მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ოქროსა და ვერცხლის მედლით ის სკოლადამთავრებულები ჯილდოვდებიან, ვინც საშუალო საფეხურს ანუ მე-10, მე-11 და მე-12 კლასს წარმატებით ამთავრებენ. etaloni.ge დაინტერესდა, თუ სარგებლობენ ერთიან ეროვნულ გამოცდებზე პრივილეგიით ოქროსა და ვერცხლის მედლების მფლობელი აბიტურიენტები?
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის განმარტებით, ერთიანი ეროვნული გამოცდების დროს ყველა აბიტურიენტი თანაბარ პირობებში იქნება.
ოქროსა და ვერცხლის მედალოსნებს გამოცდებზე რაიმე პრივილეგიები არ აქვთ, თუმცა უნივერსიტეტში ჩარიცხვის შემდეგ, შესაძლოა, მათთვის წამახალისებელი შეთავაზებები იყოს. ზოგიერთი უმაღლესი სასწავლებელი ოქროსა და ვერცხლის მედალოსნებისთვის სტიპენდიებს აწესებს. უფრო კონკრეტულად, თუ რა ტიპის შეთავაზებები ექნებათ უნივერსიტეტებს წარჩინებული სკოლადამთავრებულებისთვის, გამოცდების პერიოდში გახდება ცნობილი.
შეგახსენებთ, რომ ვერცხლის მედლის მისაღებად საჭიროა, საშუალო საფეხურის მოსწავლეს (ყოველი წლის ბოლოს) დამრგვალებული ნიშნების საშუალო არითმეტიკული 9.8 დან - 10 მდე გამოუვიდეს. ოქროს მედლის მფლობელები კი ისინი არიან, რომელთა წლიური დამრგვალებული ქულაა 10.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
დღეს, 20 აპრილს მართლმადიდებელი ეკლესია აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს
„მოსწავლის საშინაო დავალება უნდა იყოს მიზანმიმართული“
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი
აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.