მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ქვეყანაში ყოველდღიურად კოვიდინფიცირების ათიათასობით შემთხვევა ფიქსირდება, თუმცა ამ ფონზე, სკოლების სრულად დისტანციურზე გადაყვანის გადაწყვეტილება მთავრობას არ მიუღია. უნდა დაიხუროს თუ არა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებები, ეს ცალკე საუბრის თემაა და საკითხის შესახებ უერთიერთგამომრიცხავი არგუმენტები ვრცელდება; თუმცა ისიც ფაქტია, რომ ოფიციალური სტატისტიკა რეალურ სურათს აცდენილია და რა ვითარებაა სკოლებში, ამის შესახებ ზუსტი ინფორმაცია მხოლოდ შიდა სამზარეულოში ჩახედულ პედაგოგებს აქვთ.
ამის დასტურია წერილი, რომელიც etaloni.ge-ს რეგიონის ერთ-ერთი სკოლიდან მასწავლებელმა მიაწოდა. საკითხის სენსიტიურობიდან გამომდინარე, ადრესანტის ვინაობას კონფიდენციუალურად ვტოვებთ, თუმცა წერილს უცვლელად გთავაზობთ. კომენტარისგანაც თავს შეგნებულად ვიკავებთ და დასკვნის გამოტანა საზოგადოებისთვის მიგვინდია:
„მოგესალმებით, საშინელება ხდება სკოლებში; იქნებ, ვინმეს ყურამდე მივიდეს ინფორმაცია, ვისაც შეუძლია ცვლილება... არ ვიცი, ვინმემ გადაწყვიტა, რომ უნდა გაგვწიროს, თუ რა ხდება, სახელის დარქმევა უკვე მიჭირს... მე და ჩემი თანამშრომლების უმეტესობა სიცხიანები ვართ, მაგრამ ტესტმა, ამ ეტაპზე, აჩვენა უარყოფითი. სკოლამ, გვესმის, შევდივართ თქვენ მდგომარეობაში, მაგრამ ჯანდაცვის სამსახური აღარ გვაძლევს რეკომენდაციებს და ვერც რესურსცენტრს გადავყავართ დისტანციურზეო.
ერთი უწყება მეორეს მიუთითებს და პირიქით, შენი კომპეტენციაა დისტანციური რეჟიმის განსაზღვრა სკოლაშიო. სკოლაში როგორ უნდა მივიდეთ ვირუსიანი მასწავლებლები, მოსწავლეები და ეს არ ხდება მარტო ჩვენ სკოლაში, ყველგან ამაზე საუბრობენ, რომ წარმოუდგენელი ხდება დისტანციური რეჟიმის განსაზღვრა სკოლებში და ფაქტობრივად გვაიძულებენ, იზოლაციაში მყოფ და უარესი, დაინფიცირებულ მასწავლებლებს, რომ სკოლაში ვიაროთ.... გთხოვთ, მოიკითხეთ სამინისტროში რეალურ ინფორმაციას მაინც გავიგებთ თქვენგან“.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ცვლილებები სკოლის დირექტორებს, მასწავლებლებსა და რესურსცენტრების ხელმძღვანელებს შეეხება - მთავრობის 2025 წლის გეგმა ცნობილია
ფავორიტიზმი, სუბიექტური დამოკიდებულება... კიდევ რა გამოწვევები ახლავს ბაღებში შიდა კონკურსით კადრების დასაქმებას
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
პროექტი მოსწავლეებისთვის აღმოჩნდა აქტიუალური და მეტად საინტერესო