სიახლეები
პიროვნება

„ვცდილობ სკოლაში შევქმნა გარემო, სადაც მოსვლა უხარიათ“- მარინე დემეტრაშვილი, თბილისის N107 საჯარო სკოლის დირექტორი
14-02-2022
-
+


რა ახარებს როგორც დირექტორს? რა არის დღევანდელობაში საჭირო? და მისი აზრით, რა არის ის უმთავრესი, რაც მოსწავლეს უნდა ვასწავლოთ? - ამ და სხვა საინტერესო ბლიც-კითხვებს etaloni.ge-ს თბილისის N107 საჯარო სკოლის დირექტორი მარინე დემეტრაშვილი პასუხობს. 

- უმთავრესი, რასაც მოსწავლეს ვასწავლით. . .

- ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული პროგრამა, ურთიერთპატივისცემა და ჩემი აზრით, უმთავრესი ეს არის - როგორ ჩამოყალიბდეს აქტიურ მოქალაქედ.

- ვფიქრობ, იდეალური მოსწავლე. . .

- რომელიც ითვისებს სასწავლო პროგრამას, იცის არა მხოლოდ უფლებები, არამედ თავისი მოვალეობები. იცის პასუხისმგებლობები, ოჯახის, მეგობრის, სკოლის და ქვეყნის წინაშე.

- ვცდილობ სკოლაში შევქმნა. . .

- უსაფრთხო, ჰარმონიული გარემო, სადაც მოსვლა უხარიათ და არ დადიან მხოლოდ მოვალეობის მოსახდელად.

- როგორც დირექტორს, მახარებს რომ. . .

- სკოლა, ოჯახი, საზოგადოება ორიენტირებულია ბავშვისადმი, პატივისცემით გამსჭვალული გარემოს ჩამოყალიბებაზე.

- კოლეგებისგან ხშირად მესმის. . .

- რაც შეიძლება მეტი თანადგომა ბავშვებს. მეტი სიყვარული და მზრუნველობა ბავშვებს.

- დღევანდელობაში საჭიროა. . .

- გავერთიანდეთ, დავიცვათ ერთმანეთი და შევქმნათ უსაფრთხო გარემო. ვიყოთ გულწრფელები და სოლიდარულები ერთმანეთის მიმართ.

- იმედი მაქვს, რომ. . .

- საზოგადოება დაძლევს ყოველგვარ პრობლემას, პანდემია გადაივლის, მოსწავლეები ჩვეულ რეჟიმში დაუბრუნდებიან სასწავლო პროცესს და ისევ ხალისიანად და წარმატებით გაიკვლევენ გზას ნათელი მომავლისაკენ. ყველაფერი კარგად იქნება, მოხდება ბევრი რამის გადაფასება, ახალი თვალით დანახვა და ადამიანები მეტი პატივისცემით მოეპყრობიან ერთმანეთს და ქვეყანას.

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

არდადეგების დასრულების დრო ცნობილია - რომელ სკოლებს ეხებათ სააღდგომოდ 1 კვირიანი დასვენება 

დღეს, 20 აპრილს მართლმადიდებელი ეკლესია აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს

„უფლის ჯვარცმით კაცობრიობამ განაჩენი საკუთარ თავსაც გამოუტანა“...

პასქა ხატისპური არ არის - რა დატვირთვა აქვს ამ ორ სარიტუალო ნამზადს - ეთნოგრაფის განმარტება

პიროვნება

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი

„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი

სკოლები

აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.

 ჯურუყვეთის N1 საჯარო სკოლაში მუსიკალურ-ლიტერატურული საღამო გაიმართა 

„წარმატებებს ვუსურვებთ მომავალშიც ჩვენს სასახელო სპორტსმენს“

ბოდბის საჯარო სკოლის მე-2 კლასის მოსწავლეებმა „საარსებო გარემოს მოდელი“ შექმნეს 

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება