სიახლეები
სიახლეები, ინტერვიუ

„მთელი სასკოლო საზოგადოება კონცენტრირებული ვართ და ცვლილებებს სწრაფად ვერგებით“ - მარინე ბაინდურაშვილი, შრომის საჯარო სკოლის დირექტორი
04-02-2022
-
+


მარინე ბაინდურაშვილი 2007 წლიდან ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ შრომის საჯარო სკოლის დირექტორია, ამავდროულად ქართული ენისა და ლიტერატურის წამყვანი მასწავლებელი. ინტერვიუს დასაწყისში ქალბატონმა მარინემ Etaloni.ge-სთან თანამშრომლობის დასაწყისი გაიხსენა, ამასთან ხაზი გაუსვა არაფორმალური განათლების მნიშვნელობას მოსწავლეებისთვის და izrune.ge-ს პროექტით მათ დაინტერესებას.

შრომის საჯარო სკოლის დირექტორმა Etaloni.ge-სთან ინტერვიუში მეორე სემესტრში სკოლაში მიმდინარე პროცესებზე, სიახლეებზე, სხვა საინტერესო და აქტუალურ საკითხებზეც ისაუბრა.

- 2007 წლიდან ამ სკოლის დირექტორი ვარ, I-VI კლასის ქართულის წამყვანი მასწავლებელი. მინდა გავიხსენო როგორ დაიწყო ჩვენი და Etaloni.ge-ს ურთიერთობა. რამდენიმე წლის წინ, ჩვენს რაიონში ჩატარდა „ეტალონის“ საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი, სადაც პირადად შევხვდი ბატონ გოჩა ტყეშელაშვილს და სწორედ მაშინ გავიგე ასევე izrune.ge- პროექტის შესახებაც. გამომდინარე იქიდან, რომ მასწავლებელიც ვიყავი ძალიან დავინტერესდი და შევხვდი მშობელს, გავაცანი ეს საგანმანათლებლო პლატფორმა, ავუხსენი თუ როგორ დაეხმარებოდა ეს მათ შვილებს ეფექტური განათლების მიღებაში და გავაცანი მასწავლებლებსაც. იმის მიუხედავად, რომ ჩვენ მცირეკონტიგენტიანი სკოლა ვართ, მაინც გამოჩნდნენ ამ პროექტში ჩართვის მსურველი მოსწავლეები და მშობლები. თავიდან მხოლოდ  ერთი ბავშვი ჩაერთო. შემდეგ, როცა გაიმარჯვა ამ ბავშვმა, კლასშიც გავარჩიეთ, სერთიფიკატიც მიიღო, ეს მაგალითის მიმცემი გახდა სხვებისთვისაც. ემოციურად ელოდებიან ყოველ ხუთშაბათს და საინტერესო დღედ იქცა ეს დღე მათთვის და ჩემთვისაც.

- რადგან ამ საკითხზე დავიწყეთ საუბარი, მაშინ გვითხარით, თქვენი როგორც დირექტორის აზრით, რა მნიშვნელობა ენიჭება არაფორმალურ განათლებას სკოლებში. განსაკუთრებით პანდემიის პირობებში, როდესაც პერიოდულად გარკვეული წყვეტაა სასწავლო პროცესის მიმდინარეობაში?

- მე ვფიქრობ, რომ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს არაფორმალურ განათლებას პანდემიის პირობებში. ეს ძალიან გვიწყობს ხელს როგორც ხელმძღვანელებს, ასევე მასწავლებლებს. ძალიან იზრდებიან ბავშვები, ძალიან ვითარდებიან, საინტერესო და სახალისო ხდება მათთვის საგანმანათლებლო  გარემო. ღონისძიებებში ჩართულობა, რადგან რეალური საღამოები ჩვენ აღარ გვაქვს რეგულაციებიდან გამომდინარე და არაფორმალური განათლება ძალიან ეხმარებათ ამ სიტუაციაში.

-სამი კვირაა, რაც ზამთრის არდადეგების შემდეგ ბავშვები სასწავლო პროცესს დაუბრუნდნენ, თქვენთან რა მდგომარეობაა, რა ფორმით განაახლეთ სწავლა? მშობლების განწყობა როგორია გაზრდილი კოვიდსტატისტიკის ფონზე?

- სწავლა დავიწყეთ საკლასო ოთახებში, თუმცა ახლა ონლაინ რეჟიმზე გადავედით, რადგან 4 მასწავლებელია სკოლიდან ინფიცირებული. მშობლები გვერდში გვიდგანან. ამ ეტაპზე ბავშვებშიც გახშირებული შემთხვევების გამო თავად გამოთქვეს სურვილი, რომ ონლაინზე გადავსულიყავით. ისეთი თანამშრომლობა გვაქვს მშობლებს და მასწავლებლებს, რომ ყველაფერზე ვთანხმდებით, რაც მათი შვილების კეთილდღეობისათვის კეთდება.

- ონლაინ სწავლაზე ერთი კვირით გადახვედით? როგორ აფასებთ სკოლებისთვის იზოლაციის ვადების 8 დღემდე შემცირებას?

- რა თქმა უნდა, ორი კვირა სჯობდა, მაგრამ სპეციალისტები ამბობენ, რომ 8 დღე საკმარისია. სიტუაცია გვაჩვენებს როგორ უნდა მოვიქცეთ, ამის მერე მივხვდები სწორია ეს გადაწყვეტილება თუ არა. მე მგონია თებერვლის მეორე ნახევრიდან უკვე ყველაფერი დალაგდება და სასწავლო წლის ბოლომდე საკლასო ოთახებში დავრჩებით.

 - ორი წელი ხდება რაც პანდემიის რეჟიმში ვართ, მათ შორის სირთულის წინაშე აღმოჩნდნენ სკოლებიც. თქვენი შეხედულებით, რა გავლენა იქონია მასწავლებლებსა და მოსწავლეებზე ამ უჩვეულო სიტუაციაში აღმოჩენამ?

- დადებითი ის არის, რომ რესურსების კუთხით მასწავლებლები ძალიან გაიზარდნენ. ის დავინახეთ, რაც სხვა ვითარებაში შეიძლება შეუმჩნეველი დაგვრჩენოდა. პირველ წელს, რა თქმა უნდა, ძალიან ჭირდა, სანამ ყველა მასწავლებელი გაერკვეოდა, "თიმსის" პროგრამას შევისწავლიდით. დღეს უკვე ნამდვილად შემიძლია ხმამაღლა ვთქვა, რომ ძალიან მრავალფეროვან რესურსს იყენებენ გაკვეთილებზე. ბავშვებიც მიხვდნენ, რომ მხოლოდ სათამაშოდ არ არის კომპიუტერული ტექნიკა და სასწავლადაც როგორ გამოიყენონ ეს ყველაფერი. რა თქმა უნდა, ეს არ ცვლის ფაქტს, რომ სასკოლო გარემო ყველაზე უკეთესია, ბავშვებს დიდხანს უწევთ კომპიუტერთან ყოფნა. მჯერა, რომ ძალიან მალე ყველაფერი გამოსწორდება, მთავარია უკვე ძალიან სწრაფად ვახერხებთ ერთი მდგომარეობიდან მეორეში გადასვლას. ძალიან კონცენტრირებულები ვართ მთლიანად სასკოლო საზოგადოება. ადრე თუ რაღაც პრობლემები გვქონდა, ეს უკვე მოგვარებადი და ადვილად სამართავი პროცესი გახდა.

- თქვენ ბრძანეთ, რომ მასწავლებლებმა ბევრი რამ ისწავლეს, მაგრამ მათი შრომაც ხომ გაიზარდა. ხელფასები მართალია წელსაც გაიზარდა, მათ შორის ადმინისტრაციის თანამშრომლებისთვისაც, მაგრამ როგორ ფიქრობთ, გაწეული შრომის შესაფერისია?

- შეიძლება ვიღაცამ დაიწუწუნოს, ყველანი ადამიანები ვართ და ვიღლებით, მაგრამ ჩვენ იმაზეც ვთანხმდებით რომ ეს დროებითია. საქმე ეხება ბავშვების ჯანმრთელობას. ყოველ კვირას ადგილზევე ვიტარებთ ყოველკვირეულ ტესტირებას, აცრილებიც არიან მასწავლებლები. რაც შეეხება ხელფასებს, მასწავლებლებს უფრო გაეზარდათ, ვიდრე ადმინისტრაციას. რა თქმა უნდა უკეთესი იქნება, რომ მეტი იყოს. დადებითად ვაფასებ  ხელფასების ზრდას. ეს ერთ-ერთი საშუალებაცაა რომ უფრო მიმზიდველი გახდეს ჩვენი პროფესია და მეტი მსურველი, შემოვიდეს სისტემაში.  ჩემს სკოლაში მაგალითად 7 ადამიანი შეიცვალა შარშან, ჩანაცვლდა ახალი და უკვე სერტიფიცირებული მასწავლებლებით, ამან ნამდვილად შეცვალა ატმოსფერო, ბევრად კეთილგანწყობილი გარემო სუფევს მასწავლებლებსა და მოსწავლეებს შორის.

- პრაქტიკოსი მასწავლებლები წავიდნენ სკოლიდან? ახლა თუ გყავთ პრაქტიკოსი მასწავლებელი და გამოცდაზე თუ აპირებენ გასვლას?

- დიახ, პრაქტიკოსები და საპენსიო ასაკის მასწავლებლები, რომლებმაც ჯილდო აიღეს და დატოვეს სკოლა. ამჟამად  მხოლოდ სპორტის მასწავლებელი დარჩა პრაქტიკოსი, ვაკანსია გვქონდა, მაგრამ სხვა არ გამოჩნდა მსურველი. რაც შეეხება გამოცდას, ძალიან დაინტერესებულები არიან, მოიძიეს კიდეც უკვე სახელმძღვანელოები და ემზადებიან გამოცდებისთვის.


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

სპეციალურ მასწავლებლებს სერტიფიკატები გადაეცათ

ქულას მუშაობის დასრულებისთანავე დაინახავთ - NAEC ინფორმაციას ავრცელებს

გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდი აგრძელებს მომავალი პედაგოგების წამახალისებელ სასტიპენდიო პროგრამას

რა შემთხვევაში არ შეინახავს ელჟურნალი განმავითარებელ კომენტარს - ეს უნდა გაითვალისწინოთ

პიროვნება

„სასკოლო საზოგადოების სიძლიერე გულისხმობს ურთიერთთანამშრომლობას და მოვალეობის სწორად გადანაწილებას“

„პოზიტიური სასკოლო გარემო პირველ რიგში ნიშნავს გარემოს, რომელიც ხელსაყრელი და შესაბამისია თავისუფალი და კრიტიკულად მოაზროვნე მოქალაქის ჩამოყალიბებისთვის“

სპორტული შეჯიბრებები, რადგან ამ დროს იქმნებოდა საუკეთესო, პოზიტიური თანამშრომლობითი გარემო და მიყალიბდებოდა ემპათიის უნარი თანატოლის მიმართ 

ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი მიზანდასახულნი, შრომისმოყვარენი და შემოქმედებითნი არიან
სკოლები

მათ იცეკვეს, იმღერეს, სიტყვა წარმოთქვეს და შემოდგომაზე ვრცლად ისაუბრეს

არმატებულ სპორტსმენებს სკოლაში მოსწავლეებმა და პედაგოგებმა საზეიმო დახვედრა მოუწყვეს

 ღონისძიებას მასწავლებლები:  ლალი წულაია და ელენე სიხარულიძე, ხელმძღვანელობდნენ 

საინტერესო

ზარდების ემოციური და ფსიქოლოგიური მდგომარეობა ხშირად იცვლება, რაც ზეგავლენას ახდენს მათ ქცევასა და სწავლის უნარზე

AI განმარტებით, მასწავლებლის ჩაცმულობა მაინც დამოკიდებულია სკოლის კულტურასა და პოლიტიკაზე 

დისგრაფია სწავლის უნარის სპეციფიკური დარღვევაა - რა უნდა იცოდნენ მასწავლებლებმა და მშობლებმა

სიახლეები
საზოგადოება