სიახლეები
პიროვნება

„ვცდილობ, სკოლაში შევქმნა უსაფრთხო, ურთიერთთანამშრომლობითი და კეთილგანწყობილი გარემო“-თლუღის საჯარო სკოლის დირექტორი მარინა გოცირიძე
07-02-2022
-
+


რა ახარებს როგორც დირექტორს? რა არის დღევანდელობაში საჭირო? და მისი აზრით, რა არის ის უმთავრესი, რაც მოსწავლეს უნდა ვასწავლოთ? - ამ და სხვა საინტერესო ბლიც-კითხვებს etaloni.ge-ს ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ თლუღის საჯარო სკოლის დირექტორი მარინა გოცირიძე პასუხობს. 

- უმთავრესი, რასაც მოსწავლეს ვასწავლით . . .
- არის ის უნარ-ჩვევები და ცოდნა, რომელიც დაეხმარება მას ჩამოყალიბდეს ფიზიკურად, სულიერად, ზნეობრივად და გონებრივად განვითარებული, მიზანდასახული პიროვნება.

- ვფიქრობ, იდეალური მოსწავლე. . .
- არის ის, ვინც მაქსიმალურად შეძლებს შეთვისებული უნარ-ჩვევებისა და მიღებული ცოდნის გონივრულად გამოიყენებას...

- ვცდილობ სკოლაში შევქმნა. . .
- უსაფრთხო, ურთიერთთანამშრომლობითი და კეთილგანწყობილი გარემო, რათა მოსწავლეებს ჰქონდეთ ყველა პირობა იმისა, რომ სკოლიდან მიიღონ კარგი ცოდნა-განათლება და ყოფა-ცხოვრებაში გამოსაყენებელი აუცილებელი უნარ-ჩვევები.

- როგორც დირექტორს, მახარებს რომ. . .
- როგორც დირექტორს, მახარებს ის, თუ ჩვენი სკოლის მასწავლებლები ან მოსწავლეები, ან ორივე ერთად მიაღწევენ გარკვეულ წარმატებას საგანმანათლებლო თვალსაზრისით, რაც უპირველეს ყოვლისა სკოლის წარმატებაა.

- კოლეგებისგან ხშირად მესმის. . .
1. „როდის დამთავრდება ეს პანდემია“...
2. „ პანდემია რომ არ იყოს ...გავაკეთებდი...“
3. „ აუცილებელია მოტივაციის ამაღლება, მასწავლებლებისა და მოსწავლეების მოტივაციის ამაღლებას აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა სწავლა-სწავლების ხარისხის გაუმჯობესების საქმეში...“

- დღევანდელობაში საჭიროა . . . 
- უდიდესი მოთმინების უნარი, ძლიერი ნებისყოფა, ცხოვრების წესის გონივრულად შერჩევა, შემართება, მიზანდასახულობა და ყოველდღიური ზრუნვა პირად და საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჯანსაღი გარემოს ჩამოსაყალიბებლად და შესანარჩუნებლად.

- იმედი მაქვს, რომ . . . 
- მალე პანდემია დამთავრდება, ხვალინდელი დღე უკეთესი იქნება დღევანდელზე. ჩვენი მომავალი თაობა იცხოვრებს ბევრად უკეთესად დღევანდელთან შედარებით, ახალგაზრდობას მიეცემა საკუთარი თავის, ცოდნის საქართველოში რეალიზების უფრო მეტი შანსი.


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

წმინდა ცეცხლს იერუსალიმიდან საქართველოში 23:40 საათისთვის ჩამოიტანენ 

რომელ დღეებში არ გადაიხდით თანხას მგზავრობაში - სააღდგომოდ ტრანსპორტი თბილისში გახანგრძლივებული დროით იმუშავებს

გაწვიმდება თუ არა აღდგომას - პროგნოზი რეგიონების მიხედვით 

პიროვნება

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი

„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი

სკოლები

აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.

 ჯურუყვეთის N1 საჯარო სკოლაში მუსიკალურ-ლიტერატურული საღამო გაიმართა 

„წარმატებებს ვუსურვებთ მომავალშიც ჩვენს სასახელო სპორტსმენს“

ბოდბის საჯარო სკოლის მე-2 კლასის მოსწავლეებმა „საარსებო გარემოს მოდელი“ შექმნეს 

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება