მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
როგორი უნდა იყოს იდეალური მოსწავლე? რა არის უმთავრესი, რასაც მოსწავლეს ასწავლიან? რა ახარებს, როგორც დირექტორს? - ამ და სხვა საკითხებზე Etaloni.ge-ს თბილისის N37 საჯარო სკოლის დირექტორი ლარისა მელაძე ესაუბრა.
- უმთავრესი, რასაც მოსწავლეს ვასწავლით...
- არის ადამიანისა და სამშობლოს სიყვარული.
- ვფიქრობ, იდეალური მოსწავლე...
- არის ის, რომელიც ორიენტირებულია თვითგანვითარებასა და ინტელექტუალური რესურსების მუდმივ გამდიდრებაზე.
- ვცდილობ, სკოლაში შევქმნა...
- სივრცე, სადაც ყველა მოსწავლე და მასწავლებელი იქნება თანაბარ პირობებში, ასევე ვცდილობ, ურთიერთპატივისცემასა და თანამშრომლობაზე დამყარებული სამუშაო გარემოს შექმნას, სადაც ყოველი ინდივიდი იქნება რეალიზებული და წარმატებული.
- როგორც დირექტორს, მახარებს, რომ...
- სკოლა ჩართულია „ახალი სკოლის მოდელში“ და წარმატებით ვახორციელებთ ზოგადი განათლების რეფორმას.
- კოლეგებისგან ხშირად მესმის...
- რომ მათ აქვთ დაუოკებელი სურვილი პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლისა.
- დღევანდელობაში საჭიროა...
- მტკიცე ნებისყობა, რათა პანდემიით გამოწვეული უარყოფითი ემოციები არ აისახოს ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაზე და არ შევიქმნათ დემოტივირებულები.
- იმედი მაქვს, რომ...
- სამყაროში სიკეთე იმძლავრებს და მალე დავამარცხებთ პანდემიას.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
წმინდა ცეცხლს იერუსალიმიდან საქართველოში 23:40 საათისთვის ჩამოიტანენ
რომელ დღეებში არ გადაიხდით თანხას მგზავრობაში - სააღდგომოდ ტრანსპორტი თბილისში გახანგრძლივებული დროით იმუშავებს
„მოსწავლის საშინაო დავალება უნდა იყოს მიზანმიმართული“
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი
აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.