სიახლეები
პიროვნება

„დღევანდელობაში საჭიროა ვიყოთ სიახლეების ძიებაში“- ეთერ გურული​, თაბაგრების საჯარო სკოლის დირექტორი
16-02-2022
-
+


რა ახარებს როგორც დირექტორს? რა არის დღევანდელობაში საჭირო? და მისი აზრით, რა არის ის უმთავრესი, რაც მოსწავლეს უნდა ვასწავლოთ? - etaloni.ge-ს ამ და სხვა საინტერესო ბლიც-კითხვებს​ ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ თაბაგრების საჯარო სკოლის დირექტორი ეთერ გურული პასუხობს.

- უმთავრესი, რასაც მოსწავლეს ვასწავლით. . .
- პირველ რიგში ესაა პასუხისმგებლობისა და მოვალეობის გააზრება, მეგობრობა, პატივისცემა და ქვეყნისადმი სიყვარული.

- ვფიქრობ, იდეალური მოსწავლე. . .
- ესაა 21-ე საუკუნისთვის დამახასიათებელი უნარ-ჩვევებით დახუნძლული, რომელსაც დემოკრატიულ  ღირებულებებზე დაფუძნებული ცნობიერება აქვს.. 

- ვცდილობ სკოლაში შევქმნა. . .
- უსაფრთხო და ჰარმონიული გარემო, რომელიც ხელს შეუწყობს სწავლებისა და სწავლის პროცესის სწორად  წარმართვას წინასწარ დაგეგმილი მიზნების მისაღწევად.

- როგორც დირექტორს, მახარებს რომ. . .
- სკოლის ყველა მოსწავლე, მასწავლებელი, მშობელი, გამოთქვამს სრულ მზაობას სირთულეების დასაძლევად და წარმატებების მისაღწევად.

- კოლეგებისგან ხშირად მესმის. . .
- რომ შექმნილმა ეპიდემიოლოგიურმა ვითარებამ გავლენა არ უნდა იქონიოს საგანმანათლებლო პროცესზე და რომ მაქსიმალურად გამოიყენონ ყველანაირი სასწავლო რესურსი შედეგებზე გასასვლელად.

- დღევანდელობაში საჭიროა. . .
- უფრო მეტად ვიყოთ ოპტიმისტები, ვიყოთ სიახლეების ძიებაში, ერთმანეთის მხარდაჭერით დავძლიოთ  სირთულეები და, რაც მთავარია, ვიცხოვროთ ჯანსაღ გარემოში.

- იმედი მაქვს, რომ. . .
- უფლის ნებით ყველაფერი მალე კარგად იქნება და დავუბრუნდებით ცხოვრების ჩვეულებრივ რიტმს.


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

არდადეგების დასრულების დრო ცნობილია - რომელ სკოლებს ეხებათ სააღდგომოდ 1 კვირიანი დასვენება 

დღეს, 20 აპრილს მართლმადიდებელი ეკლესია აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს

„უფლის ჯვარცმით კაცობრიობამ განაჩენი საკუთარ თავსაც გამოუტანა“...

პასქა ხატისპური არ არის - რა დატვირთვა აქვს ამ ორ სარიტუალო ნამზადს - ეთნოგრაფის განმარტება

პიროვნება

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი

„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი

სკოლები

აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.

 ჯურუყვეთის N1 საჯარო სკოლაში მუსიკალურ-ლიტერატურული საღამო გაიმართა 

„წარმატებებს ვუსურვებთ მომავალშიც ჩვენს სასახელო სპორტსმენს“

ბოდბის საჯარო სკოლის მე-2 კლასის მოსწავლეებმა „საარსებო გარემოს მოდელი“ შექმნეს 

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება