მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
იაპონელი ექიმი ოტოლარინგოლოგები ადამიანებს, რომელთაც თივისმიერი ცხელება აწუხებთ, ურჩევენ წელს ექიმებს იმაზე ადრე მიმართონ, ვიდრე ჩვეულებრივ. ამის მიზეზი შტამი „ომიკრონის“ გავრცელებაა.
ექიმების თქმით, ალერგიის სიმპტომები „ომიკრონისას“ ძალიან ჰგავს, ამიტომ მათი ერთმანეთში არევა მარტივია.
ამომავალი მზის ქვეყანაში ალერგიის სეზონი ახლოვდება ამიტომ იაპონელი ოტოლარინგოლოგების საზოგადოებამ მოსახლეობა გააფრთხილა და შესაბამისი რეკომენდაციები საკუთარ ვებ-გვერდზე გამოაქვეყნა.
ექიმების თქმით, „ომიკრონით“ ინფიცირებულთა 73%-ს აქვს ცხვირიდან გამონადენი, 60% ხშირად აცემინებს, ნახევარზე მეტს კი მოთენთილობა აწუხებს. ეს სიმპტომები მტვრის ალერგიის გამოვლინებებს ჰგავს. ამის გამო ადამიანებს, რომელთაც ალერგია აწუხებთ გაუჭირდებათ დადგენა არიან თუ არა კორონავირუსით ინფიცირებულნი.
ექიმები ამასთან დაკავშირებულ რისკებზე საუბრობენ. მათი თქმით, „ომიკრონით“ ინფიცირებულ ადამიანებს, რომელთაც ყვავილის მტვერზე ალერგიული რეაქცია აქვთ, შეუძლიათ გარშემომყოფებს ვირუსი გადასდონ.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
„პედაგოგი არ არის ბევრი... უნდა შეიქმნას სტანდარტი, სახელმძღვანელო...“
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
აქტივობა ქიმიის პედაგოგის - არევატ თანგამიანის ხელმძღვანელობით ჩატარდა