სიახლეები
სიახლეები, საინტერესო

რა უნდა გაითვალისწინონ აბიტურიენტებმა რეიტინგული სიის შედგენის დროს? - „ნაეკის“ პასუხი
12-03-2022
-
+


აბიტურიენტებისთვის რეიტინგული სიის სწორად შედგენა ძალიან მნიშვნელოვანია. რით უნდა იხელმძღვანელონ ეროვნულ გამოცდებზე გამსვლელებმა საგანმანათლებლო პროგრამების რეიტინგული სიის გაკეთების დროს? - ამ კითხვას შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის საგნობრივი ჯგუფების წარმომადგენლებმა უპასუხეს და აბიტურიენტები გააფრთხილეს, რომ ყველა ცვლილების შემდეგ აუცილებელია შენახვის ღილაკის გამოყენება.

მნიშვნელოვანია, რომ რეიტინგული სია საკუთარი სურვილის შესაბამისად შეადგინოს აბიტურიენტმა, რადგან პროგრამა განიხილავს მის ჩარიცხვას პირველ არჩევანზე, თუ ქულა არ ეყო -  მომდევნოზე და ა.შ. აბიტურიენტმა ყურადღება უნდა მიაქციოს: აკრედიტებულია თუ არა საგანმანათლებლო პროგრამა (არააკრედიტებული პროგრამა არ ფინანსდება სახელმწიფო სასწავლო გრანტით); გაზრდილია თუ არა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ მინიმალური კომპეტენციის ზღვარი; მითითებულია თუ არა საგანმანათლებლო პროგრამაზე სპეციალური მოთხოვნები და სხვა.

კიდევ ერთი გაფრთხილება მათ: აუცილებლად გამოიყენეთ შენახვის ღილაკი! ამასთან, გახსოვდეთ რომ შეზღუდული არ ხართ პროგრამების რაოდენობაში, შესაბამისად, უმჯობესია თუკი რეიტინგულ სიაში ერთ და ორ პროგრას არ არ ჩაწერთ.

იხილეთ ასევე: დეტალური ინსტრუქცია ეროვნულ გამოცდებზე დასარეგისტრირებლად

ეროვნულ გამოცდებზე საგნის მაქსიმალური ქულები ცნობილია

2022 წლის აბიტურიენტთა ცნობარი გამოქვეყნდა


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

დღეს, 20 აპრილს მართლმადიდებელი ეკლესია აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს

„უფლის ჯვარცმით კაცობრიობამ განაჩენი საკუთარ თავსაც გამოუტანა“...

პასქა ხატისპური არ არის - რა დატვირთვა აქვს ამ ორ სარიტუალო ნამზადს - ეთნოგრაფის განმარტება

წმინდა ცეცხლს იერუსალიმიდან საქართველოში 23:40 საათისთვის ჩამოიტანენ 

პიროვნება

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი

„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი

სკოლები

აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.

 ჯურუყვეთის N1 საჯარო სკოლაში მუსიკალურ-ლიტერატურული საღამო გაიმართა 

„წარმატებებს ვუსურვებთ მომავალშიც ჩვენს სასახელო სპორტსმენს“

ბოდბის საჯარო სკოლის მე-2 კლასის მოსწავლეებმა „საარსებო გარემოს მოდელი“ შექმნეს 

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება