სიახლეები
სიახლეები

მასწავლებლებს სექსუალურ, რეპროდუქციულ ჯანმრთელობასა და უფლებებზე ტრენინგი ჩაუტარდებათ
09-02-2022
-
+


საქართველოს არასამთავრობო ორგანიზაცია ასოციაცია „ჰერა ოცდაერთი” 11 თებერვალს 15:30 საათიდან 18:00 საათამდე, ქ. თბილისში, სასტუმრო Holiday Inn Tbilisi-ში მართავს ელექტრონული სატრენინგო კურსის „სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობა და უფლებები მასწავლებლებისთვის“ პრეზენტაციას.

პრეზენტაცია მიზნად ისახავს, წარმოადგინოს ასოციაცია „ჰერა ოცდაერთისა“ და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ შემუშავებული კურსის პილოტი და შედეგები. ღონისძიებაზე განხილულ იქნება აგრეთვე, კურსის წინამორბედი კვლევის „მასწავლებელთა საჭიროებებისა და დამოკიდებულებების კვლევა რეპროდუქციული ჯანმრთელობისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის მიმართ“ ძირითადი მიგნებები.

შეხვედრაზე მოწვეულნი არიან საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარმომადგენლები, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის თანამშრომლები. მედიის წარმომადგენლები, დარგობრივი ექსპერტები, პარტნიორი სამოქალაქო ორგანიზაციები, კვლევასა და სატრენინგო კურსის პილოტში ჩართული მასწავლებლები საქართველოს მუნიციპალიტეტებიდან.

საქართველოს არასამთავრობო ორგანიზაცია ასოციაცია „ჰერა XXI” 1998 წლიდან აქტიურად მოღვაწეობს სქესობრივი და რეპროდუქციული ჯანმრთელობისა  და უფლებების სფეროში. ასოციაცია მხარს უჭერს მოხალისეობრივ საქმიანობას და სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობისა და უფლებების რეალიზებას, ადვოკატირებით ეროვნულ და საერთაშორისო დონეზე, სექსუალური და  რეპროდუქციული ჯანმრთელობის შესახებ ყოვლისმომცველი განათლებისა და ხარისხიანი სერვისების მიწოდებით.

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

2024 წლის პროფესიული განათლების მასწავლებლის ვინაობა ცნობილია - პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდოს გამარჯვებულები გამოვლინდნენ

 პროექტი მარტის ბოლოდან ყველა საჯარო სკოლას შეეხება - დეტალები

ანაზღაურება 2336 ლარია - მანდატურის სამსახური ფისქოლოგების შერჩევას იწყებს 

სკოლის დირექტორებთან მასწავლებლის სახლმა შეხვედრა ჩაატარა

სკოლების შერჩევის 5 კრიტერიუმი ცნობილია - განაცხადის წარდგენის ვადა იწურება

პიროვნება

„მოსწავლეების ნათქვამი - „თქვენთან გავიგე მათემატიკა“ ეს ყველაფერს ნიშნავს ჩემთვის“

სკოლები

„STEM პროექტები მოზარდს ასწავლის ტექნოლოგიებს, შესძენს კრიტიკული აზროვნების უნარებს“

ღონისძიების მთავარი თემა იყო საქართველოს ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის შესწავლა

კიდევ ერთი ლამაზი და სამახსოვრო დღე შეემატა მოსწავლეთა მოგონებათა ყულაბას

სკოლაში სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხზე მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა

მათ შექმნეს კედლის გაზეთი, წარმოადგინეს საკუთარი ნააზრევი დედასთან დაკავშირებით

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება