მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
„იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილებაში ცვლილება შევიდა, რასაც ხელს პრემიერ-მინისტრი აწერს.
ცვლილების მიხედვით, აკრძალულია ნებისმიერი ტიპის გასართობი, სახელოვნებო, საფესტივალო და კულტურული (გარდა სათეატრო და კინემატოგრაფიული ხასიათისა) ღონისძიების ჩატარება.
შეზღუდვა არ ვრცელდება სასტუმროს ტერიტორიაზე კონცერტის ჩატარებაზე და ამასთან, სასტუმროს უნდა ჰქონდეს შესაბამისი საკონცერტო ინფრასტრუქტურა და კონცერტი უნდა ჩატარდეს სასტუმროს სტუმრებისთვის/ვიზიტორებისთვის, „სამუშაო ადგილებზე ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების თავიდან აცილების მიზნით რეკომენდაციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანების შესაბამისად“;
დადგენილება ძალაშია პირველი თებერვლიდან, თუმცა საინტერესო ისაა, ვრცელდება თუ არა შეზღუდვა სკოლებსა და ბაღებზე.? - ამ კითხვით etaloni.ge-მ განათლების სამინისტროს მიმართა, სადაც გვიპასუხეს, რომ სკოლებში ღონისძიებების ჩატარება აქამდეც აკრძალული იყო.
თუმცა საქმე ის გახლავთ, რომ ეერთმნიშვნელოვანი აკრძალვა აქამდე არ მოქმედებდა, უბრალოდ, იყო რეკომენდაცია, არ ჩაეტარებინათ სხვადასხვა ღონისძიება. ნიშნავს თუ არა პრემიერის ახალი ბრძანება კატეგორიულ აკრძალვას? - ამის შესახებ სამინისტროს ცხელ ხაზზე განმარტეს, რომ „სკოლები უახლოეს მომავალში მიიღებენ დეტალურ ინსტრუქციებს“.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ვინ გადაწყვეტს, გაივლიან თუ არა უმაღლესები ავტორიზაციას - საბჭოს წევრთა ვინაობა ცნობილია
მასწავლებელს 5 ათასი ლარი კვალიფიკაციის ასამაღლებლად გადაეცემა - რომელ პედაგოგებს ეხებათ სამინისტროს დებულება
„ჩემი ყოველდღიური მოტივაციაა ჩემი კოლექტივი და მოსწავლეები“
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ურავლის საჯარო სკოლას დირექტორი სოფიო გელაშვილი პასუხობს
პედაგოგი მოწაფეებს ნარჩენების მართვასა და ბუნების მოფრთხილების მნიშვნელობაზე ესაუბრა