სიახლეები
პიროვნება

„ჩემს სკოლაში, როგორც მოსწავლეები, ისე თანამშრომლები და მშობლები თავს უსაფრთხოდ და კომფორტულად გრძნობენ“-კლდის საჯარო სკოლის დირექტორი
11-02-2022
-
+


რა ახარებს როგორც დირექტორს? რა არის დღევანდელობაში საჭირო? და მისი აზრით, რა არის ის უმთავრესი, რაც მოსწავლეს უნდა ვასწავლოთ? - ამ და სხვა საინტერესო ბლიც-კითხვებს etaloni.ge-ს ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ კლდის საჯარო სკოლის დირექტორი ნესტან დევნოსაძე პასუხობს. 

- უმთავრესი, რასაც მოსწავლეს ვასწავლით. . .
- ჩვენი მთავარი მიზანია მოსწავლეებს ეროვნული სასწავლო გეგმიდან გამომდინარე პროგრამულ მასალასთან ერთად ვასწავლოთ ერთმანეთის სიყვარული, მეგობრობა, ურთიერთპატივისცემა, რადგან ეს ყველაფერი მათ დაეხმარება იყვნენ საზოგადოებაში სრულფასოვანი და სასურველი მოქალაქეები.

- ვფიქრობ, იდეალური მოსწავლე. . .
- არის მოსწავლე, რომელიც აკეთებს მაქსიმუმს თავისი შესაძლებლობებიდან გამომდინარე.

- ვცდილობ სკოლაში შევქმნა. . .
- უსაფრთხო და პოზიტიური გარემო.

- როგორც დირექტორს, მახარებს რომ. . .
- ყოველდღე ვხედავ ასობით ანგელოზი ბავშვის ლამაზ თვალებს, რომლებიც შემომციცინებენ სიყვარულითა და პატივისცემით. ჩემს სკოლაში, როგორც მოსწავლეები, ისე თანამშრომლები და მშობლები თავს უსაფრთხოდ და კომფორტულად გრძნობენ.

- კოლეგებისგან ხშირად მესმის. . .
- რომ უხარიათ სკოლაში მოსვლა, რადგან ისინი იმ დიდ ოჯახში, რომელსაც სკოლა ჰქვია თავს ბედნიერად გრძნობენ და ხალისით და სიყვარულით ასრულებენ დაკისრებულ მოვალეობას.

- დღევანდელობაში საჭიროა. . .
- ერთმანეთის სიყვარული, თანაგრძნობა, თანადგომა და ერთმანეთის გატანა, რომელიც დაგვეხმარება პანდემიიდან გამომდინარე რთული და საპასუხისმგებლო პერიოდის დაძლევაში.

- იმედი მაქვს, რომ. . .
- მალე დასრულდება პანდემია და სკოლა დაუბრუნდება აქტიურ და ხალისიან ცხოვრებას, რომელსაც ადრე ეწეოდა (სასკოლო ღონისძიებები, პროექტები, კონფერენციები და ა. შ.) ფართო აუდიტორიისათვის, რაც კიდევ უფრო გაზრდის მოსწავლეთა მოტივაციას, რათა უფრო აქტიურად ჩაერთონ, როგორც ფორმალური, ასევე არაფორმალური განათლების მისაღებად.  

ვინატრებდი ყველა ბავშვი იზრდებოდეს დედ-მამასთან ერთად ბედნიერ და თბილ, სავსე ოჯახში, ჰქონოდეთ ლაღი, უღრუბლო ბავშვობა.


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

წმინდა ცეცხლს იერუსალიმიდან საქართველოში 23:40 საათისთვის ჩამოიტანენ 

რომელ დღეებში არ გადაიხდით თანხას მგზავრობაში - სააღდგომოდ ტრანსპორტი თბილისში გახანგრძლივებული დროით იმუშავებს

გაწვიმდება თუ არა აღდგომას - პროგნოზი რეგიონების მიხედვით 

პიროვნება

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი

„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი

სკოლები

აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.

 ჯურუყვეთის N1 საჯარო სკოლაში მუსიკალურ-ლიტერატურული საღამო გაიმართა 

„წარმატებებს ვუსურვებთ მომავალშიც ჩვენს სასახელო სპორტსმენს“

ბოდბის საჯარო სკოლის მე-2 კლასის მოსწავლეებმა „საარსებო გარემოს მოდელი“ შექმნეს 

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება