მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
საქართველოს პარლამენტი პირველი მოსმენით განიხილვას კანონპროექტს, რომელიც „საქართველოს სახელმწიფო სიმბოლოების გამოყენების წესში“ ცვლილებებს ეხება და რომელიც ყველა სკოლასა და ბაღს, შენობებზე სახელმწიფო დროშის აღმართვას დაავალდებულებს.
კანონპროექტის მიხედვით ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების შენობებში სავალდებულო უნდა იყოს სახელმწიფო დროშის აღმართვის ცერემონიალის ჩატარება, გერბის აღმართვის ვალდებულება და ჰიმნის შესრულება.
ინიციატივის ავტორმა, დეპუტატმა კახი კახიშვილმა პლენარულ სხდომაზე განაცხდა, რომ ეს ცვლილება არ უნდა აღვიქვათ, როგორც სასწავლო პროცესი, რომელშიც შესაძლოა ცუდი შეფასება დაგიწერონ. მისივე თქმით, სკოლებს არამარტო დროშის აღმართვის, არამედ მისი მოვლის ვალდებულება უნდა ჰქონდეს.
„რაც შეეხება კონკრეტულად იმას, რომ ჯერ ქვეყანა უნდა შეგიყვარდეს და მერე დროშა, მე ვფიქრობ, რომ იმ ქვეყანა, სადაც დაიბადე, შენი სამშობლოა, ერთი სამშობლო გაქვს, კარგია თუ ცუდია უნდა გიყვარდეს. ამიტომ, როცა ჩვენ ვსაუბრობთ ჰიმნის, დროშის და გერბის პოპულარიზაციაზე, ვგულისხმობთ, რომ ნიშანი კი არ უნდა დაგიწერონ, რადგან კარგად დაიზეპირე ჰიმნი, ან ცხრიანი, რომ ოდნავ რაღაც შეგეშალა, ან რვიანი რომ ინტონაცია შეგეშელა. საუბარია იმაზეა, რომ შენი სახელმწიფოს გახუნებული დროშა ჰკიდია ქუჩაზე, რომელიმე სახელმწიფო შენობაზე და შენ ეს არ გაღელვებს. კომიტეტზე ვიმსჯელეთ, რომ მხოლოდ აღმართვის კი არა, მოვლის ვალდებულებაც ექნებათ. უხერხულია უბრალოდ, როდესაც დადიხარ და სახელწიფო შენობაზე გახუნებული დროშა ჰკიდია. აქედან იწყება ქვეყნის სიყვარული“, - განაცხადა კახი კახიშვილმა.
დამატებით გაცნონებთ, რომ კანონპროექტის განმარტებით ბარათში ვკითხულობთ, „კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება/სკოლა, ასევე საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დაფუძნებული იურიდიული პირი, რომელიც უზრუნველყოფს სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების მიწოდებას, ერთ დაწესებულებას დაახლოებით 150 (ას ორმოცდაათი) ლარის ხარჯი ექნება კანონპროექტით გათვალისწინებუბლი ცვლილების შემდეგ.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ხვალ სკოლების ნაწილში სწავლა არ განახლდება - უამინდობის გამო სააღმრზდელო პროცესი საბავშო ბაღებშიც შეწყდება
სკოლის დამლაგებლის ხელფასი ევროპასა და საქართველოში - განვითარებულ ქვეყანებში დამლაგებლის თვური ანაზღაურება 3000 დოლარამდეა
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
მოსწავლეებმა თანატოლების ნამუშევრები მოიწონეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს
ეშტიის N2 საჯარო სკოლის მესამე კლასის მოსწავლეებმა ფიზიკური აღზრდის გაკვეთილზე შემაჯამებელ დავალებას თავი წარმატებით გაართვეს