სიახლეები
პიროვნება

„ვცდილობ სკოლაში შევქმნა, ატმოსფერო, სადაც მოსწავლეები მოტივირებული იქნებიან ისწავლონ და ითანამშრომლონ ერთმანეთთან“-ხიდისყურის საჯარო სკოლის დირექტორი
07-02-2022
-
+


რა არის დღევანდელობაში საჭირო? რა ახარებს როგორც დირექტორს? და მისი აზრით, რა არის ის უმთავრესი, რაც მოსწავლეს უნდა ვასწავლოთ? - ამ და სხვა საინტერესო ბლიც-კითხვებს etaloni.ge-ს  ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდისყურის საჯარო სკოლის დირექტორი რამიზ მამედალიზადე პასუხობს.

- უმთავრესი, რასაც მოსწავლეს ვასწავლით. . .

- გონებრივი ფიზიკური და ურთიერთპატივისცემითი უნარ-ჩვევები, ვაძლევთ საჭირო ცოდნას.

- ვფიქრობ, იდეალური მოსწავლე. . .

- უნდა იყოს დისციპლინირებული, შრომისმოყვარე, ზრდილობიანი, ჰქონდეს სხვისი მოსმენისა და აზრის პატივისცემა; აქტიურად იყოს ჩართული სასკოლო და სკოლის გარეშე ღონისძიებაში; იყოს დაინტერესებული და შეეძლოს სასწავლო თემასთან დაკავშირებით ინფორმაციის მოძიება ინტერნეტის, სახელმძღვანელოებისა და სხვა საშუალებების გამოყენებით.

- ვცდილობ სკოლაში შევქმნა. . .

- ისეთი ატმოსფერო, სადაც მოსწავლეები მოტივირებული იქნებიან ისწავლონ და ითანამშრომლონ ერთმანეთთან. შეეძლოთ კონფლიქტის თავიდან არიდება და მისი მოგვარება, რათა თავი უსაფრთხოდ იგრძნონ.

- როგორც დირექტორს, მახარებს რომ. . .

- ქვეყნის ინტერესების, ტრადიციებისა და ღირებულებების, საკუთარი პასუხისმგებლობის პატრიოტი მოსწავლეები გაიზრდებიან.

- კოლეგებისგან ხშირად მესმის. . .

- დაინტერესება ინოვაციური და თანამედროვე მეთოდების გამოყენების საკითხებზე.

- დღევანდელობაში საჭიროა. . .

- გამოვიყენოთ მრავალფეროვანი სასწავლო მასალები, სწავლების ახალი მეთოდები და სტრატეგიები, ამით სასწავლო პროცესი გაცილებით უფრო საინტერესო გახდება; უნდა ჩავრთოთ მოსწავლეები სავარჯიშოების,  მაგალითების, კროსვორდებისა და სიტუაციური ამოცანების ამოხსნაში, განვუვითაროთ საკუთარი მოვალეობების გააზრების, საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის უნარ-ჩვევები.

- იმედი მაქვს, რომ. . .

- მოსწავლეების ასეთი აღზრდა შედეგს გამოიღებს, როგორც სასკოლო ცხოვრებაში ასევე, საზოგადოებისათვის კარგი პიროვნების ჩამოყალიბებაში.

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

წმინდა ცეცხლს იერუსალიმიდან საქართველოში 23:40 საათისთვის ჩამოიტანენ 

რომელ დღეებში არ გადაიხდით თანხას მგზავრობაში - სააღდგომოდ ტრანსპორტი თბილისში გახანგრძლივებული დროით იმუშავებს

გაწვიმდება თუ არა აღდგომას - პროგნოზი რეგიონების მიხედვით 

პიროვნება

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი

„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი

სკოლები

აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.

 ჯურუყვეთის N1 საჯარო სკოლაში მუსიკალურ-ლიტერატურული საღამო გაიმართა 

„წარმატებებს ვუსურვებთ მომავალშიც ჩვენს სასახელო სპორტსმენს“

ბოდბის საჯარო სკოლის მე-2 კლასის მოსწავლეებმა „საარსებო გარემოს მოდელი“ შექმნეს 

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება