სიახლეები
სკოლები

თბილისის N166 სკოლაში მოსწავლეებს მრავალფეროვან და საინტერესო გაკვეთილებს და მათ ინტერესებზე მორგებულ სასწავლო გარემოს სთავაზობენ
11-02-2022
-
+


თბილისის N166 საჯარო სკოლაში მოსწავლეებისთვის ყოველთვის საინტერესო და მრავალფეროვანი სასწავლო გარემოა შექმნილი. პედაგოგები ბავშვებს სხვადასხვა საინტერესო ღონისძიებებს, რესურსებს, სასწავლო მეთოდებსა და აქტივობებს სთავაზობენ.

სკოლაში მნიშვნელოვან თარიღებსაც აქტიურად აღნიშნავენ, გამონაკლისი არც წიგნის საჯაროდ კითხვის დღე ყოფილა.

2 თებერვალს, მე-5 კლასის მოსწავლეები წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღის აღნიშვნას, მათემატიკის წამყვან პედაგოგთან, მაია კაკაურიძესთან ერთად შეუერთდნენ. აქტივობა, როგორც დასწრებით ასევე, ონლაინ ფორმატში გაიმართა. მოსწავლეები მათემატიკაზე დაწერილ სხვადასხვა წიგნებს გაეცნენ და ამონარიდები ხმამაღლა წაიკითხეს. ამ მეტად საჭირო და პოპულარული დღის ერთ-ერთი მიზანიც ხომ წიგნის პოპულარიზაციაა, რაც აქტივობით მიღწეულ იქნა კიდეც. მოსწავლეებმა პედაგოგის მიერ შეთავაზებული ღონისძიება დადებითად შეაფასეს და აღნიშნეს, რომ წარდგენილი წიგნების წაკითხვის მოტივაცია გაუჩნდათ.

სკოლაში წარმატებით ინერგება მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმა, რომლის ერთ-ერთი კომპონენტი კომპლექსური დავალებებია. მოსწავლეები და მასწავლებლები კომპლექსურ დავალებებს დიდი პასუხისმგებლობით ეკიდებიან. 

მე-5 კლასში პედაგოგმა, მაია კაკაურიძემ მათემატიკაში კომპლექსური დავალება -„ბაღის დაგეგმარება“ შესთავაზა თავის ნიჭიერ მოსწავლეებს. კომპლექსური დავალების ფარგლებში სკოლის ტერიტორიის ნაწილის აზომვითი სამუშაოები ჩატარდა და მოსწავლეებმა მაკეტებიც კი შექმნეს. აუცილებლად აღსანიშნავია, რომ გაზაფხულზე სასკოლო საზოგადოების უმრავლესობის მოწონებული მაკეტის მიხედვით სკოლის ტერიტორიაზე სკვერიც მოეწყობა.

საინტერესო კომპლექსური დავალება  - „წელიწადის ოთხი დრო“ მე-2 კლასში ქართული ენისა და ლიტერატურის უფროსმა მასწავლებელმა, ლია ჩაჩუამ ჩაატარა. დავალების ფარგლებში პატარა და ნიჭიერმა მოსწავლეებმა წელიწადის ოთხივე სეზონზე დიორამები დაამზადეს. 

არც, მე-8კლასელები ყოფილან გამონაკლისები. ფიზიკის წამყვანმა მასწავლებელმა, გალინა ქადაგიშვილმა ამავე საგანში მე-8გ კლასელებისთვის კომპლექსური დავალება - „კატაპულტი“ განახორციელა, რომლის ფარგლებში მოსწავლეებმა კატაპულტები დაამზადეს და შეჯიბრიც კი მოაწყეს. მერვეკლასელებმა გაარკვიეს, რომელი კატაპულტი იყო უფრო შორს მსროლელი და გაიაზრეს, თუ რაზეა დამოკიდებული მათი სიძლიერე.

იხილეთ ვიდეო და ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

სააღდგომოდ 18 წლამდე ბავშვები 100 ლარის ღირებულების პროდუქტს მიიღებენ - მუნიციპალური ბიუჯეტი

პიროვნება

„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

სკოლები

ბავშვები ღონისძიებისთვის განსაკუთრებულად ემზადებოდნენ

ბავშვებისთვის აღნიშნულ აქტივობაში მონაწილეობა არა მხოლოდ ემოციური, არამედ ძალზე საინტერესო გახლდათ

ღონისძიებაში მე-3 კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ, ხოლო ხელმძღვანელი გახლდათ პედაგოგი ივეტტა პეტროსიანი

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

გაიცანით 14 წლის ბიჭი, რომელიც ზეპირად, გონებაში ყველაზე სწრაფად ამრავლებს, ყოფს  უმატებ რიცხვებს ერთმანეთს

სიახლეები
საზოგადოება