სიახლეები
პიროვნება

„როგორც დირექტორს, მახარებს რომ ვხედავ მეტ მოტივირებულ პედაგოგს“- ავთანდილ ვანაძე, სპასოვკის N1 საჯარო სკოლის ხელმძღვანელი
07-02-2022
-
+


რა ახარებს როგორც დირექტორს? რა არის დღევანდელობაში საჭირო? და მისი აზრით, რა არის ის უმთავრესი, რაც მოსწავლეს უნდა ვასწავლოთ? - ამ და სხვა საინტერესო ბლიც-კითხვებს etaloni.ge-ს ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ სპასოვკის N1 საჯარო სკოლის დირექტორი ავთანდილ ვანაძე პასუხობს.

- უმთავრესი, რასაც მოსწავლეს ვასწავლით. . .
- არის ადამიანობა, უფროს-უმცროსის პატივისცემა. თავაზიანობა და ზრდილობა. ურთიერთსიყვარული რაც მოსწავლის უმთავრესი და მნიშვნელოვანი ნაწილია.

- ვფიქრობ, იდეალური მოსწავლე. . .
- იდეალური მოსწავლე უნდა იყოს სწავლა-განვითარებაზე ორიენტირებული. თავაზიანი და შრომისმოყვარე.

- ვცდილობ სკოლაში შევქმნა. . .
- ვცდილობ დავამყარო და უფრო მეტად განუვითარდეთ თანამშრომლობითი უნარი. სწავლა-სწავლების უნარი რომელიც უკეთ დაეხმარება მოსწავლეს და მასწავლებელს ურთიერთობის უკეთ დაძლევაში. იყვნენ მეგობრულნი.

- როგორც დირექტორს, მახარებს რომ. . .
- ვხედავ მეტ მოტივირებულ პედაგოგს, ვხედავ თუ როგორ ერთიანად თანამშრომლობენ და ეხმარებიან ერთმანეთს პრობლემების დაძლევაში - მოსწავლეა ეს თუ მასწავლებელი.

- კოლეგებისგან ხშირად მესმის. . .
- ხშირად მესმის ამ პანდემიისაგან გამოწვეული წუხილი თუ რამდენად საშიშია და რამდენი ადამიანი, ახლობელი, მეგობარი თუ ოჯახის წევრიც კი იმსხვერპლა. მიუხედავად ამისა, მაინც შემართებით და გულმოდგინედ ასრულებენ თავიანთ საქმიანობას.

- დღევანდელობაში საჭიროა. . .
- დღევანდელობაში საჭიროა ერთმანეთის გვერდში დგომა დახმარება და სიყვარული რათა გადარჩეს კაცობრიობა.

- იმედი მაქვს, რომ. . .
იმედი მაქვს, მალე და კარგად დასრულდება ეს პანდემია და ისევ ძველებურად ლაღად და ხალისიანად გავაგრძელებთ ამ ცხოვრებას.


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

წმინდა ცეცხლს იერუსალიმიდან საქართველოში 23:40 საათისთვის ჩამოიტანენ 

რომელ დღეებში არ გადაიხდით თანხას მგზავრობაში - სააღდგომოდ ტრანსპორტი თბილისში გახანგრძლივებული დროით იმუშავებს

გაწვიმდება თუ არა აღდგომას - პროგნოზი რეგიონების მიხედვით 

პიროვნება

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი

„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი

სკოლები

აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.

 ჯურუყვეთის N1 საჯარო სკოლაში მუსიკალურ-ლიტერატურული საღამო გაიმართა 

„წარმატებებს ვუსურვებთ მომავალშიც ჩვენს სასახელო სპორტსმენს“

ბოდბის საჯარო სკოლის მე-2 კლასის მოსწავლეებმა „საარსებო გარემოს მოდელი“ შექმნეს 

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება