საზოგადოებაში სწავლისადმი დამკვიდრებული ბევრი არასწორი სტერეოტიპი არსებობს, რომლების სიმცდარეშიც ეჭვი იშვიათად თუ შეჰპარვია ვინმეს. მაგალითად არსებობს, დამოკიდებულება, რომ ბავშვს რაც მეტი დავალება ექნება გასაკეთებელი, მისი სწავლის ხარისხი მით მაღალი იქნება...etaloni.ge წარმოგიდგენთ მითებს, რომლებსაც საგანმანათლებლო საკითხებში ფესვები ღრმად აქვთ გადგმული.
მითი 1:„მეტი საშინაო დავალება კარგ სწავლას ნიშნავს“
სიმართლე:
ამერიკელმა მკვლევარებმა დაადგინეს რომ ხარისხიან სწავლას საშინაო დავალებების რაოდენობასთან არანაირი კავშირი აქვს. განსაკუთრებით კი სასკოლო ასაკის ბავშვებში დავალებებით ძალიან დატვირთვა და მით უმეტეს, არდადეგებზე დამღუპველ შედეგს იღებს. აშშ-ს ბევრ შტატში საშინაო დავალებების მიცემა შაბათ-კვირას და არდადეგებზე აკრძალულიც კია.
მითი 2:„რაც მეტად ძვირადღირებულია სკოლა, იქ უფრო კარგი სწავლაც არის“
სიმართლე:
ბოლო წლებში სასკოლო ხარჯები და მით უმეტეს კერძო სკოლებში გადასახდელი ფული კოლოსალურად გაიზარდა. არის კი სწავლის საფასურის რაოდენობა პირდაპირ კავშირში სწავლის ხარისხთან? - როგორც აღმოჩნდა არა. ჩატარებულმა კვლევებმა ცხადჰყო, რომ საჯარო და კერძო სკოლების მოსწავლეებს შორის ტესტებში მიღებული ქულები ერთმანეთისგან დიდად არც განხვავდებოდნენ, ზოგ შემთხვევაში, კი საჯარო სკოლის კურსდამთავრებულებიც კი სჯობდნენ.
მითი 3:„სწავლას რაც მეტ დროს დავუთმობ, უკეთესს ქულებს მივიღებ“
სიმართლე:
შეგიძლიათ დღეში 10 საათი იმეცადინოთ, თუმცა სასურველ კურსზე ან გამოცდაზე მაინც ვერ ჩააბაროთ. მნიშვნელოვანია არა ის, თუ სწავლაში რამდენ საათს ხარჯავთ, არამედ ის თუ როგორ.. ისწავლეთ ხარისხიანად და სწავლაზე ნაკლები დრო დაგჭირდებათ!
მითი 4:„არ მინდა ათოსანი ვიყო, მათ თავისუფალი დრო სულ არ აქვთ“
სიმართლე:
რაც მეტად გექნებათ სწავლის დრო დაბალანსებული, თქვენი აკადემიური მოსწრება უკეთესი იქნება. რეალურად, წარმოუდგენელია დღეში 24 საათი ბავშვი იჯდეს და სწავლობდეს. მას გართობისა და დასვენებისთვის დრო აუცილებლად სჭირდება!
მითი 5:„ბოლო წუთებში უკეთ ვსწავლობ“
სიმართლე:
ამ არგუმენტს ძირითადად ის ადამიანები იყენებენ, რომელთაც სწავლისა და გართობის დრო დაბალანსებული არ აქვთ და მათი ცხოვრებაც ქაოტურია. თუ დროს სწორად გადაანაწილებთ, ყოველ დღე გარკვეულ საათს გამოყოფთ სამეცადინოთ ნახავთ, როგორ აიწევს თქვენი სწავლის ხარისხი. და კიდევ, ბოლო წუთებში მიღებული ცოდნა მეორე დღეს თავიდან აუცილებლად გაგიფრინდებათ...
მითი 6:„ჩანაწერების გაკეთება კომპიუტერში უფრო მირჩევია, ვიდრე ხელით წერა“
სიმართლე:
პრისტონის უნივერსიტეტში ჩატარებულმა კვლევამ დაამტკიცა, რომ ისინი ვინც ჩანაწერებს ხელით ასრულებდნენ უფრო კარგად იმახსოვრებდნენ, ვიდრე კომპიუტერის მომხმარებლები.
მითი 7:„აუცილებლად უნდა მქონდეს გამოყოფილი სასწავლო სივრცე... სხვანაირად ვერ ვსწავლობ“
სიმართლე:
მიუხედავად იმისა, რომ სახლში სპეციალური სასწავლო ზონის ქონა ძალიან სასიამოვნო, რეალურად ეს მუდმივობა საკმაოდ დამღლელია. ამ დროს გონება უფრო ადვილად იღლება და მახსოვრობაც არ გექნებათ ისეთი, როგორიც გინდათ. არაერთმა კვლევამ აჩვენა, რომ სასწავლო გარემოს ცვლილებები მეხსიერების შენარჩუნებას უწყობს ხელს.
მითი 8:„სწავლისთვის საუკეთესო დრო ახალგაზრობაშია!“
სიმართლე:
არავინ მოგატყუოთ რომ მხოლოდ ახალგაზრდები სწავლობენ! ასაკთან ერთად სწავლა უფროდაუფრო მომგებიანი ხდება! კვლევებმა აჩვენა რომ მეცადინეობა და სწავლა გონებას დაბერებისგან იცავს, რაც ნიშნავს, რომ დიახაც, უფროსი ასაკის ადამიანებისთვის სწავლა აუცილებელიც კია.