სიახლეები
პიროვნება

„უმთავრესი, რასაც მოსწავლეს ვასწავლით არის საკუთარი თავისა და საზოგადოების პატივისცემა“- ნესტან სიხარულიძე, ქუთაისის N23 საჯარო სკოლის დირექტორი
08-02-2022
-
+


როგორი უნდა იყოს იდეალური მოსწავლე? რა არის უმთავრესი, რასაც მოსწავლეს ასწავლიან? რა ახარებს, როგორც დირექტორს? - ამ და სხვა საკითხებზე Etaloni.ge-ს ქუთაისის N23 საჯარო სკოლის დირექტორი ნესტან სიხარულიძე პასუხობს.

- უმთავრესი, რასაც მოსწავლეს ვასწავლით...

- არის საკუთარი თავისა და საზოგადოების პატივისცემა. ეს პირველი ნაბიჯია პიროვნებად ჩამოყალიბების გზაზე. ჩვენი უმთავრესი მიზანიც სწორედ ეს გახლავთ-აღვზარდოთ ღირსეული პიროვნება-საზოგადოების წევრი, მოქალაქე, რომელსაც გაცნობიერებული აქვს საკუთარი უფლებები და მოვალეობები. მოსწავლემ, შეიძლება, რომელიმე საგანი საფუძვლიანად ვერ შეისწავლოს, მაგრამ ღირსების პატივისცემა, ღირსეული ქმედება ბავშვობიდანვე უნდა შეითვისოს. ამ მიზნის განხორციელებას სჭირდება სწორი კომუნიკაცია, მშობლებთან თანამშრომლობითი ურთიერთობა, წარმატებული გამოცდილების გაზიარება და კიდევ ბევრი რამ, რაც ხელს შეუწყობს მოზარდის სრულფასოვან მოქალაქედ ჩამოყალიბებას.

- ვფიქრობ, იდეალური მოსწავლე...

- როგორია იდეალური მოსწავლე?-ამ კითხვაზე ყოველთვის ბევრს ვფიქრობ და საბოლოო სახით ჩამოყალიბებული პასუხი არა მაქვს. არც არის თვითმიზანი იდეალური, უნაკლო, უშეცდომო  მოსწავლის აღზრდა. ბავშვმა უნდა იცოდეს, რომ შეცდომის დაშვების უფლება აქვს, თუმცა, უნდა ისწავლოს შეცდომის გაანალიზება-შეფასება, პროგრესისთვის გამოყენება, რომ შემდგომში იგივე შეცდომა არ დაუშვას და ერთი ადგილი არ ტკეპნოს არც ცხოვრებაში და არც სკოლაში.  ისე, კარგი ის მოსწავლეა, რომელიც ბეჯითობს, სირთულეებს არ გაურბის, მეგობრის თანადგომა შეუძლია, გუნდური მოთამაშე, სიახლეების გამზიარებელი და ობიექტური შემფასებელია. და კიდევ ბევრი რამ, რასაც სრულად ვერ ჩამოვთვლი და ვერც ეს ფორმატი დაიტევს.

- ვცდილობ, სკოლაში შევქმნა...

- მეგობრული, ურთიერთპატივისცემასა და ნდობაზე დამყარებული გარემო. სკოლის საზოგადოების ყველა წევრს უნდა სჯეროდეს, რომ აქ  მეგობრები ჰყავს, რომ სკოლის საზოგადოების თითოეული წევრი მნიშვნელოვანია. ყოველი დღე საინტერესო უნდა იყოს, ვინაიდან, რუტინა მოსაწყენია. საინტერესო გარემოს საინტერესო ადამიანები ქმნიან. მოსწავლეებმა იციან, რომ აქ მათი წვლილი მნიშვნელოვანია და ფორმალური განათლების გვერდით  საკმაო დროს უთმობენ არაფორმალურ განათლებას. აქტიურად არიან ჩართულნი წრეობრივ, საკლუბო მუშაობაში. თუ სკოლაში საკუთარ თავს და ადგილს იპოვი, არც საზოგადოებაში ინტეგრაცია გაგიჭირდება.

- როგორც დირექტორს, მახარებს, რომ...

- სკოლაში ჯანსაღი გარემო გვაქვს. პედაგოგიური გუნდი წარმატებაზეა ორიენტირებული. ვნერგავთ თანამედროვე მიდგომებს, რათა სასწავლო პროცესი უფრო მოქნილი და საინტერესო გახდეს. ფორმალური და არაფორმალური განათლება ორგანულად  ავსებს ერთმანეთს. სულ უფრო მეტი მოსწავლე ებმება სხვადასხვა პროექტში, ოლიმპიადასა და კონკურსში და გამარჯვებაც არ აყოვნებს. რა თქმა უნდა, სირთულეებიც გვაქვს, მაგრამ მათზე თვალს არ ხუჭავთ, ერთად ვეძებთ გამოსავალს, ვსახავთ სამომავლო გზებს, ვსწავლობთ კონფლიქტების მართვას.

- კოლეგებისგან ხშირად მესმის...

- რაღად გვინდა ამდენი სიახლე, ვინ რაღა უნდა გვასწავლოს, - მაგრამ, როგორც კი ახალი პროექტის დაგეგმვასა და განხორციელებას ვიწყებთ, აღმოჩნდება, რომ ძალიან მნიშვნელოვანი და საჭიროა სასწავლო პროცესის  გასაახლებლად, გასახალისებლად, ახლებურად გასააზრებლად და საბოლოოდ, კიდევ ერთხელ, მივდივართ იმ დასკვნამდე, რომ სასწავლო პროცესი მუდამ ცვალებადი, ცოცხალი ორგანიზმია და გუშინდელი დღე ვეღარ პასუხობს სახვალიო გამოწვევებს.

- დღევანდელობაში საჭიროა...

- დღესდღეობით აუცილებელია თანამშრომლობითი კულტურის გაღრმავება სკოლაში. მასწავლებელი- გამზიარებელი დიდი ქონებაა სასკოლო საზოგადოებისათვის. ერთი ძლიერი და წარმატებული, მაგრამ საკუთარ ნაჭუჭში ჩაკეტილი პედაგოგი ბევრს ვერაფერს შექმნის, მაშინ, როცა გამზიარებელი მთელ გუნდს წაუძღვება და სიახლის დანერგვით სასწავლო პროცესს გააჯანსაღებს. აქვე უნდა აღინიშნოს თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვა და მათი მიზნობრივად გამოყენება სასწავლო პროცესში. 21-ე საუკუნის ადამიანი ამის გარეშე ვერ გახდება რეალიზებული. სამომავლო პროფესიების ათვისების ჩანასახი სწორედ სკოლაში უნდა გაღვივდეს, რომ  მომავალ თაობას არ გაუჭირდეს სიახლეებისათვის ფეხის აწყობა.

- იმედი მაქვს, რომ...

- სკოლის ხვალინდელი დღე ბევრად უკეთესი იქნება. მიმაჩნია, რომ სწორად დაგეგმილი და შედეგზე ორიენტირებული სასკოლო ცხოვრება განაპირობებს ისეთი მომავალი თაობის აღზრდას, რომელიც არა მხოლოდ არსებული სიკეთის მომხმარებელი იქნება, არამედ- სიახლის მაძიებელიც, სულიერი და ინტელექტუალური ღირებულებების შემქმნელიც.

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

მნიშვნელოვან იინფორმაცია მასწავლებელისა და სპეციალური მასწავლებლის გამოცდაზე გასვლის მსურველებისთვის

ფსიქოლოგები გვთავაზობენ რამდენიმე რჩევას, რომელიც ბავშვებს დაეხმარება იმპულსების კონტროლში

როგორ უნდა მოიქცეთ თუ სსსმ ბავშვი პირველ კლასში უნდა შეიყვანოთ - დეტალური ინფორმაცია 

პიროვნება

„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

სკოლები
სამხედრო მოსამსახურეებმა მოსწავლეებს მიაწოდეს ინფორმაცია წვევამდელთა ეროვნული და პროფესიული სამხედრო სამსაურის შესახებ

ბავშვები ღონისძიებისთვის განსაკუთრებულად ემზადებოდნენ

ბავშვებისთვის აღნიშნულ აქტივობაში მონაწილეობა არა მხოლოდ ემოციური, არამედ ძალზე საინტერესო გახლდათ

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება