სიახლეები
პიროვნება

„უმთავრესი, რასაც მოსწავლეს ვასწავლით არის გაიაზროს საკუთარი უფლებები და მეტი დრო დაუთმოს მოვალეობების შესრულებას“-იყალთოს საჯარო სკოლის დირექტორი
04-02-2022
-
+


რა არის დღევანდელობაში საჭირო? რა ახარებს როგორც დირექტორს? და მისი აზრით, რა არის ის უმთავრესი, რაც მოსწავლეს უნდა ვასწავლოთ? - ამ და სხვა საინტერესო ბლიც-კითხვებს etaloni.ge-ს თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ იყალთოს საჯარო სკოლის დირექტორი ნოდარი ბერძენაშვილი პასუხობს. 

- უმთავრესი, რასაც მოსწავლეს ვასწავლით. . .
- გაიაზროს საკუთარი უფლებები და მეტი დრო დაუთმოს მოვალეობების შესრულებას.

- ვფიქრობ, იდეალური მოსწავლე. . .
- ემორჩილება სასკოლო რეჟიმს, კარგად სწავლობს, პატივს სცემს სხვის უფლებებს და ასრულებს მოვალეობებს. აქვს ინფორმაციის კრიტიკულად გააზრებისა და გამოყენების უნარ-ჩვევები.

- ვცდილობ სკოლაში შევქმნა. . .
- უსაფრთხო გარემო, ხელი შევუწყო კოლეგიალური და ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებული ურთიერთობის ჩამოყალიბებას.

- როგორც დირექტორს, მახარებს რომ. . .
- სკოლაში ელექტრო მეურნეობის მოწესრიგება მიმდინარეობს, ეს ხელს შეუწყობს ინოვაციებისა და თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებას.

- კოლეგებისგან ხშირად მესმის. . .
- რომ პანდემიამ მძიმე დაღი დაასვა სასკოლო ცხოვრებას, რომ დისტანციური სწავლების პირობებში მკვეთრად დაქვეითდა მოსწავლეთა ჩართულობისა და მოტივაციის დონე, რომ გაუარესდა მასწავლებელთა
ცხოვრების პირობები, რომ ფასები ყველაფერზე სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ამაზე ნაკლებად რეაგირებს. უკვირთ, თუ დოლარი დასტაბილურდა და ეკონიმიკა ორნიშნა ციფრით იზრდება, რატომ ამას ხალხი ვერ გრძნობს.

- დღევანდელობაში საჭიროა. . .
- ეროვნული და არა სხვისა დაკრულზე მოცეკვავე მთავრობა.

- იმედი მაქვს, რომ. . .
- შეიქმნება ისეთი იდეოლოგია, რომელიც საქართველოს გადაარჩენს.


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

წმინდა ცეცხლს იერუსალიმიდან საქართველოში 23:40 საათისთვის ჩამოიტანენ 

რომელ დღეებში არ გადაიხდით თანხას მგზავრობაში - სააღდგომოდ ტრანსპორტი თბილისში გახანგრძლივებული დროით იმუშავებს

გაწვიმდება თუ არა აღდგომას - პროგნოზი რეგიონების მიხედვით 

პიროვნება

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი

„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი

სკოლები

აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.

 ჯურუყვეთის N1 საჯარო სკოლაში მუსიკალურ-ლიტერატურული საღამო გაიმართა 

„წარმატებებს ვუსურვებთ მომავალშიც ჩვენს სასახელო სპორტსმენს“

ბოდბის საჯარო სკოლის მე-2 კლასის მოსწავლეებმა „საარსებო გარემოს მოდელი“ შექმნეს 

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება