TOP ნიუსი
სიახლეები
პიროვნება

„უმთავრესი, რასაც მოსწავლეს ვასწავლით არის ცხოვრების თანამედროვე ხედვა“- პაატა აბაშიძე, ცხმორისის საჯარო სკოლის დირექტორი
15-02-2022
-
+


რა ახარებს როგორც დირექტორს? რა არის დღევანდელობაში საჭირო? და მისი აზრით, რა არის ის უმთავრესი, რაც მოსწავლეს უნდა ვასწავლოთ? - etaloni.ge-ს ამ და სხვა საინტერესო ბლიც-კითხვებს შოთა ანანიძის სახელობის ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ ცხმორისის საჯარო სკოლის დირექტორი პაატა აბაშიძე პასუხობს.

- უმთავრესი, რასაც მოსწავლეს ვასწავლით. . .

- ძირითადად არის ცხოვრების თანამედროვე ხედვა და გამოწვევები, ღირსების შექმნა, სხვისი აზრის პატივისცემა და საკუთარის დაფიქსირება.

- ვფიქრობ, იდეალური მოსწავლე. . .

- არის ისეთი მოსწავლე, რომელსაც შეუძლია სხვაზე დახმარება, თანადგომა და გააჩნია პასუხისმგებლობის გრძნობა.

- ვცდილობ სკოლაში შევქმნა. . .

- ისეთი გარემო, სადაც იქნება თავისუფალი მოსწავლე-მასწავლებელი; სადაც გაკვეთილისა და დავალების მოუმზადებლობის არ შეეშინდება მოსწავლეს, მაგრამ თავის ნებისმიერ მოქმედება-ქცევას მოეკიდება პასუხისმგებლობით. ვცდილობ, მეგობრული და ერთმანეთზე გაგებით დამოკიდებული ატმოსფერო შევქმნა ზომიერი წახალისებითა და მოტივაციის მიცემით და მეგობრულობით.

- როგორც დირექტორს, მახარებს რომ. . .

- გვერდიგვერდ მივყვებით თანამედროვე სასწავლო მოთხოვნილებებს. ცხოვრების სიღრმის მხრივ, მეტად ჩახედული და გათვითცნობიერებული ნაკადი ეზრდება საქართველოს.

- კოლეგებისგან ხშირად მესმის. . .

- ხშირად არა, თუმცა მესმის, რომ არსებობს სახელმძღვანელოები, რომელშიც უფრო მარტივად და პოპულარული ენით შეიძლებოდა თემის გაშლა და მოსწავლემდე მიტანა, მაგრამ ამაში რა თქმა უნდა, მასწავლებელი ასრულებს შუამავლის როლს (ამ შემთხვევაში).

- დღევანდელობაში საჭიროა. . .

- ყველაზე მეტად კრიტიკული აზროვნებისა თუ უნარის განვითარება. მეტი სითბო და ლოიალურობაა საჭირო, რომ უფრო ახლოს ვიყოთ ერთმანეთთან და მთელი შინაარსით შევისწავლოთ ერთმანეთი.

- იმედი მაქვს, რომ. . .

- ბედნიერი თაობა გვეყოლება. ყველა ჯანმრთელი და წარმატებული იქნება.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ შემოდგომის სეზონის საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით დასრულდა

„ეტალონის“ საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით სრულდება

ინგლისური ენის ოლიმპიადა შემოდგომის სეზონზე პირველად გაიმართა

სიახლეები

მე-8 კლასელი მოსწავლე თანასკოლელმა დანით, თავისა და კისრის არეში დაჭრა - შემთხვევა საჯარო სკოლის ტერიტორიაზე მოხდა 

შერჩეული მასწავლებლები დამატებით მიიღებენ სახელფასო დანამატს 1000 ლარის ოდენობით

პიროვნება

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს მუხროვანის საჯარო სკოლის დირექტორი სვეტლანა სუხორუკოვა პასუხობს

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ საქობოს საჯარო სკოლის დირექტორი დოდო ბეგიაშვილი პასუხობს

სკოლები

პატარა მსახიობი ლიკა ჭანტურაიას შესრულებულმა როლმა მაყურებლის განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა

წინასაახალწლო სამზადისი სკოლის ყოველწლიური ტრადიციაა

პირველკლასელმა ანბანის სწავლა ხალისით დაიწყო და ანბანის პირველ ასო-ბგერას დიდი ენთუზიაზმით გაეცნო

 

 

საინტერესო

„ეტალონის“ შემოდგომის სეზონის საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით დასრულდა

„ეტალონის“ საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით სრულდება

რა გავლენას ახდენს ChatGPT მოსწავლეებსა და სწავლაზე? - საინტერესო კვლევა

ინგლისური ენის ოლიმპიადა შემოდგომის სეზონზე პირველად გაიმართა

სიახლეები
საზოგადოება