სიახლეები
სიახლეები, საინტერესო

ინფიცირებული პედაგოგები გაკვეთილებს დისტანციურად ატარებენ - „მასწავლებლებს, ხელფასზე მეტად, პასუხისმგებლობა გვამოძრავებს“
05-03-2022
-
+


კოვიდინფიცირებული მასწავლებლები გაკვეთილებს დისტანციურად ატარებენ. მიუხედავად იმისა, რომ პედაგოგებს, საავადმყოფო ფურცელის წარდგენის შემდეგ გაცდენილი საათები სრულად უნაზღაურდებათ, ისინი ამ უფლებას არ იყენებენ.

კითხვაზე - რატომ ატარებენ ინფიცირებული მასწავლებლები გაკვეთილებს, როდესაც უფლება აქვთ, ავადმყოფობის დროს მხოლოდ ჯანმრთელობაზე იზრუნონ, ხელფასი კი, გაცდენის მიუხედავად, სრულად დაერიცხებათ, etaloni.ge-ს პედაგოგები პასუხობენ, რომ ისინი ბავშვების წინაშე გრძნობენ პასუხისმგებლობას. თუმცა ასევე აღმოჩნდა, რომ მასწავლებელთა ნაწილმა არ იცის, გაკვეთილების გაცდენის გამო ხელფასი რომ არ დაექვითება.

„თქვენგან გავიგე, რომ გაცდენილი საათები ამინაზღაურდებოდა. მეგონა, ხელფასიდან ჩამომეჭრებოდა, ამიტომ როდესაც ავად ვიყავი, დისტანციურად ვატარებდი გაკვეთილებს, თუმცა სხვა გზა არც იყო. იმდენი მასწავლებელი ვართ ავად, სხვა ჩემ მაგივრად ვერ ჩაატარებდა“.

„მასწავლებლებს, ხელფასზე მეტად, პასუხისმგებლობა გვამოძრავებს. ბავშვებს ვერ დავაღალატებთ, ამიტომ არც მიფიქრია, სხვას ჩაეტარებინა ჩემი გაკვეთილი. ცუდად ვიყავი, მაგრამ დისტანციურად ვატარებდი“.

„დღეს ისეთი მდგომარეობაა ქვეყანაში, გულით რომ უნდოდეს კოლეგას, მაინც ვერ დაეხმარება გაკვეთილების ჩატარებაში. სადაც გაიხედავ, ყველა ინფიცირებულია. კანონი ერთია და რეალობა მეორე, მე რომ უარი ვთქვა გაკვეთილების ჩატარებაზე, ბავშვებს საგანი მთელი კვირა გაუცდებათ“.

„ჩვენს სკოლაში 5 ინფიცირებული ვართ, გაკვეთილებს არც დისტანციურ რეჟიმში ვატარებთ. სკოლის დირექცია ზრუნავს, ისე გადაანაწილოს მასწავლებელთა რესურსი, რომ დაინფიცირებულ მასწავლებელს გაკვეთილების ჩატარება არ გვიწევდეს“.

სკოლის დირექტორები გამოწვევის წინაშე არიან. კორონავირუსის გავრცელების ფონზე, ისინი ცდილობენ, არ დაზარალდნენ არც მოსწავლეები და არც პედაგოგები, თუმცა ადამიანური რესურსი აღარ ყოფნით, რომ სასწავლო პროცესი სრულყოფილად მიმდინარეობდეს. სწორედ აქედან გამომდინარე, გაკვეთილები რომ არ გაცდეს, ინფიცირებულ მასწავლებლებს საათების დისტანციურად ჩატარების საშუალებას აძლევენ.

შეგახსენებთ, რომ მასწავლებლებს, ავადმყოფობის შემდეგ სამედიცინო ფურცლის წარდგენისას გაცდენილი საათები სრულად უნაზღაურდებათ. სტაციონარში მოთავსებულ პედაგოგზე ცნობა გაიცემა სტაციონარული დაწესებულების მიერ, ხოლო ბინაზე მეთვალყურეობის შემთხვევაში ცნობას გასცემს მკურნალობის პროცესში ჩართული ონლაინ-კლინიკა.


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

დღეს, 20 აპრილს მართლმადიდებელი ეკლესია აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს

„უფლის ჯვარცმით კაცობრიობამ განაჩენი საკუთარ თავსაც გამოუტანა“...

პასქა ხატისპური არ არის - რა დატვირთვა აქვს ამ ორ სარიტუალო ნამზადს - ეთნოგრაფის განმარტება

წმინდა ცეცხლს იერუსალიმიდან საქართველოში 23:40 საათისთვის ჩამოიტანენ 

პიროვნება

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი

„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი

სკოლები

აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.

 ჯურუყვეთის N1 საჯარო სკოლაში მუსიკალურ-ლიტერატურული საღამო გაიმართა 

„წარმატებებს ვუსურვებთ მომავალშიც ჩვენს სასახელო სპორტსმენს“

ბოდბის საჯარო სკოლის მე-2 კლასის მოსწავლეებმა „საარსებო გარემოს მოდელი“ შექმნეს 

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება