სიახლეები
სკოლები

„უმთავრესი, რასაც მოსწავლეს ვასწავლი განათლების მნიშვნელობაა“- დავით ნაჭყებია, დიდი ჭყონის N1 საჯარო სკოლის დირექტორი
04-02-2022
-
+


ვცდილობ სკოლაში შევქმნა მასწავლებელთა აკადემიური თავისუფლება, არაკონფლიქტური ადამიანური ურთიერთობები მორალური, ინტელექტუალური და ფიზიკური ასპექტებით - ამბობს მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდი ჭყონის N1 საჯარო სკოლის დირექტორი დავით ნაჭყებია და etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს საინტერესოდ პასუხობს.

- უმთავრესი, რასაც მოსწავლეს ვასწავლით. . .
- უმთავრესი, რასაც ვასწავლი განათლების მნიშვნელობაა, რომ საჭიროა მიზნის მისაღწევად მხოლოდ კოლოსალური შრომა, როგორც დიდი ადამიანებისთვის იყო დამახასიათებელი: მიზნის მისაღწევად არაეთიკურ მეთოდებს ნუ გამოიყენებენ, რადგან ყველაზე ფასეული სუფთა სინდისის განცდაა; ვასწავლი არისტოტელეს აზრს, რომ ადამიანი საზოგადოებრივი არსებაა...

- ვფიქრობ, იდეალური მოსწავლე. . .
- იდეალური (საუკეთესო) მოსწავლე ა)ბევრს კითხულობს , ბ) ზომიერად კეთილშობილია და გ) ფიზიკურად ძლიერი (გავიხსენოთ შ .რუსთაველი: მძლეთა მებრძოლთა მძლეობა)

- ვცდილობ სკოლაში შევქმნა. . .
- მასწავლებელთა აკადემიური თავისუფლება, არაკონფლიქტური ადამიანური ურთიერთობები მორალური, ინტელექტუალური და ფიზიკური ასპექტებით. უსაფრთხო გარემო მოსწავლეთათვის.

- როგორც დირექტორს, მახარებს რომ. . .
- თუ მასწავლებელი ცდილობს პროფესიულ თვითგანვითარებას, გაკვეთილების ხარისხის გაუმჯობესებას, მოსწავლე ბევრს კითხულობს კლასგარეშე ლიტერატურასაც, ხდება პროგრესული რეფორმების ინიცირება და
განხორციელება.
თუ მასწავლებელი გაკვეთილზე ყველა მოსწავლეს თანაბარ დროს უთმობს და ზრუნავს დაბალი მოსწრების რისკის მოსწავლეებზე.

- კოლეგებისგან ხშირად მესმის. . .
რომ, რეფორმები გზადაგზა დაიხვეწება.

- დღევანდელობაში საჭიროა. . .
- რომ ბევრ მეცნიერებას ფლობდნენ განათლების რეფორმატორები, რომ რეფორმების კონცეფცია მრავალი ასპექტით იყოს გააზრებული.

- იმედი მაქვს, რომ. . .
- სწორად გავიაზრებთ ზოგადი განათლების დეცენტრალიზაციის ცნებას, მერე კი მისი განხორციელებაც, რომ მოხდება.


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

ფავორიტიზმი, სუბიექტური დამოკიდებულება... კიდევ რა გამოწვევები ახლავს ბაღებში შიდა კონკურსით კადრების დასაქმებას

izrune.ge-ს წარჩინებულ მოსწავლეთა დაჯილდოების ღონისძიებაზე პროექტის დადებით მხარეებზე ისაუბრეს - „იზრუნე“  ზრდის მოტივაციას და სწავლის სურვილს

ანაზღაურება 1250 ლარია - მანდატურების ვაკანსიები გამოცხადდა

პედაგოგებს ვადა 11 თებერვლამდე აქვთ - რა დოკუმენტაცია უნდა წარადგინოთ მასწავლებლის სახლში

ოლიპიადის შედგების გასაჩივრება დაიწყო -  აპელაციის ვადები და ინსტრუქცია 

პიროვნება

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან ტოლერანტები, ზრდილობიანები და გულკეთილები“

სკოლები

სამოქალაქო კლუბის წევრებმა ამ დღესთან დაკაშირებით, ცნობიერების ამაღლების კუთხით გამართეს პრეზენტაცია

 ანა კალანდაძის ამღერებულ ლექსებში გაცოცხლებულმა ლამაზმა საქართველომ მოსწავლეთა აღფრთოვანება გამოიწვია

საინტერესო

საკლასო ოთახების ციფრული ტრანსფორმაცია წარმოადგენს საჭირო და გარდაუვალ პროცესს... 

მწერლის ერთ-ერთი პირველი ფსევდონიმი „რაზიკოვი“ იყო... ლუკა რაზიკაშვილმა ვაჟა-ფშაველას ფსევდონიმით ხელმოწერა 1885 წელს დაიწყო

დამატებითი უქმე დღე მასწავლებლებისთვის - ასე ცდილობენ ბრიტანეთის სკოლებში ახალგაზრდა კადრების მოზიდვას

სიახლეები
საზოგადოება