სიახლეები
პიროვნება

„დღევანდელობაში საჭიროა, მუდმივ განვითარებაზე ზრუნვა და პრაქტიკული უნარების განვითარება“ - ესმა მოსიაშვილი, ვახტანგისის N2 სკოლის დირექტორი
16-02-2022
-
+


რა ახარებს როგორც დირექტორს? რა არის დღევანდელობაში საჭირო? და მისი აზრით, რა არის ის უმთავრესი, რაც მოსწავლეს უნდა ვასწავლოთ? - etaloni.ge-ს ამ და სხვა საინტერესო ბლიც-კითხვებს გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ვახტანგისის N2 საჯარო სკოლის დირექტორი ესმა მოსიაშვილი პასუხობს. 

- უმთავრესი, რასაც მოსწავლეს ვასწავლით. . .
- ცოდნა გამოიყენოს მიზანმიმართულად, ქვეყნის საკეთილდღეოდ და საკუთარი მიზნების მისაღწევად. სკოლაში მიღებული ცოდნა დაეხმაროს ყოველდღიურ ცხოვრებაში და გაცილებით მარტივად შეძლოს საზოგადოებაში ინტეგრაცია, როგორც სრულფასოვანმა პიროვნებამ.

- ვფიქრობ, იდეალური მოსწავლე. . .
- იდეალური მოსწავლე არის საკუთარი თავის საუკეთესო შემფასებელი. გააზრებული აქვს თავისი როლი სასკოლო საზოგადოებაში და აცნობიერებს სკოლაში მიღებული ცოდნის სარგებლიანობას საკუთარი მომავლის შექმნაში.

- ვცდილობ სკოლაში შევქმნა. . .
- ჯანსაღი, ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებული, უსაფრთხო, მოსწავლეზე ორიენტირებული სასკოლო გარემო.

- როგორც დირექტორს, მახარებს რომ. . .
- ჩვენი სკოლის თითოეული მოსწავლე თავს გრძნობს პიროვნებად, რომელსაც მნიშვნელოვანი როლი აკისრია სასკოლო საზოგადოებაში. მასზე ზრუნავენ და პატივს სცემენ, თავისუფლად შეუძლია გამოხატოს თავისი აზრი და მას არავინ გააკრიტიკებს განსხვავებული შეხედულების გამო.

- კოლეგებისგან ხშირად მესმის. . .
- მსჯელობა მოსწავლეთა პიროვნებად ჩამოყალიბებაზე მოქმედ ფაქტორებზე. ხშირად მესმის საუბარი პანდემიით გამოწვეული ჩავარდნების აღმოფხვრის გზების ძიებაზე. ყველა აღიარებს იმ ფაქტს, რომ დისტანციურმა სწავლებამ განათლების სისტემა საგრძნობლად შეაფერხა.

- დღევანდელობაში საჭიროა. . .
- კომპიუტერული ტექნოლოგიების ცოდნა და მისი გამოყენება სასარგებლო საქმეში. მუდმივ განვითარებაზე ზრუნვა და პრაქტიკული უნარების განვითარება.

- იმედი მაქვს, რომ. . .
- ჩვენი აღზრდილი მოსწავლეების როლი ქვეყნის მომავალი განვითარებისთვის მნიშვნელოვანი და სასარგებლო იქნება.


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

წმინდა ცეცხლს იერუსალიმიდან საქართველოში 23:40 საათისთვის ჩამოიტანენ 

რომელ დღეებში არ გადაიხდით თანხას მგზავრობაში - სააღდგომოდ ტრანსპორტი თბილისში გახანგრძლივებული დროით იმუშავებს

გაწვიმდება თუ არა აღდგომას - პროგნოზი რეგიონების მიხედვით 

პიროვნება

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი

„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი

სკოლები

აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.

 ჯურუყვეთის N1 საჯარო სკოლაში მუსიკალურ-ლიტერატურული საღამო გაიმართა 

„წარმატებებს ვუსურვებთ მომავალშიც ჩვენს სასახელო სპორტსმენს“

ბოდბის საჯარო სკოლის მე-2 კლასის მოსწავლეებმა „საარსებო გარემოს მოდელი“ შექმნეს 

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება