სიახლეები
სიახლეები, საინტერესო

თუ მასწავლებელი ხარ, დრო არაფრისთვის გრჩება...
12-03-2022
-
+


ხშირად გვსმენია ფრაზა, რომ მასწავლებლები მხოლოდ ნახევარი დღე მუშაობენ , თუმცა ამ სტატიაში ვეცდებით დაგანახოთ, რომ მასწავლებლობა დიდ დროსა და ენერგიას მოითხოვს და დიდი პასუხისმგებლობაცაა. კვლევების მიხედვით, პედაგოგები არამარტო სკოლაში, არამედ სახლში დაბრუნების შემდეგაც ასრულებენ პროფესიულ საქმეებს. მათი სამუშაო საათების რელაურად განსაზღვრა კი არც ისეთი მარტივია, როგორც ეს ერთი შეხედვით შეიძლება გვეგონოს.

უნდა აღინიშნოს, რომ ეს სამუშაო ხანგრძლივი საათებითა და მძიმე დატვირთვით გამოირჩევა. მართალია, მასწავლებლების ნაწილი ახერხებს რომ დატვირთვას თავი აარიდოს, მაგრამ მათი უმეტესობა სამუშაო საათების იქითაც მუშაობს, ამის დასადასტურებლად, რამდენიმე თვალსაჩინო მაგალითი შეგვიძლია მოვიყვანოთ. 

1. მოსწავლეთა დავალებების სახლში შესწორება;

2. მომავალი გაკვეთლის ასახსნელად დამატებითი ინფორმაციის მოძიება და გაკვეთილის დაგეგმა;

3. მოსწავლეებისთვის ტეტსებისა და დავალებების შედგენა; დამოუკიდებელი სამუშაოების მოფიქრება...;

4. საკუთარი კარიერული წინსვლისთვის აუცილებელი ვალდებულებების შესრულებაა..

ერთი შეხედვით ჩამონათვალი შეიძლება მოკლე მოგეჩვენოთ, მოგრამ თუ გაითვალისიწნებთ რომ თითოულ მასწავლებელს კლასში საშუალოდ 20-დან 30-მდე მოსწავლე ყავს, ხოლო კლასების რაოდენობა არც ისე ცოტა, მიხვდებით, რომ სულაც არ არის მარტივი ათობით მოსწავლის ნამუშევრის შესწორება და მათთვის დამატებითი სამუშაოს მოფიქრება.

ხანგრძლივი სამუშაო საათების პრობლემა მხოლოდ კონკრეტული ქვეყნის მასწავლებლებს არ ეხებათ, ამაზე ყველა საუბრობს და მთავარ მიზეზად, რატომაც ეს თემა ასეთი განხილვადია, მასწავლებლები თავიანთი საქმიანობის დაუფასებლობასა და იმას ასახელებენ, რომ ზოგიერთი ადამანი ამ პროფესის წარმომადგენლებს ალმაცერად უყურებს.


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

დღეს, 20 აპრილს მართლმადიდებელი ეკლესია აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს

„უფლის ჯვარცმით კაცობრიობამ განაჩენი საკუთარ თავსაც გამოუტანა“...

პასქა ხატისპური არ არის - რა დატვირთვა აქვს ამ ორ სარიტუალო ნამზადს - ეთნოგრაფის განმარტება

წმინდა ცეცხლს იერუსალიმიდან საქართველოში 23:40 საათისთვის ჩამოიტანენ 

პიროვნება

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი

„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი

სკოლები

აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.

 ჯურუყვეთის N1 საჯარო სკოლაში მუსიკალურ-ლიტერატურული საღამო გაიმართა 

„წარმატებებს ვუსურვებთ მომავალშიც ჩვენს სასახელო სპორტსმენს“

ბოდბის საჯარო სკოლის მე-2 კლასის მოსწავლეებმა „საარსებო გარემოს მოდელი“ შექმნეს 

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება