სიახლეები
პიროვნება

„ვცდილობ სკოლაში შევქმნა ურთიერთთანამშრომლობაზე დამყარებული გარემო“ - თამარ ბლიაძე, დაბა ბაკურიანის საჯარო სკოლის დირექტორი
15-02-2022
-
+


რა ახარებს როგორც დირექტორს? რა არის დღევანდელობაში საჭირო? და მისი აზრით, რა არის ის უმთავრესი, რაც მოსწავლეს უნდა ვასწავლოთ? - etaloni.ge-ს ამ და სხვა საინტერესო ბლიც-კითხვებს ბორჯომის მუნიციპალიტეტის დაბა ბაკურიანის საჯარო სკოლის დირექტორი თამარ ბლიაძე პასუხობს. 

- უმთავრესი, რასაც მოსწავლეს ვასწავლით. . .
- ადამიანობაა.

- ვფიქრობ, იდეალური მოსწავლე. . .
- ჩემთვის ყველა მოსწავლე იდეალურია, თავისი შესაძლებლობის ფარგლებში.

- ვცდილობ სკოლაში შევქმნა. . .
- სამუშაო, თბილი და ურთიერთთანამშრომლობაზე დამყარებული გარემო.

- როგორც დირექტორს, მახარებს რომ. . .
- დაბა ბაკურიანს მალე ექნება ახალი, თანამედროვე სტანდარტების გათვალისწინებით, 500 ბავშვზე გათვლილი სკოლა. ეს ჩემი ოცნება იყო და ვფიქრობ იქნება საუკუნის პროექტი. აქვე მადლიერებას გამოვხატავ ყველას მიმართ ვისაც კი ცოტაოდენი წვლილი მიუძღვის  ამ სასიკეთო საქმეში.

- კოლეგებისგან ხშირად მესმის. . .
- ახალ თაობას ყველაფერი „მარტივად“ უნდა. თუ ჩვენი მოსწავლეები ყველა შესაძლებლობას გამოიყენებენ, რაც კი ნამდვილად ძალზედ ბევრია ოცდამეერთე საუკუნეში, იმუშავებენ საკუთარი შესაძლებლობების გაძლიერებაზე, ვფიქრობ, რომ მართლაც მარტივად მიაღწევენ ყველაფერს. ,,ყველაფერი მარტივი კი გენიალურია!“

- დღევანდელობაში საჭიროა. . .
- პირველ რიგში ჯანმრთელობა, ურთიერთსიყვარული. იმ საქმიანობის სიყვარული რომელსაც ეწევი, წინააღმდეგ შემთხვევაში არც შედეგია და ვფიქრობ არც კარგი მომავალი იქნება.

- იმედი მაქვს, რომ. . .
- ეს ვირუსი მალე „დაგვანებებს თავს“ და ჩავეხუტები ჩემს მოსწავლეებს, განვახორციელებ პროექტებს, რომელიც დაგეგმილი მქონდა და ეპიდსიტუაციის გამო ვერ შევძელი გამეკეთებინა. 

იმედი მაქვს ახალგაზრდა თაობა ნაყოფიერად დაიწყებს თავისუფლი დროის გამოყენებას და შექმნიან საქართველოს ნათელ მომავალს.

ხშირად გვიცრუვდება იმედები, მაგრამ „იმედი მაქვს“ ადამიანებს სიკეთის კეთების არ შეეშინდებათ.

„ხე რომ ფუღუროს ფუტკარს დაუთმობს

და თაფლის გამო ძირში მოჭრიან,

ღმერთო, სხვა ხეებს სიკეთისა არ შეეშინდეთ!“


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

წმინდა ცეცხლს იერუსალიმიდან საქართველოში 23:40 საათისთვის ჩამოიტანენ 

რომელ დღეებში არ გადაიხდით თანხას მგზავრობაში - სააღდგომოდ ტრანსპორტი თბილისში გახანგრძლივებული დროით იმუშავებს

გაწვიმდება თუ არა აღდგომას - პროგნოზი რეგიონების მიხედვით 

პიროვნება

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი

„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი

სკოლები

აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.

 ჯურუყვეთის N1 საჯარო სკოლაში მუსიკალურ-ლიტერატურული საღამო გაიმართა 

„წარმატებებს ვუსურვებთ მომავალშიც ჩვენს სასახელო სპორტსმენს“

ბოდბის საჯარო სკოლის მე-2 კლასის მოსწავლეებმა „საარსებო გარემოს მოდელი“ შექმნეს 

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება