მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
„ვცდილობ სკოლაში შევქმნა, საინტერესო გარემო, ურთიერთჰარმონიული დამოკიდებულება მასწავლებელსა და მოსწავლეებს შორის“,-ამბობს ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალშენის საჯარო სკოლის მ/შ ვიოლა აკობიძე და etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს საინტერესოდ პასუხობს.
- უმთავრესი, რასაც მოსწავლეს ვასწავლით. . .
- ზრდილობას, სწავლისადმი სიყვარულს, პატივისცემას ერთმანეთსა და უფროსების მიმართ.
- ვფიქრობ, იდეალური მოსწავლე . . .
- მოწესრიგებული, გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით, მონაწილეობს და ხშირ შემთხვევაში თვითონ ერთვება სხვადასხვა პროექტების განხორციელებაში.
- ვცდილობ სკოლაში შევქმნა . . .
- საინტერესო გარემო, ურთიერთჰარმონიული დამოკიდებულება მასწავლებელსა და მოსწავლეებს შორის, ასევე ერთმანეთს შორის.
- როგორც დირექტორს, მახარებს რომ . . .
- ჩვენი სკოლა აქტიურადაა ჩართული „ახალი სკოლის მოდელში“ და პედაგოგები აქტიურად მონაწილეობენ განათლების სამინისტროს მიერ განხორციელებულ ტრენინგებში. მყავს მაღალი კვალიფიციური მასწავლებელთა გუნდი, რომლის წევრებიც თავიანთ ცოდნასა და გამოცდილებას არ იშურებენ, რათა ამაღლდეს მოსწავლეთა სწავლის დონე.
- კოლეგებისგან ხშირად მესმის . . .
- რომ შეფერხებით მიეწოდებათ ინტერნეტი, ამიტომ ონლაინ სწავლების დროს იქმნება პრობლემა მოსწავლეთა ჩართულობაში.
- დღევანდელობაში საჭიროა . . .
- მეტი კომუნიკაცია მშობელთა და მასწავლებელთა შორის, რათა ერთობლივი შრომით გავაუმჯობესოთ სწავლის ხარისხი.
- იმედი მაქვს, რომ . . .
- რაც შეიძლება მალე გავთავისუფლდეთ პანდემიისაგან, რაც ხელს გვიშლის სწავლების ხარისხში, მოსწავლეები დაუბრუნდნენ საკლასო ოთახებს და სწავლება გააგრძელონ ჩვეულ რეჟიმში.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
წმინდა ცეცხლს იერუსალიმიდან საქართველოში 23:40 საათისთვის ჩამოიტანენ
რომელ დღეებში არ გადაიხდით თანხას მგზავრობაში - სააღდგომოდ ტრანსპორტი თბილისში გახანგრძლივებული დროით იმუშავებს
„მოსწავლის საშინაო დავალება უნდა იყოს მიზანმიმართული“
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი
აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.