სიახლეები
პიროვნება

„პროფესიონალიზმი და პასუხისმგებლობის მაღალი დონე გაამთლიანებს და განავითარებს ჩვენს სამშობლოს“- მაია ქობულია, წყალტუბოს N4 საჯარო სკოლის დირექტორი
04-02-2022
-
+


როგორი უნდა იყოს იდეალური მოსწავლე? რა არის უმთავრესი, რასაც მოსწავლეს ასწავლიან? რა ახარებს, როგორც დირექტორს? - ამ და სხვა საკითხებზე Etaloni.ge- წყალტუბოს N4 საჯარო სკოლის დირექტორი მაია ქობულია ესაუბრა.

-
უმთავრესი, რასაც მოსწავლეს ვასწავლით...

- ცოდნის სიყვარული, ერთმანეთის მიმართ კეთილგანწყობის გამომუშავება, სიყვარულით სიკეთის კეთება.

- ვფიქრობ, იდეალური მოსწავლე...

- არის ის, ვისაც შეუძლია თავისი ცოდნა სწორად გამოიყენოს პრაქტიკაში, გაუნაწილოს და დაეხმაროს სხვებს.   

- ვცდილობ, სკოლაში შევქმნა...

- ურთირთპატივისცემაზე დამყარებული ურთიერთობები, თბილი გარემო, სადაც მოსწავლეს შეუძლია გამოავლინოს ყველა თავისი შესაძლებლობა, განვითარდეს და უპირველეს ყოვლისა, მიიღოს კარგი ცოდნა.

- როგორც დირექტორს, მახარებს, რომ...

- სასკოლო საზოგადოების წევრებს აქვთ ერთმანეთთან თბილი და კარგი დამოკიდებულებები, წარმატებებს აღწევენ სხვადასხვა სფეროში, აღნიშნავენ, რომ მათ მოსწონთ სასკოლო გარემო და უხარიათ სკოლაში მოსვლა

- კოლეგებისგან ხშირად მესმის...

- კოლეგებს ყველაზე მეტად სურთ ტექნიკური აღჭურვილობის მოწესრიგება, იმისთვის, რომ მაღალპროფესიულად გამოიყენონ ყველა აქტივობები გაკვეთილზე. მიხარია, რომ ურთიერთთანამშრომლობის მაღალი კულტურა გვაქვს, რაც მოიცავს კოლეგების ერთად მუშაობას  საგაკვეთილო პროცესებიდან დაწყებული სკოლის ეზოთი დამთავრებული, როცა ყველა ერთად ვალაგებთ ჩვენს უზარმაზარ და ულამაზეს ეზოს.

- დღევანდელობაში საჭიროა...

- კარგი პროფესიული ცოდნის მიღება, მაღალი ადამიანური თვისებების დამკვიდრება, უპირველეს ყოვლისა, საკუთარი მაგალითით.

- იმედი მაქვს, რომ...

- ჯანმრთელ გარემოში ვიცხოვრებთ, პირდაპირი და სულიერი თვალსაზრისით. კეთილგანწყობა, სიყვარული, მაღალი პროფესიონალიზმი და პასუხისმგებლობის მაღალი დონე გაამთლიანებს და განავითარებს ჩვენს სამშობლოს.


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

წმინდა ცეცხლს იერუსალიმიდან საქართველოში 23:40 საათისთვის ჩამოიტანენ 

რომელ დღეებში არ გადაიხდით თანხას მგზავრობაში - სააღდგომოდ ტრანსპორტი თბილისში გახანგრძლივებული დროით იმუშავებს

გაწვიმდება თუ არა აღდგომას - პროგნოზი რეგიონების მიხედვით 

პიროვნება

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი

„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი

სკოლები

აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.

 ჯურუყვეთის N1 საჯარო სკოლაში მუსიკალურ-ლიტერატურული საღამო გაიმართა 

„წარმატებებს ვუსურვებთ მომავალშიც ჩვენს სასახელო სპორტსმენს“

ბოდბის საჯარო სკოლის მე-2 კლასის მოსწავლეებმა „საარსებო გარემოს მოდელი“ შექმნეს 

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება