სიახლეები
პიროვნება

„უმთავრესი, რასაც მოსწავლეს ვასწავლით არის ადამიანის, სამშობლოს სიყვარული და განსხვავებული აზრის პატივისცემა“- აფხაზეთის N14 სკოლის დირექტორი
15-02-2022
-
+


რა ახარებს როგორც დირექტორს? რა არის დღევანდელობაში საჭირო? და მისი აზრით, რა არის ის უმთავრესი, რაც მოსწავლეს უნდა ვასწავლოთ? - etaloni.ge-ს ამ და სხვა საინტერესო ბლიც-კითხვებს აფხაზეთის N14 საჯარო სკოლის დირექტორი ნატო ესართია პასუხობს. 

- უმთავრესი, რასაც მოსწავლეს ვასწავლით. . .
- ადამიანის, სამშობლოს სიყვარულს და განსხვავებული აზრის პატივისცემას.

- ვფიქრობ, იდეალური მოსწავლე. . .
- ყველა მოსწავლე ჩემთვის იდეალურია, რადგან თითოეულს აქვს რაღაც ისეთი პიროვნული თვისებები, რაც  მათ წარმოაჩენს იდეალურ მოსწავლედ.

ზოგადად, იდეალური მოსწავლე უნდა იყოს აქტიური, მოწესრიგებული, მიზანდასახული, აზროვნებით თავისუფალი.

- ვცდილობ სკოლაში შევქმნა. . .
- შევქმნა უსაფრთხო და სასიამოვნო, ლამაზი, ესთეტიკური გარემო, სადაც მოსწავლეები, მასწავლებლები და მშობლები თავს იგრძნობენ დაცულად,​ კომფორტულად.

- როგორც დირექტორს, მახარებს რომ. . .
- ძალიან მახარებს ჩვენი სკოლის წარმატება, რაშიც ვგულისხმობ წარმატებებს მოსწავლეების და მასწავლებლების.

- კოლეგებისგან ხშირად მესმის. . .
- ხშირად ჩემი კოლეგებისგან მესმის მოსწავლეები, თუ როგორ გამოიყენებენ მიღებულ ცოდნას ცხოვრებაში და ასევე საუბრობენ პანდემიის დამთავრებაზე.

- დღევანდელობაში საჭიროა. . .
- კომპიუტერული ტექნოლოგიების კარგად ცოდნა და მისი სასწავლო პროცესში გამოყენება, თვითრეალიზაცია, საკუთარი აზრის გამოხატვა არგუმენტირებულად. ახალი იდეებისა და სიახლეების გაცნობა, რათა დროულად იყვნენ ინფორმირებულნი კოლეგები და მოსწავლეები. საკლასო ოთახები სათანადო რესურსით უნდა იყოს აღჭურვილი. ყველაფერი, რასაც გავაკეთებთ, ბავშვების საკეთილდღეოდ უნდა იყოს.

- იმედი მაქვს, რომ. . .
- სკოლაში დამყარებული მეგობრული ურთიერთობა, ურთიერთპატივისცემაზეა დაფუძნებული. ურთიერთობა, რომელზედაც ვსაუბრობ, უფრო თავისუფალს ხდის მათ ურთიერთობას. ეს არის კომუნიკაციის ერთ-ერთი საუკეთესო გზა, კარგად შეისწავლო მოსწავლის ხასიათი, სწავლისთვის რა მიდგომები სჭირდება და ზოგადად მისი პრობლემების შესახებ ინფორმაცია მიიღო. ვფიქრობ, ეს საწინდარია მრავალი წარმატების.


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

წმინდა ცეცხლს იერუსალიმიდან საქართველოში 23:40 საათისთვის ჩამოიტანენ 

რომელ დღეებში არ გადაიხდით თანხას მგზავრობაში - სააღდგომოდ ტრანსპორტი თბილისში გახანგრძლივებული დროით იმუშავებს

გაწვიმდება თუ არა აღდგომას - პროგნოზი რეგიონების მიხედვით 

პიროვნება

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი

„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი

სკოლები

აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.

 ჯურუყვეთის N1 საჯარო სკოლაში მუსიკალურ-ლიტერატურული საღამო გაიმართა 

„წარმატებებს ვუსურვებთ მომავალშიც ჩვენს სასახელო სპორტსმენს“

ბოდბის საჯარო სკოლის მე-2 კლასის მოსწავლეებმა „საარსებო გარემოს მოდელი“ შექმნეს 

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება