მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
„ქოუჩინგი“ და „ქოუჩი“ - ეს სიტყვები განათლების სფეროში განსაკუთრებით ბოლო წლების განმავლობაში დამკვიდრდა. პედაგოგებს აღნიშნულ თემაზე, პერიოდულად, ტრენინგებიც უტარდებათ, თუმცა ბევრისთვის კვლავ გაურკვეველია ამ სიტყვების ზუსტი მნიშვნელობა.
რა არის ქოუჩინგი?
ქოუჩინგი – ესაა პროცესი, რომელიც ადამიანის განვითარებისკენაა მიმართული. ეს არის წარმატების მიღწევის ტექნოლოგია, რომელიც ორიენტირებულია ადამიანის აზროვნების გაფართოებაზე. თავად ქოუჩინგის პროცესში პირი კონცენტრირდება საკუთარ შესაძლებლობებზე, დგამს გააზრებულ ნაბიჯებს, რაც საბოლოოდ, მის ცხოვრებას სასიკეთოდ ცვლის. ქოუჩინგის პროცესში ძირითადი მნიშვნელობა კითხვების სწორად დასმას ენიჭება. კითხვებზე პასუხის საშუალებთ კი ადამიანი მიდის გაცნობიერებამდე.
ვინ არის ქოუჩი?
ქოუჩი სხვადასხვა ტექნიკით ეხმარება პირს საკუთარ თავში ჩაღრმავებაში, ძლიერი მხარეების გააზრებასა და სუსტის გაძლიერებაში. პროფესიონალი ქოუჩი სპეციალურ ტექნიკებს და მეთოდებს ფლობს, მასთან მუშაობის შედეგად ადამიანი იწყებს საკუთარი რესურსების და უანარების გამოყენებას და ეძებს მიზნებამდე მისასვლელ ყველაზე ოპტიმალურ გზებს.
როგორ გამოიყენება ქოუჩინგი განათლებაში?
ქოუჩინგი სასკოლო სისტემაში მასწავლებლის პროფესიულ და მოსწავლის პიროვნულ ზრდაზეა ორიენტირებული. მასწავლებლების გადამზადება და მათთვის ქოუჩინგის ინსტრუმენტების სწავლება ხელს უწყობს, რომ მოსწავლემ არა მხოლოდ დაისწავლოს საგანი, არამედ იმუშაოს საკუთარ თავზე, აღმოაჩინოს პიროვნული უნარ-ჩვევები და შესაძლებლობები. ქოუჩინგის გამოყენებით მასწავლებლებს შეუძლიათ განვითარდნენ თავადაც როგორც პიროვნულად, ასევე პროფესიულად. მოსწავლეებთან ქოუჩინგი პედაგოგებს ასევე ეხმარება, თითოეული მოსწავლე აქტიურად ჩართონ სასწავლო პროცესში. მასწავლებლები ამ გზით მოსწავლეს „აიძულებენ“, გააცნობიეროს საკუთარი შესაძლებლობები, ეხმარებიან მიზნების დასახვაში, ქცევების განვითარებასა და შეცვლაში. პროცესის დროს პედაგოგებს მოსწავლეები ნაბიჯ-ნაბიჯ, დროში გაწერილი ქმედებებით მიჰყავთ მიზნამდე და რაც მთავარია, ქოუჩინგი ეხმარება მასწავლებელს, გაააზრებინოს მოსწავლეს, თუ როგორ უნდა იმუშაოს დამოუკიდებლად თვითგანვითარებაზე, როგორ შეიმეცნოს მეტი დამოუკიდებლად, სხვების სწავლების გარეშე.
იხილეთ ასევე: „ქოუჩი“, „ტუტორი“, „მატრიცა“ - გაეცანით მასწავლებლის პროფესიულ ლექსიკონს
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
დღეს, 20 აპრილს მართლმადიდებელი ეკლესია აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს
„მოსწავლის საშინაო დავალება უნდა იყოს მიზანმიმართული“
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი
აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.