სიახლეები
პიროვნება

„მოსწავლეს ვასწავლით დემოკრატიული ფასეულობების მხარდაჭერას“ - მარინა ისკაკოვა, ქუთაისის N33 საჯარო სკოლის დირექტორი
08-02-2022
-
+


დღევანდელობაში საჭიროა, მშობლების მეტი ჩართულობა სასწავლო პროცესში, მხარდაჭერა მათი შვილებისათვის. გაწეული სამუშაოს ანალიზი და მისი შედეგების გათვალისწინება მომავალ საქმიანობაში - ამბობს ქუთაისის N33 საჯარო სკოლის დირექტორი მარინა ისკაკოვა და etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს საინტერესოდ პასუხობს. 

- უმთავრესი, რასაც მოსწავლეს ვასწავლით. . .
- დემოკრატიული ფასეულობების მხარდაჭერას, ვცდილობთ ჩამოვუყალიბოთ ეროვნული და ზოგადსაკაცობრიო ღირებულებები. აღვჭურვოთ ზოგადი განათლების მაღალი ხარისხით. ვასწავლით ცხოვრების ჯანსაღი წესების დაცვას და გამოყენებას, ვქმნით ყველა საჭირო პირობას პრინციპული და დამოუკიდებელი პიროვნებების ჩამოყალიბებისათვის.

- ვფიქრობ, იდეალური მოსწავლე . . .
- ავლენს თავის ინტერესებს, შესაძლებლობებს, მიდრეკილებებს, ზუსტად და დროულად განსაზღვრავს საჭიროებებს მომავალი განვითარების გზაზე.

- ვცდილობ სკოლაში შევქმნა . . .
- მასტიმულირებელი და უსაფრთხო სასწავლო გარემო. ამიტომ 2021-2022 სასწავლო წელს დიდი ყურადღება მიექცევა მრავალფეროვანი შემაჯამებელი სამუშაოების სტრუქტურას, შედეგების ანალიზს, შეფასების ვალიდობას და ობიექტურობას, განმავითარებელი უკუკავშირის მიცემის მექანიზმს და შედეგების ანალიზს; 
თემთან კონსტრუქციული თანამშრომლობისათვის გააქტიურდება თითოეული კლასის მოსწავლეების, მასწავლებლებისა და მშობლების ჩართულობა სოციალური ქსელის მეშვეობით, დაინერგება მშობელთა კლუბი, მშობლის უკუკავშირების ბარათები.

- როგორც დირექტორს, მახარებს, რომ . . .
- სკოლის კონტიგენტი იზრდება, სკოლის გარე საზოგადოებრივი შეფასებები ხშირდება და ჩვენთვის საამაყოა.
პერიფერიული სკოლიდან გავხდით 2020 წლის საქართველოს „სკოლის ლიდერობის კონკურსის“ საუკეთესო ათეულის წევრები. სხვადასხვა ორგანიზაციები დიდი სურვილით ნერგავენ ჩვენს სკოლაში საპილოტე
პროგრამებს. მიხარია, რომ სკოლა ინარჩუნებს „ციფრული სკოლის“ სტატუსს, რომელიც მიენიჭა Microsoft-ის მიერ კიდევ 2018 წელს. მეამაყება, რომ შევძელი შემექმნა თანამოაზრეთა გუნდი, რომელიც ყოველთვის მხარს მიჭერს ინოვაციური რეფორმების დანერგვისას.

- კოლეგებისგან ხშირად მესმის . . .
- „ამას ქალაქის არც ერთ სკოლაში არ აკეთებენ ჯერ, ჩვენ რატომ უნდა ვიყოთ ყველაფერში პირველები?“

- დღევანდელობაში საჭიროა . . .
- მშობლების მეტი ჩართულობა სასწავლო პროცესში, მხარდაჭერა მათი შვილებისათვის; გაწეული სამუშაოს ანალიზი და მისი შედეგების გათვალისწინება მომავალ საქმიანობაში.

- იმედი მაქვს, რომ . . .
- სკოლაში მიღებული უნარ-ჩვევები ჩვენი სკოლის კურსდამთავრებულებს რეალურ ცხოვრებაში გამოადგებათ. იმედი მაქვს, რომ პედაგოგები მეტად მოტივირებულები იქნებიან ინოვაციების დანერგვის მხრივ.


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

წმინდა ცეცხლს იერუსალიმიდან საქართველოში 23:40 საათისთვის ჩამოიტანენ 

რომელ დღეებში არ გადაიხდით თანხას მგზავრობაში - სააღდგომოდ ტრანსპორტი თბილისში გახანგრძლივებული დროით იმუშავებს

გაწვიმდება თუ არა აღდგომას - პროგნოზი რეგიონების მიხედვით 

პიროვნება

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი

„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი

სკოლები

აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.

 ჯურუყვეთის N1 საჯარო სკოლაში მუსიკალურ-ლიტერატურული საღამო გაიმართა 

„წარმატებებს ვუსურვებთ მომავალშიც ჩვენს სასახელო სპორტსმენს“

ბოდბის საჯარო სკოლის მე-2 კლასის მოსწავლეებმა „საარსებო გარემოს მოდელი“ შექმნეს 

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება