სიახლეები
პიროვნება

„დღევანდელობაში საჭიროა, პროფესიულ განვითარებაზე ორიენტირებული კადრი“- ერვანდ ვარდერესიანი, კარწახის საჯარო სკოლის დირექტორი
07-02-2022
-
+



როგორი
უნდა იყოს იდეალური მოსწავლე? რა არის უმთავრესი, რასაც მოსწავლეს ასწავლიან? რა ახარებს, როგორც დირექტორს? - ამ და სხვა საკითხებზე Etaloni.ge- სეროფე ბენგოიან-ლევონიანის „ჯივანის“ სახელობის ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ კარწახის საჯარო სკოლის დირექტორი ერვანდ ვარდერესიანი ესაუბრა.

-
უმთავრესი, რასაც მოსწავლეს ვასწავლით...

- პასუხისმგებლობა, შრომისმოყვარეობა, უფროს-უმცროსის პატივისცემა, თანადგომა და თანაგრძნობაა. რაც მთავარია, პატრიოტიზმი. ამ ყველაფრის გარეშე ადამიანად ვერ ფორმირდები.

- ვფიქრობ, იდეალური მოსწავლე...

- არის ყველა, უბრალოდ, უნდა სცადო, დაინახო დადებითი მათში, წამოსწიო წინ და განავითარო.

- ვცდილობ, სკოლაში შევქმნა...

- გარემო, სადაც იქნება თანამშრომლობა, კეთილგანწყობა, ურთიერთზრუნვა და პროფესიულ განვითარებაში ხეშეწყობა.

- როგორც დირექტორს, მახარებს, რომ...

- ჩემი კოლეგები ცდილობენ თვითგანვითარებას, პროფესიულ ზრდას, ახარებთ ერთმანეთის წარმატება და ახალგაზრდებს აძლევენ მოტივაციას. ზრუნავენ პროფესიულ ზრდაზე და შედეგი ჩანს ყოველწლიურად.

- კოლეგებისგან ხშირად მესმის...

- რომ მხოლოდ გაკვეთილებით მოსწავლეთა შინაგანი მოტივაციის გაზრდა ძნელია და საჭიროა, არაფორმალური გარემოც, ექსკურსიები, სასკოლო ღონისძიებები, რაც პანდემიის დროს შეჩერებულია და გვინდა, დასრულდეს პანდემია, რათა ძველებური ცხოვრების რიტმს დავუბრუნდეთ.

- დღევანდელობაში საჭიროა...

- პროფესიულ განვითარებაზე ორიენტირებული კადრი, ურთიერთთანამშრომლობაზე დაფუძნებული გარემო, ზრუნვა და თანადგომა ერთმანეთის.

- იმედი მაქვს, რომ...

- ჩვენ ყველა გამოწვევას შევხვდებით ღირსეულად, ავუწყობთ ფეხს და ურთიერთთანადგომით დავძლევთ სირთულეებს.


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

წმინდა ცეცხლს იერუსალიმიდან საქართველოში 23:40 საათისთვის ჩამოიტანენ 

რომელ დღეებში არ გადაიხდით თანხას მგზავრობაში - სააღდგომოდ ტრანსპორტი თბილისში გახანგრძლივებული დროით იმუშავებს

გაწვიმდება თუ არა აღდგომას - პროგნოზი რეგიონების მიხედვით 

პიროვნება

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი

„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი

სკოლები

აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.

 ჯურუყვეთის N1 საჯარო სკოლაში მუსიკალურ-ლიტერატურული საღამო გაიმართა 

„წარმატებებს ვუსურვებთ მომავალშიც ჩვენს სასახელო სპორტსმენს“

ბოდბის საჯარო სკოლის მე-2 კლასის მოსწავლეებმა „საარსებო გარემოს მოდელი“ შექმნეს 

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება