მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
მასწავლებლებს, კარიერული წინსვლისთვის მხოლოდ გამოცდის ჩაბარება არ სჭირდებათ - არის გარკვეული აქიტვობები, რომელიც სტატუსის ასამაღლებლადაა საჭირო; მათ შორის ერთ-ერთია საგაკვეთილო დაკვირვება, რასაც პედაგოგები ხშირად აპროტესტებენ და სურთ, საერთოდ გაუქმდეს ეს დაკვირვება. ნინო ბერიანიძე პედაგოგთა საგაკვეთილო დაკვირვების საკითხს სოციალურ ქსელში ეხმაურება და მის სტატუსს etaloni.ge უცვლელად გთავაზობთ:
„ხშირად ისმის, რომ თუ საკვალიფიკაციო გამოცდას ჩავაბარებთ, მაშინ საგაკვეთილო დაკვირვება უნდა მოიხსნას.
ახლა იმას არ განვიხილავ, უნდა მოიხსნას თუ არ მოიხსნას. მაინტერესებს, რას გამოხატავს ეს განცხადება.
შიშს? რის შიშს? ყავის მოდუღების დროს შიშობს ვინმე? არა. იმიტომ, რომ უკვე ბევრჯერ მოგვიდუღებია. ყავის, შაქრისა და წყლის თანაფარდობაც კარგად ვიცით და მოდუღებისათვის საჭირო დროც. და თითოეული ჩვენგან კვირაში 5 გაკვეთილს ხომ მაინც ატარებს? ძალიან ბევრჯერ შესრულებული პროცედურის შიში წარმოუდგენლად მეჩვენება. ანუ ეს ფაქტორი გამოვრიცხოთ.
გაკვეთილის კიდევ ერთი კომპონენტი, უხეშად რომ ვთქვათ, მოსწავლეა. მოსწავლეების გვეშინია? ხუმრობთ ხომ? ცხადია. ანუ მოსწავლის შიშიც გამოვრიცხოთ.
დარჩა შეფასება. გამოვიცნობ, რომ შეფასების გვეშინია.
ფსიქოლოგები როგორც გვირჩევენ, ჩავხედოთ შიშს თვალებში. ვივარაუდებ, რომ ამ მღელვარებას განაპირობებს სამი სტერეოტიპი: რომ მასწავლებელი აუცილებლად იდეალურად უნდა მიჰყვებოდეს მის მიერ გაწერილ დეტალურ გეგმას, რომ გაკვეთილი უნდა იყოს იდეალური ან გაკვეთილი უნდა იყოს ზუსტად ისეთი, როგორც მავანმა ჩაატარა რომელიღაც სკოლის, რომელიღაც კლასში.
რატომ ვვარაუდობ ამას და ალბათ იმიტომ, რომ სწორედ ამ პირველი მოსაზრების გამო ვეკამათე სტუდენტობის დროს ჩემი პრაქტიკის ხელმძღვანელს. მისი აზრით, ძალიან დავაშავე, რომ საჩვენებელ გაკვეთილზე შეთანხმებული გეგმიდან გადავუხვიე, მაგრამ არ ჰქონდა საკმარისი არგუმენტი და ვერ დამარწმუნა. დღემდე ასე ვფიქრობ, გეგმა საჭიროა, მაგრამ ყოველი წუთის ისე ჩატარება, როგორც დაგეგმილი გაქვს, ცოცხალ კლასთან ცოცხალი მასწავლებლის მიერ, როგორც წესი, არ გამოდის. ვფიქრობ, ზოგმა მასწავლებელმა დაიჯერა, რომ გაკვეთილი წამებში უნდა მისდევდეს გეგმას, ხედავს, რომ რეალურად ასე არ ხდება, საკუთარ თავს მიიჩნევს დაბალკვალიფიციურად, თვითონაც იტანჯება და მოსწავლეებსაც ტანჯავს. დაგეგმილი საგაკვეთილო დაკვირვებისთვის მთელი თვე ემზადება. მერე დამკვირვებლებს უკვირთ, რატომაა უნიჭო სპექტაკლივით გაკვეთილი. აი, ამიტომ.
იდეალურ გაკვეთილებზე გეტყვით, რომ რეალურ სამყაროში რეალური ამბები არსებობს მხოლოდ. იდეალური ამბები იდეების სამყაროში უნდა მოვიკითხოთ. განსაკუთრებით უცნაურია, მასწავლებელი ფიქრობდეს, რომ მისგან იდეალურ გაკვეთილს ელიან, როდესაც სკოლის მატერიალურ-ტექნიკური მოწყობა წინა საუკუნის სტანდარტებსაც ვერ აკმაყოფილებს.
ბოლოს კი იდეალური გაკვეთილის გადმოკოპირებაზე მასწავლებლებს ვკითხავდი. აი, გულზე ხელის დადებით თქვით რამდენჯერ გაქვთ ჩატარებული ერთსა და იმავე ასაკობრივ ჯგუფთან ერთსა და იმავე თემაზე გაკვეთილი? 2-3 ჯერ მაინც ხომ? ზოგ თქვენგანს 20-ჯერაც კი ალბათ. და ყველა ეს გაკვეთილი ერთმანეთის ასლი იყო? თუ ადამიანი ბრძანდებით და არა ანდროიდი და კლასშიც ცოცხალი ბავშვები არიან, გამორიცხულია. ჰოდა, თუ ჩვენივე გაკვეთილის ზედმიწევნით ზუსტად გამეორება ჩვენვე არ შეგვიძლია, რატომ ვფიქრობთ, რომ ვიღაცის, თუნდაც „იდეალური“ გაკვეთილი უნდა გავიმეოროთ?
არ უნდა გავიმეოროთ. არც ვცადოთ. ის კარგი გაკვეთილები იმიტომაა კარგი, რომ ზუსტად იმ კლასისთვის, ზუსტად იმ მასწავლებელმა ჩაატარა. ჩვენს კლასს ჩვენ ჩვენებური გაკვეთილები უნდა ჩავუტაროთ.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
რა შემთხვევაში მიიჩნევა სწავლის შედეგი მიღწეულად
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
მსგავსი აქტივობები სასწავლო პროცესში მოსწავლეთა ჩართულობის გაზრდას ხელს უწყობს
სკოლაში მოსწავლეს სწავლაში მიღწეულ წარმატებასა და დამსახურებული ჯილდოს მიღებას დიდი სიყვარულით ულოცავენ
მოსწავლეების ფანტაზია უსაზღვროა და საჩუქარს, ძირითადად, ადრესატის გემოვნებიდან გამომდინარე არჩევენ