სიახლეები
სიახლეები

როდის დაიწყება მასწავლებელთა გამოცდებისთვის რეგისტრაცია - „ნაეკი“ აქტუალურ კითხვას პასუხობს
04-02-2022
-
+


ზაფხულში, მასწავლებლობის კომპეტენციის დადასტურების გამოცდებთან ერთად, პირველად ჩატარდება წამყვანობისა და მენტორობის გამოცდებიც - ეს საკითხი ოფიციალურ დონეზე უკვე გადაწყვეტილია და მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში მომატებული ეპიდშემთხვევების ფონზე, შესაძლოა ბევრი რამ სათუო გახდეს, ჯერჯერობით ამ მხრივ არაფერი შეცვლილა და მასწავლებლების სქემაში დაწინაურების შესაძლებლობას საფრთხე არ ემუქრება.

როდის გამოცხადდება წამყვანობისა და მენტორობის გამოცდისთვის რეგისტრაცია? - ამ კითხვით etaloni.ge-მ შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს მიმართა, სადაც გვიპასუხეს, რომ გამოცდისთვის, მასწავლებელთა რეგისტრაცია მარტის პირველ ნახევარში გამოცხადდება.

რაც შეეხება თანხას, რომელიც პედაგოგებმა რეგისტრაციისთვის უნდა გადაიხადონ, ამის შესახებ ოფიციალურ სტრუქტურაში განაცხადეს, რომ ყველა დეტალი „ნაეკის“ ოფიციალურ გვერდზე უახლოეს მომავალში გამოქვეყნდება. თუმცა წინა წლების გამოცდილებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ მასწავლებლის კომპეტენციის გამოცდაზე რეგისტრაცია პედაგოგების მსურველებისთვის 50 ლარი ღირდა, ხოლო მოქმედი მასწავლებლებისთვის უფასო იყო.

იხილეთ; უფროსი და წამყვანი მასწავლებლების გამოცდები ზაფხულში ჩატარდება - სამინისტრო ინფორმაციას ავრცელებს

სხვადასხვა სტატუსის პედაგოგები გამოცდას ერთი ტესტით ჩააბარებენ - საგამოცდო პროგრამა ცნობილია


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

ვინ გადაწყვეტს, გაივლიან თუ არა უმაღლესები ავტორიზაციას - საბჭოს წევრთა ვინაობა ცნობილია

მასწავლებელს 5 ათასი ლარი კვალიფიკაციის ასამაღლებლად გადაეცემა - რომელ პედაგოგებს ეხებათ სამინისტროს დებულება

დაადგინა, რომ ადგილი ჰქონდა აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვის მიმართ შეზღუდული შესაძლებლობის ნიშნით დისკრიმინაციულ ქმედებებს

პიროვნება
სკოლები

პედაგოგი მოწაფეებს ნარჩენების მართვასა და ბუნების მოფრთხილების მნიშვნელობაზე ესაუბრა

პროექტის მიზანია მრავალეთნიკური თბილისის შესწავლა

მოსწავლეებმა შესწავლილი ტექსტის მიხედვით, მოამზადეს რეკლამები და გამართეს „ვაჭრობა“

სკოლაში მოსწავლეს წარმატებას ულოცავენ და ახალი სიმაღლეების დაპყრობას უსურვებენ

7 მარტს, კოლეჯი „ახალი ტალღაში“ სკოლის მოსწავლეთა ნამუშევრები გამოფენა

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება