მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტი საგაზაფხულო სესიაზე დროს პროფესიული განათლების მიმართულებასაც დაუთმობს. კონკრეტული წინადადებები და საკანონმდებლო ინიციატივები, რაც ამ მიმართულების იქნება განხილული სამოქმედო გაგმაში ამ ეტაპზე გაწერილი არ არის.
კონკრეტიკის არარსებობის მიუხედავად, 2022 წლის სამოქმედო გეგმაში გაწერიალია მიმართულებები, რომლებთან დაკავშირებით შეიძლება სიახლეებსაც ველოდოთ.
პირველ რიგში კომიტეტი აპირებს შეაფასოს პანდემიით გამოწვეული დანაკარები, გამოწვევები და განსაზღვროს მათი დაძლევის გზები. ერთ-ერთი სამუშაო მიმართულება ასევე იქნება პროფესიული განათლების დაფინანსების მოდელის შემუშავება, პროფესიული საგანამანათლებლო პროგრამების შესაბამისობა შრომის ბაზრისა და ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკურ საჭიროებებთნ და პროფესიული საგანაანათლებლო პროგრამების შესაბამისობა რეგიონის საჭიროებებთან.
პროფესიული განათლების მიმართულებით საკომიტეტო მოსმენები შემდეგ საკითხებზე გაიმართება: რეგიონების საჭიროებების მიხედვით პროფესიული პროგრამების მიხედვით, უნარების სააგენტოს საქმიანობის ანგარიშისა და სამომავლო გეგმების მოსმენა, არაფორმალური განათლების აღიარების საკითხი.
ამასთანავე განათლების კომიტეტი აღნიშნული მიმართულებებით საზედამხედველო საქმიანობასაც წარმართავს და გააკონტროლებს „პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების შემუშავება/დამტკიცების პროცესს. ამის გარდა კომიტეტი მონიტორინგს გაუწევს რეგიონის საჭიროებებზე მორგებულ ხარისხიან პროფესიულ განათლებაზე ჩატარებული თემატური მოკვლევის ფარგლებში, კომიტეტის მიერ გაცემულ რეკომენდაციებს.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
2024 წლის პროფესიული განათლების მასწავლებლის ვინაობა ცნობილია - პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდოს გამარჯვებულები გამოვლინდნენ
„მოსწავლეების ნათქვამი - „თქვენთან გავიგე მათემატიკა“ ეს ყველაფერს ნიშნავს ჩემთვის“
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ურავლის საჯარო სკოლას დირექტორი სოფიო გელაშვილი პასუხობს
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ნოღის საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების პედაგოგი თეთრიკო პაპავა პასუხობს
„STEM პროექტები მოზარდს ასწავლის ტექნოლოგიებს, შესძენს კრიტიკული აზროვნების უნარებს“
სკოლაში სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხზე მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა