სიახლეები
პიროვნება

„ჩემი გუნდის დახმარებით ვცდილობ სკოლაში შევქმნა თბილი, პოზიტიური და ოჯახური გარემო“ - ია მეფარიშვილი, ტობანიერის საჯარო სკოლის დირექტორი
07-02-2022
-
+


რა ახარებს როგორც დირექტორს? რა არის დღევანდელობაში საჭირო? და მისი აზრით, რა არის ის უმთავრესი, რაც მოსწავლეს უნდა ვასწავლოთ? - ამ და სხვა საინტერესო ბლიც-კითხვებს etaloni.ge-ს ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ ტობანიერის საჯარო სკოლის დირექტორი ია მეფარიშვილი პასუხობს. 

- უმთავრესი რასაც მოსწავლეს ვასწავლით . . .
- არის ის ზოგადსაკაცობრიო ღირებულებები, რომლებიც მათ სამომავლოდ ღირსეულ მამულიშვილებად ჩამოყალიბებაში დაეხმარებათ.

- ვფიქრობ, იდეალური მოსწავლე. . .
- კარგად აცნობიერებს თავის უფლება-მოვალეობებს, არის მიზანდასახული და მუდმივად ზრუნავს გონებრივ განვითარებაზე.

- ვცდილობ სკოლაში შევქმნა. . .
- ჩემი გუნდის დახმარებით ვცდილობ სკოლაში შევქმნა: თბილი, პოზიტიური და ოჯახური გარემო. ყოველთვის ვითვალისწინებთ თითოეული მოსწავლის სურვილებს, ინტერესებსა და შესაძლებლობებს.

- როგორც დირექტორს, მახარებს რომ. . .
- უკვე მესამე წელია ჩვენს სკოლაში აქტიურად ინერგება, ახალი ეროვნული სასწავლო გეგმა. სწორედ ამ მიზნით ხშირად ვატარებთ ღია გაკვეთილებს, რომლებსაც ჩემთან ერთად ესწრება: შესაბამისი საგნობრივი კათედრის წევრები, სასწავლო ნაწილი და „ახალი სკოლის მოდელის“ საგნობრივი ექსპერტები. ასეთი მუშაობა მეხმარება მუდმივად ვაკონტროლო სკოლაში სწავლების ხარისხი.

- კოლეგებისგან ხშირად მესმის. . . 
- თუ როგორი რთულია პანდემიის მიერ შექმნილი სიძნელეების მართვა, ისე რომ სასწავლო პროცესს ხელი არ შეეშალოს და იყოს სრულყოფილი.

- იმედი მაქვს, რომ . . .
ძალიან დიდი იმედი მაქვს რომ პანდემია მალე დასრულდება და შევძლებთ დავბრუნდეთ - ჯანსაღ, სრულყოფილ და ნორმალურ სასწავლო გარემოში.


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

წმინდა ცეცხლს იერუსალიმიდან საქართველოში 23:40 საათისთვის ჩამოიტანენ 

რომელ დღეებში არ გადაიხდით თანხას მგზავრობაში - სააღდგომოდ ტრანსპორტი თბილისში გახანგრძლივებული დროით იმუშავებს

გაწვიმდება თუ არა აღდგომას - პროგნოზი რეგიონების მიხედვით 

პიროვნება

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი

„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი

სკოლები

აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.

 ჯურუყვეთის N1 საჯარო სკოლაში მუსიკალურ-ლიტერატურული საღამო გაიმართა 

„წარმატებებს ვუსურვებთ მომავალშიც ჩვენს სასახელო სპორტსმენს“

ბოდბის საჯარო სკოლის მე-2 კლასის მოსწავლეებმა „საარსებო გარემოს მოდელი“ შექმნეს 

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება