სიახლეები
პიროვნება

„მახარებს რომ, სკოლას ჰყავს მრავალი წარმატებული მოსწავლე და კრეატიული მასწავლებელი“- ირმა ომანაძე, თბილისის N166 სკოლის დირექტორი
09-02-2022
-
+


„ვცდილობ, სკოლაში შევქმნა კეთილგანწყობილი, მეგობრული, თანამშრომლობითი გარემო, სადაც ყველას აქვს გააზრებული საკუთარი მოვალეობა და პასუხისმგებლობა“- ამბობს თბილისის N166 საჯარო სკოლის დირექტორი ირმა ომანაძე და etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს საინტერესოდ პასუხობს. 

- უმთავრესი, რასაც მოსწავლეს ვასწავლით. . .
- სწავლის სწავლა, შეძენილი ცოდნის პრაქტიკული (ყოფა-ცხოვრება) გამოყენება.

- ვფიქრობ, იდეალური მოსწავლე. . .
- მოსწავლე, რომელიც ინტერესთა სფეროების გათვალისწინებით გეგმავს თავის მომავალს და დამოუკიდებლად იძენს ცოდნას მასწავლებელთა ფასილიტაციის გზით.

- ვცდილობ სკოლაში შევქმნა. . .
- კეთილგანწყობილი, მეგობრული, თანამშრომლობითი გარემო (მოსწავლე, მშობელი, მასწავლებელი), სადაც ყველას აქვს გააზრებული საკუთარი მოვალეობა და პასუხისმგებლობა.

- როგორც დირექტორს, მახარებს რომ. . .
- სკოლას ჰყავს მრავალი წარმატებული მოსწავლე და კრეატიული მასწავლებელი. ასევე, მათ (მოსწავლე-მასწავლებელი) მიერ მოწოდებული საინტერესო იდეები და ერთობლივად განხორციელებული აქტივობები, რომლებიც ცოდნის შეძენასთან ერთად ორიენტირებულია სამოქალაქო ცნობიერების ამაღლებაზე.

- კოლეგებისგან ხშირად მესმის. . .
- რომ, ქვეყანაში შექმნილი ეპიდ​სიტუაციიდან გამომდინარე წარმოიქმნა ემოციების გულწრფელი გამოხატვის დეფიციტი - „ემოციური შიმშილი“, არაფორმალურ გარემოში ურთიერთთანამშრომლობის დეფიციტი, რაც ყველაზე ცუდად ისახება მოზარდ თაობაზე.

- დღევანდელობაში საჭიროა. . .
- შეგეძლოს სწორად შეაფასო სიტუაცია და სწრაფად მოახდინო ადაპტირება.

- იმედი მაქვს, რომ. . .
- Covid-19 მალე დაგვტოვებს და დავუბრუნდებით ცხოვრების ჩვეულ რიტმს - ეს ხუმრობით. ყველაფერი ძალიან კარგად იქნება, რადგან გაცილებით ჭკვიანი, მიზანდასახული თაობა მოდის.


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

წმინდა ცეცხლს იერუსალიმიდან საქართველოში 23:40 საათისთვის ჩამოიტანენ 

რომელ დღეებში არ გადაიხდით თანხას მგზავრობაში - სააღდგომოდ ტრანსპორტი თბილისში გახანგრძლივებული დროით იმუშავებს

გაწვიმდება თუ არა აღდგომას - პროგნოზი რეგიონების მიხედვით 

პიროვნება

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი

„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი

სკოლები

აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.

 ჯურუყვეთის N1 საჯარო სკოლაში მუსიკალურ-ლიტერატურული საღამო გაიმართა 

„წარმატებებს ვუსურვებთ მომავალშიც ჩვენს სასახელო სპორტსმენს“

ბოდბის საჯარო სკოლის მე-2 კლასის მოსწავლეებმა „საარსებო გარემოს მოდელი“ შექმნეს 

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება