სიახლეები
პიროვნება

„ვცდილობ სკოლაში შევქმნა გარემო, სადაც ყველა აცნობიერებს საკუთარ როლსა და დიდ მნიშვნელობას“- ნინო ხარატიშვილი, ჯიმითის საჯარო სკოლის დირექტორი
15-02-2022
-
+


როგორი უნდა იყოს იდეალური მოსწავლე? რა არის უმთავრესი, რასაც მოსწავლეს ასწავლიან? რა ახარებს, როგორც დირექტორს? - ამ და სხვა საკითხებზე Etaloni.ge- გურჯაანის მუნიციპალიტეტის ჯიმითის საჯარო სკოლის დირექტორი ნინო ხარატიშვილი ესაუბრა.

- უმთავრესი, რასაც მოსწავლეს ვასწავლით...

- არის განათლების მნიშვნელობის გაცნობიერება იმისთვის, რომ საკუთარი და სხვების მომავალი გახადოს უკეთესი.

- ვფიქრობ, იდეალური მოსწავლე. ..

-არ არსებობს ისე, როგორც არ არსებობს იდეალური აირი, რომლისთვისაც ყველა ფორმულა მიგვიყვანს სწორ პასუხამდე. ყველა მოსწავლე არის უნიკალური და ინდივიდუალური. ვფიქრობ არსებობს იდეალური, ან მასთან მიახლოებული სწავლა-სწავლება, რომელიც შედეგს გახდის იდეალურთან მიახლოებულს.

- ვცდილობ სკოლაში შევქმნა...

- გარემო, სადაც ყველა აცნობიერებს საკუთარ როლს და დიდ მნიშვნელობას სწორედ ა ქ და ამ პროცესებში.

- როგორც დირექტორს, მახარებს...

- რომ პედაგოგები ავლენენ „საბრძოლო“ განწყობას გამოწვევებისთვის, მუდმივ მზაობას უფრო მეტი საუკეთესო შედეგისთვის სწავლებაში.

- კოლეგებისგან ხშირად მესმის...

- წუხილი, რომ პანდემიამ გარკვეული „იარები“ დაუტოვა საგანმანათლებლო პროცესს, რომელთა სწრაფ „მოშუშებაზე“ დამოკიდებული იქნება სწავლების ხარისხი შემდგომ წლებში, მაგრამ ამას დასჭირდება დრო, რომელიც ცოტაა და ძალზე ძვირფასი.

- დღევანდელობაში საჭიროა. . .

- კონცენტრირება მკაფიოდ განსაზღვრულ მიზანზე, დავძლიოთ გარკვეული აკადემიური დანაკარგები და სწავლა-სწავლება გავხადოთ პროდუქტიული და საუკეთესო შედეგის მომტანი.
  
- იმედი მაქვს, რომ. . .

-ყველაფერი იქნება კარგად.

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

წმინდა ცეცხლს იერუსალიმიდან საქართველოში 23:40 საათისთვის ჩამოიტანენ 

რომელ დღეებში არ გადაიხდით თანხას მგზავრობაში - სააღდგომოდ ტრანსპორტი თბილისში გახანგრძლივებული დროით იმუშავებს

გაწვიმდება თუ არა აღდგომას - პროგნოზი რეგიონების მიხედვით 

პიროვნება

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი

„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი

სკოლები

აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.

 ჯურუყვეთის N1 საჯარო სკოლაში მუსიკალურ-ლიტერატურული საღამო გაიმართა 

„წარმატებებს ვუსურვებთ მომავალშიც ჩვენს სასახელო სპორტსმენს“

ბოდბის საჯარო სკოლის მე-2 კლასის მოსწავლეებმა „საარსებო გარემოს მოდელი“ შექმნეს 

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება