მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
შვედეთი, გერმანია, ესპანეთი, პორტუგალია, შეერთებული შტატები - ეს იმ ქვეყნების მცირე ჩამონათვალია, სადაც კოვიდრეგულაციების შემსუბუქების გადაწყვეტილება მიიღეს. სახელმწიფოების უმეტესობა საზღვრებს ხსნის და პირბადეების გამოყენების ვალდებულებას აუქმებს. რეგულაციების შემსუბუქებასთან ერთად, სახელმწიფოები იზოლაციის დღეებსაც ამცირებენ.
7 დღემდე შემცირდა საკარანტინო პერიოდი ესპანეთში, პორტუგალიაში, იტალიაში, საფრანგეთში, ლიეტუვასა და რუსეთში. იზოლაციის პერიოდი 5 დღემდე დაწია ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, გაერთიანებულმა სამეფომ, შვეიცარიამ, საბერძნეთმა, თურქეთმა და ჩეხეთმა.
ინფიცირების მაღალი მაჩვენებლების მიუხედავად, ამერიკის ზოგიერთ შტატში რეგულაციების შემსუბუქების გადაწყვეტილება მიიღეს. ნიუ-ჯერსის შტატი ერთ-ერთია, სადაც სკოლის მოსწავლეებისთვის პირბადის ტარება სავალდებულო აღარ იქნება. ამ გადაწყვეტილებას ჯანდაცვის ექსპერტები ვაქცინაციის მაღალი მაჩვენებლით და ომიკრონისგან გამოწვეული დაბალი სიკვდილიანობით ხსნიან.
„სახელმწიფო სკოლებში სავალდებულო ნიღბები 7 მარტიდან გაუქმდება. იგივე წესი შეეხება ყველა საბავშვო დაწესებულებას. არ ვაპირებთ კოვიდის ნულამდე დაყვანას. უნდა ვისწავლოთ კოვიდთან თანაცხოვრება, რადგან პანდემიიდან ვირუსის ენდემურ ფაზაში გადავდივართ,"- აცხადებს ნიუ-ჯერსის გუბერნატორი.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
საინტერესო ფაქტები დედის დღეზე
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
პედაგოგები მოსწავლეთა მოტივაციაზე განსაკუთრებულად ზრუნავენ