სიახლეები
პიროვნება, ინტერვიუ

„საჯარო სკოლის მასწავლებლობა იმდენად პოპულარული გახდა, რომ მსურველები კერძო სკოლებიდან მოდიან“- გიორგი კაკაბაძე თბილისის N24 საჯარო სკოლის დირექტორი
10-02-2022
-
+


გიორგი კაკაბაძეს, რომელიც თბილისის N24 საჯარო სკოლის დირექტორის პოსტს უკვე 9 წელია იკავებს, ხელმძღვანელობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. სწორედ, ის დაგროვილი მნიშვნელოვანი ცოდნა და პიროვნული უნარ-ჩვევები განაპირობებს, რომ დღეს თბილისის N24 საჯარო სკოლა ერთ-ერთი ყველაზე მოწინავეა.

გიორგი კაკაბაძემ თბილისის საჯარო სკოლის კარი დირექტორის რანგში 2013 წელს შეაღო და მას შემდეგ, სასკოლო საზოგადოებისთვის არამხოლოდ ხელმძღვანელი, არამედ დიდი მეგობარიც არის; როგორც თავად ამბობს, თუ მოსწავლეებთან, პედაგოგებთან და მშობლებთან მეგობრული ურთიერთობა და სწორი კომუნიკაციაა, მაშინ დირექტორობა არც ისეთი რთულია... და მაინც, წარმატების გასაღები მისი აზრით საქმისადმი და ბავშვებისადმი უდიდეს სიყვარულშია. თვლის, რომ თითოეული თანამშრომლის წარმატება თავად სკოლის წარმატებაა და ამასთანავე, კადრების შესანარჩუნებლად თავდაუზოგავად შრომობს. 

გიორგი კაკაბაძემ etaloni.ge-სთან ინტერვიუში სკოლაში მიმდინარე აქტუალურ საკითხებზე, კოვიდპანდემიის მართვისა და კიდევ სხვა საინტერესო თემებზე დეტალურად ისაუბრა.

- დირექტორების კონკურსში პირველად მონაწილეობა 2007 წელს მივიღე, 2013 წლიდან კი თბილისის N24 საჯარო სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლად დავინიშე. ამ სკოლასთან უკვე ცხრა წელი მაკავშირებს. წარმატებული დირექტორობის საიდუმლო საკმაოდ კომპლექსური საკითხია. დირექტორს იმდენად ბევრი ფუნქცია აქვს, რომ ყველაფრის ერთ წერტილში მოქცევა საკმაოდ რთულია.. მიმაჩნია, რომ დირექტორი იმ საკითხებში უნდა იყოს ლიდერი, რასაც სასკოლო გარემოს შექმნა და მისი უზრუნველყოფა ჰქვია. სწორი და მჭიდრო კომუნიკაციის მეშვეობით, დირექტორმა სასკოლო საზოგადოებას ბევრ საკითხში უნდა გაუწიოს ორგანიზება - ჩამოაყალიბოს დიალოგი, მათთან ერთად იმსჯელოს კონკრეტულ, გრძელვადიან პერსპექტივებზე და თითოეული მათგანი სტრატეგიების შემუშავებაში ჩართოს. პირველ რიგში კი მაინც მგონია, რომ ადამიანს ეს საქმე უნდა უყვარდეს, არამხოლოდ გონებით, არამედ გულით... ადამიანი მუდამ მაღალ მიზნებზე უნდა იყოს ორიენტირებული. ბავშვებთან ურთიერთობა მარტივი არ არის, მოსწავლე აქ 6 წლის შემოდის და სკოლის კედლებს 18 წლის ტოვებს, ანუ ადამიანად აქ ყალიბდება და გარდატეხის ასაკს გადის. სიყვარულის გარეშე ამ საქმეს ხელს ვერ მოკიდებ და ვერც დიდხანს გაჩერდები; თუმცა, არც მხოლოდ სიყვარულია - უნდა ერკვეოდე კომპეტენციებში - სამართლებრივ, სააღმზრდელო და ფსიქოლოგიურ საკითხებში. არ ვიცი ეს კომპეტენციები მაქვს თუ არა სრულად, მაგრამ ვცდილობ არაფერი გამომრჩეს და სიახლეებთან თუ სასკოლო საზოგადოებასთან მუდამ მჭიდრო კავშირში ვიყო. თუ ეს ყველაფერი გაქვს, მაშინ განვითარება - კონფლიქტების გარეშე, მშვიდ და მეგობრულ გარემოში სავსებით შესაძლებელია.

- II სასწავლო სემესტრი უკვე დაიწყო. თქვენ როგორ განაახლეთ სწავლა? კოვიდსტატისტიკის გაზრდილ ფონზე მშობლებში რა განწყობაა?

-  სწავლა ჰიბრიდული ფორმატით განახლდა, თუმცა სავარაუდოდ, ონლაინ ფორმატით გავაგრძელებთ. მოსწავლეების ¾ თავისი სურვილით დისტანციურ ფორმატზე უკვე ისედაც იყო გადასული. ამ ეტაპზე მოსწავლეებში და პედაგოგებშიც დაფიქსირდა ვირუსული შემთხვევები და უსაფრთხოებიდან გამომდინარე მივიღეთ ეს გადაწყვეტილება. მიუხედავად იმისა, რომ სკოლაში ყველა საჭირო რეგულაციას თუ რეკომენდაციას მაქსიმალურად ვიცავთ მშობლები ფრთხილობენ, ამიტომაც ბავშვების ზემოთ ნახსენები რაოდენობა ისედაც ონლაინ სწავლობდა. მშობლები მზარდი სტატისტიკის ფონზე ცოტა დაფრთხნენ...

- ახსენეთ, რომ 8 დღით სწავლების ონლაინ ფორმატზე გადადიხართ. როგორ აფასებთ სკოლებისთვის იზოლაციის ვადის შემცირებას? თქვენ, როგორც დირექტორს, რა გასწავლათ პანდემიამ?

- ომიკრონის დაინფიცირებიდან მე-3 და მე-4 დღე არის პიკი, ხოლო მე-8 დღეს ადამიანი კარგად გრძნობს თავს და გადამდებიც აღარაა; აქედან გამომდინარე, ვთვლი რომ იზოლაციისთვის 8 დღე სრულიად საკმარისია. მინდა აღვნიშნო, რომ მე-7, მე-8 დღეს სიტუაციას კვლავ ვამოწმებთ ხოლმე, რამდენად საფრთხის შემცველი ან უსაფრთხოა სწავლის გაგრძელება და სამინისტროსთან შეთანხმებით წყდება სწავლების ფორმატი. ჩვენ ეპიდემიოლოგებს და დარგის სპეციალისტებს ვუსმენთ და მათ რჩევებს მაქსიმალურად ვითვალისწინებთ.

კოვიდპანდემიამ 3 ძირითადი რამ გვასწავლა და დაგვანახა.. პირველი ის, რომ სასწავლო პროცესის ხარისხის შესანარჩუნებლად ბავშვებთან კომუნიკაციის ხარისხი უნდა იყოს კარგი. თუ ეს ასე იქნება, მაშინ სასწავლო პროცესს ვერანაირი ონლაინ თუ პირისპირი სწავლების რეჟიმი გააფუჭებს. მე-2 რაც პანდემიამ დაამტკიცა არის, ის, რომ თუ პედაგოგს სკოლა თავის სახლად მიაჩნია და მოტივირებულია მაშინ სასწავლო პროცესი მეტად ხარისხიანია; პედაგოგს უნდა სჯეროდეს რომ სასკოლო პროცესებში მის აქტიურ ჩართულობას დიდი მნიშვნელობა აქვს და ასევე, ყველაზე მთავარი რაც გვასწავლა, არის რომ მშობლების ჩართულობა ძალიან მნიშვნელოვანია.

- ონლაინ სწავლებას თავის დროზე ბევრი იწონებდა, თუმცა ახლა დამოკიდებულება შეიცვალა - აღმოჩდა, რომ „საგანმანათლებლო ჰაბი“ ვერ გავხდით..

-  ყველაფერს აქვს თავისი დადებითი და უარყოფითი მხარეები; თუ ბავშვი სწავლისადმი მოტივირებულია, მაშინ ონლაინ სწავლება კლასში ყოფნისგან განსხვავებით საშუალებას აძლევს ყურადღება არ გაეფანტოს და უფრო მობილიზებული იყოს. გარდა ამისა, ონლაინ სწავლების დროს პედაგოგს საშუალება აქვს მოსწავლეებს თვალსაჩინოებისთვის, თუნდაც ვიდეო ფაილების მეშვეობით მეტი სასწავლო რესურსი მიაწოდოს. მინუსი კი ის გახლავთ, რომ დისტანციური სწავლებისას ბავშვები სოციალიზაციას ვერ ახდენენ.

- სკოლის ადმინისტრაციას და პედაგოგებს ხელფასები გაეზარდათ, როგორ ფიქრობთ ეს ზრდა საკმარისია?

- ანაზღაურების ზრდასთან დაკავშირებით დამოკიდებულება საკმარისია თუ არა არასწორად მიმაჩნია, რადგან ხელფასი საკმარისი ვერასდროს იქნება.. განათლების დაფინანსება მთლიანად ქვეყნის ეკონომიკურ ზრდაზეა მიბმული, ამდენად როგორც ეკონომიკური მდგომარეობა გაიზრდება, შესაბამისად დაფინანსებაც გაიზრდება. რამდენად დაეწევა ეს ინფლაციას და ცხოვრების დონეს ეს უკვე სხვა საკითხია.. მეორეს მხრივ, ის რომ სტატუსის შესაბამისად პედაგოგებს ხელფასები ეზრდებათ ეს კარგია. საჯარო სკოლის მასწავლებლობა უკვე იმდენად პოპულარული გახდა, რომ გამოცხადებულ ვაკანსიებზე კერძო სკოლებიდან მოდიან მსურველები. საჯარო სკოლის პედაგოგობა უკვე პერსპექტიულია და ასევე, აქ მუშაობა მეტად უსაფრთხოა გამომდინარე იქიდან, რომ მასწავლებელს მეორე წელს მუშაობის მუდმივი ხელშეკრულება აქვს, რაც სამუშაო ადგილის გარანტიას იძლევა. 2007 წლიდან სკოლაში ვარ და სკოლაში მასწავლებლობა, უკეთესია ვიდრე ვთქვათ 11-12 წლის წინ იყო. ქვეყნის უკეთესობას განათლების ხარისხი განსაზღვრავს და აქედან გამომდინარე, რაც მეტად იქნება მასწავლებელი უზრუნველყოფილი მით უკეთესია. ადმინისტრაციას რაც შეეხება, კარგია რომ ხელფასები მათაც გაეზარდათ და ეს ტენდენცია არსებობს. ჩემი სკოლის მაგალითზე შემიძლია ვთქვა რომ ყველაზე დიდი %-ით დამლაგებლებსა და დარაჯებს გავუზარდეთ ხელფასები, თუმცა ეს საკმარისი არ არის. თავისუფალ შრომის ბაზარზე ჩვენი ანაზღაურება კონკურენციას ვთქვათ რესტორნის ან ოფისის დამლაგებლის ხელფასს ვერ უწევს. აქ ადამიანმა მთელი დღის განმავლობაში უნდა იმუშაოს, იქ გარკვეული საათებია გაწერილი და ანაზღაურებაც მეტია, ამიტომ სხვაგან დასაქმებას ამჯობინებენ; თუმცა სკოლაში მუშაობა მეტად გარანტირებულია იმ მხრივ, რომ თანამშრომლებს მუდმივ ხელშეკრულებაზე ვიყვანთ. როდესაც ბიუჯეტი გვაძლევს საშუალებას დანამატს ვაძლევთ, რომ ადამიანები შევინარჩუნოთ; ამ ხელფასით, რომ ადამიანმა საკუთარი თავი და ოჯახი არჩინოს სამწუხაროდ ჯერ არ არის...

- ბატონო გიორგი, პრაქტიკოსი მასწავლებლები თუ გყავთ სკოლაში? აპირებენ გამოცდებზე კვლავ გასვლას?

- სკოლაში ამ ეტაპზე მხოლოდ ერთი - სპორტის მასწავლებელია პრაქტიკოსი, რომელსაც აქვს საშუალება ზაფხულში ჩააბაროს გამოცდა და სკოლაში დარჩეს. 89 პედაგოგიდან სამი გვყავს წამყვანი, დანარჩენი კი უფროსი სტატუსის მქონენი არიან. რამოდენიმე პედაგოგთან მქონდა საუბარი და სურთ კომპეტენციის ამაღლება. ძალიან მახარებს ის ფაქტი, რომ ჩემი პედაგოგები წინსვლისკენ არიან ორიენტირებულები და ყველანაირად ხელს შევუწყობ დასახული მიზნის განცხორციელებაში. რაც მეტი მენტორი იქნება სკოლაში მით უკეთესია, რადგან მხოლოდ ხელფასი არ ემატებათ, მათ მოვალეობაში ასევე წერია, რომ კოლეგების განვითარება დაგეგმონ და განახორციელონ, რაც ნიშნავს რომ თითოეული მათგანი სკოლის განვითარებისათვის ძალიან მნიშვნელოვანია.

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

როგორია ხალი წელი ხელოვნების გაკვეთილზე? - დღეს მოგიყვებით კრეატიულობისა და მხიარულების სინთეზზე... 

ანაზღაურება 2640 ლარია და საკვალიფიკაციო მოთხოვნები ცნობილია - ვაკანსიაზე განაცხადის გაგზავნისთვის ბოლო ვადა დღეს არის

საქართველოში მოსწავლეთა 11.3%, ელექტრონულ სიგარეტს, 11.6% კი თამბაქოს მოიხმარს - დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი

განათლებული მასწავლებელი ინვესტიციაა განათლებულ მომავალში

რა ცვლილებები შეეხება ადგილობრივ სკოლამდელ დაწესებულებებს ცნობილია

პიროვნება

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან ტოლერანტები, ზრდილობიანები და გულკეთილები“

სკოლები

როგორც სკოლაში გვითხრეს, პროექტი ტრადიციად იქვევა 

16 დეკემბერს კი, მე-8 კლასის მოსწავლეებმა ინგლისური ენის მასწავლებლის სოფიო ალფაიძის ორგანიზებით ჩაატარეს ინგლისურენოვანი ღონისძიება 

მოსწავლეებმა თავიანთი ნიჭიერების წყალობით, სასკოლო საზოგადოების მოწონება დაიმსახურეს

ეს დღე კი, მოსწავლეებისთვის დაუვიწყარ მოგონებად იქცა

საინტერესო

როგორია ხალი წელი ხელოვნების გაკვეთილზე? - დღეს მოგიყვებით კრეატიულობისა და მხიარულების სინთეზზე... 

დღეს, განვიხილავთ იდეებს, რომლებიც მოსწავლეებს სიამოვნებას მიანიჭებს და ბუნებასაც დაიცავს 

ჰიმნის შექმნა არა მხოლოდ მუსიკალური პროექტი, არამედ მთელი სკოლის გაერთიანების შესაძლებლობაა -   ის გვახსენებს, ვინ ვართ, რა გვაერთიანებს და რას ვზეიმობა

ბოლო ერთი კვირის აქტივობები მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ მოსწავლეებმა განიცადონ საერთო საახალწლო სიხარული... 

სიახლეები
საზოგადოება