სიახლეები
სიახლეები

„შეკითხვები არ შეიძლება გახდეს მასწავლებლის „დადანაშაულების“ საფუძველი“ - ექსპერტი
09-02-2022
-
+


რა შეკითხვები შეიძლება დავუსვათ მასწავლებელს ხარისხიანი განმავითარებელი შეფასების ხელშესაწყობად? -  ზოგადი განათლების რეფორმის ფარგლებში განათლების სამინისტრო მშობლებისა და მასწავლებლებისთვის საინტერესო კითხვებს პასუხობს.

უპირველეს ყოვლისა უნდა აღინიშნოს, რომ მოსწავლის სასწავლო პროცესში ჩართულობა არის ის საკითხი, რომლის შესახებაც მშობელსა და მასწავლებელს ყველაზე მეტად მართებს დიალოგი:

  • რა არის იმის მიზეზი, რომ მოსწავლე არ ამჟღავნებს ინტერესს კონკრეტული საგნის, ან საგნობრივი საკითხის მიმართ?
  • რატომ უჭირს მოსწავლეს კონკრეტული საგნობრივი საკითხის შინაარსის გაგება; მისი საკუთარ გამოცდილებასთან დაკავშირება?
  • რატომ ვერ ხედავს მოსწავლე შესასწავლი საკითხის აქტუალობას?
  • რატომ ვერ ახერხებს მოსწავლე კონკრეტული დავალების შესრულებას? რატომ ვერ იყენებს დავალებას საკუთარი თავის კარგად წარმოსაჩენად?
  • როგორ (რა ხერხებით) შეიძლება სასწავლო პროცესში წარმოქმნილი სირთულეების გადალახვაში მოსწავლის დახმარება, მისი სასწავლო მასალით დაინტერესება?
ეს არის შეკითხვები, რომლებზე მსჯელობაც შესაძლოა მოსწავლის სასწავლო პროცესში ჩართვისა და მისი მოსწრების გაუმჯობესების საფუძველი გახდეს. სწორად დამულ შეკითხვებს, როგორც წესი, გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს პროცესების სწორი მიმართულებით განსავითარებლად.

აღსანიშნავია, ორი გარემოება:

1) ამ შეკითხვებზე მსჯელობისას არ შეიძლება რაიმე აიხსნას ისეთი კატეგორიით, როგორიცაა „მოსწავლის სიზარმაცე“. სიზარმაცე შედეგია (და არა მიზეზი) იმისა, რომ მოსწავლე სათანადოდ ვერ გაერკვა იმაში, თუ რა მოლოდინები აქვთ მისგან; როგორ შეასრულოს მის წინაშე დასმული ამოცანები;

ბ) ზემოჩამოთვლილი შეკითხვები არ შეიძლება გახდეს მასწავლებლის „დადანაშაულების“ საფუძველი. მოსწავლის სასწავლო პროცესში ჩართულობასთან დაკავშირებული სირთულეები ტიპურია სკოლისთვის. კარგი პედაგოგიკაა არა მსგავსი პრობლემების „გამორიცხვა“, არამედ მათი დროულად აღმოჩენა და განმავითარებელი შეფასების წყალობით მათი გადაჭრა.

ამ კუთხით მშობლისა და მასწავლებლის დიალოგი დადებითად აისახება მოსწავლის პიროვნულ განვითარებაზე. სწორად ამ ტიპის თანამშრომლობის ხელშეწყობას ისახავს მიზნად ზოგადი განათლების რეფორმა (მშობელების ჩართულობის მიმართულებით).

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

2024 წლის პროფესიული განათლების მასწავლებლის ვინაობა ცნობილია - პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდოს გამარჯვებულები გამოვლინდნენ

 პროექტი მარტის ბოლოდან ყველა საჯარო სკოლას შეეხება - დეტალები

ანაზღაურება 2336 ლარია - მანდატურის სამსახური ფისქოლოგების შერჩევას იწყებს 

სკოლის დირექტორებთან მასწავლებლის სახლმა შეხვედრა ჩაატარა

სკოლების შერჩევის 5 კრიტერიუმი ცნობილია - განაცხადის წარდგენის ვადა იწურება

პიროვნება

„მოსწავლეების ნათქვამი - „თქვენთან გავიგე მათემატიკა“ ეს ყველაფერს ნიშნავს ჩემთვის“

სკოლები

„STEM პროექტები მოზარდს ასწავლის ტექნოლოგიებს, შესძენს კრიტიკული აზროვნების უნარებს“

ღონისძიების მთავარი თემა იყო საქართველოს ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის შესწავლა

კიდევ ერთი ლამაზი და სამახსოვრო დღე შეემატა მოსწავლეთა მოგონებათა ყულაბას

სკოლაში სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხზე მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა

მათ შექმნეს კედლის გაზეთი, წარმოადგინეს საკუთარი ნააზრევი დედასთან დაკავშირებით

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება
Loading...