე Etaloni.ge-  ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ფერიის საჯარო სკოლის დირექტორი ლეილა დუმბაძე ესაუბრა.

-
უმთავრესი, რასაც მოსწავლეს ვასწავლით...

- მოსწავლე უნდა უზრუნველვყოთ იმ ცოდნით, რაც მისი ცხოვრებისთვის რელევანტურია და მას დაეხმარება დამოუკიდებელ, პასუხისმგებელ და გადაწყვეტილების მიმღებ პირებად ჩამოყალიბებაში, რომელის არამხოლოდ იყენებსარსებულ ცოდნას, არამედ ფლობს მისი შეფასების და ახლის შექმნის უნარებსაც.

- ვფიქრობ, იდეალური მოსწავლე...

- მეგობრული, კეთილგანწყობილი, მხიარული, ყურადღებიანი, მოწესრიგებული, პასუხისმგებლიანი. პატივს სცემდეს თანატოლების აზრს, იყოს სამაგალითო.

- ვცდილობ, სკოლაში შევქმნა...

- მზრუნველი, კეთილგანწყობილი, თანამშრომლობითი, მუდმივად განვითარებასა და ხარისხზე ორიენტირებული მომავლის სკოლა. ჩემთვის მთავარი ამოცანაა უსაფრთხო გარემოს შექმნა.

- როგორც დირექტორს, მახარებს, რომ...

- უპირველეს ყოვლისა, მოწესრიგებული, თანამედროვე სასკოლო ინფრასტრუქტურა, ახალ თანამედროვე, ყველა სტანდარტებზე ადაპტირებული სკოლის შენობა. სკოლა უზრუნველყოფილია თანამედროვე ტექნოლოგიებით. სკოლაში სუფევს თანამშრომლობა, გუნდურობა, პასუხისმგებლობა, კრეატიულობა.

- კოლეგებისგან ხშირად მესმის...

- და ვხედავ ... აყურადებენ თანამდეროვეობას, ეპოქის მაჯისცემას, ყოველთვის არიან მოვლენების ცენტრში. პატივს სცემენ ერთმანეთს, საქმისადმი ერთგულების პირადი ლამაზი მაგალითითაც ზრდიან მომავალ თაობას.

- დღევანდელობაში საჭიროა...

- რომ აღარ იყოს სიტყვა „პანდემია“, ყველა სახლსა და ოჯახში სიხარულმა და ბედნიერებამ დაუკაკუნოს კარებზე.

- იმედი მაქვს, რომ...

- მალე დაემსხრევა ხერხემალი ძუ მგელივით შემოვარდნილ პანდემიას. მალე გადატყდება იგი წელში. სულ ახლოსაა გაზაფხული, ახლოს ისმის მისი ფეხის ხმა და შხული სიხარულის, ხალისის, იმედის, სიყვარულის მომტანი.

გვინდა, ოპტიმისტური განწყობილების მომნიჭებელი გოგლას სტრიქონებით დაგემშვიდობოთ:
„სალამი, ასჯერ სალამი! შენ გაზაფხულის გრიალო!
ყინულს დალეწავ, ხმად ტკბილად, წყარომ რომ დაიწკრიალოს“...


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

წმინდა ცეცხლს იერუსალიმიდან საქართველოში 23:40 საათისთვის ჩამოიტანენ 

რომელ დღეებში არ გადაიხდით თანხას მგზავრობაში - სააღდგომოდ ტრანსპორტი თბილისში გახანგრძლივებული დროით იმუშავებს

გაწვიმდება თუ არა აღდგომას - პროგნოზი რეგიონების მიხედვით 

პიროვნება

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი

„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი

სკოლები

აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.

 ჯურუყვეთის N1 საჯარო სკოლაში მუსიკალურ-ლიტერატურული საღამო გაიმართა 

„წარმატებებს ვუსურვებთ მომავალშიც ჩვენს სასახელო სპორტსმენს“

ბოდბის საჯარო სკოლის მე-2 კლასის მოსწავლეებმა „საარსებო გარემოს მოდელი“ შექმნეს 

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება