სიახლეები
პიროვნება

„ვცდილობ, სკოლაში შევქმნა მოსწავლის საჭიროებებზე მორგებული სასწავლო გარემო“- ისლამ მამედოვი, ქვემო ოროზმანის საჯარო სკოლის დირექტორი
16-02-2022
-
+


როგორი უნდა იყოს იდეალური მოსწავლე? რა არის უმთავრესი, რასაც მოსწავლეს ასწავლიან? რა ახარებს, როგორც დირექტორს? - ამ და სხვა საკითხებზე Etaloni.ge-ს დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ოროზმანის საჯარო სკოლის დირექტორი ისლამ მამედოვი ესაუბრა.

- უმთავრესი, რასაც მოსწავლეს ვასწავლით...


- არის ის, რომ მომავალში დამოუკიდებლად შეძლონ სწავლის გაგრძელება. იყვნენ ეროვნული და ზოგადსაკაცობრიო ღირებულებების მატარებელი, თავისუფად მოაზროვნე ადამიანები.

- ვფიქრობ, იდეალური მოსწავლე...

- არის ის, ვინც მაღალი პასუხისმგებლობით ასრულებს მასწავლების დავალებებს, იცავს მოსწავლის ქცევის წესებს. ამასთანავე, ზრუნავს თანაკლსელებზე. ეხმარება მათ, ვისაც დახმარება სჭირდებათ.

- ვცდილობ სკოლაში შევქმნა...

- ურთერთთანამშრომლობითი და მეგობრული ატმისფერო. მოსწავლის საჭიროებეზე მორგებული სასწავლო გარემო. ასევე, დისციპლინა და წესრიგი სასწავლო პროცესის სწორად წარმართვაში გვეხმარება.

- როგორც დირექტორს, მახარებს, რომ...

- სკოლაში გვყავს მაღალი კომპეტენციის მქონე პედაგოგები. ისინი, ვისაც ჯერ კიდევ არ დაუდასტურებიათ თავიანთი კომპეტენცია, ზრუნავენ თავიანთი პროფესული წინსვლისათვის. ამასთან, გვყავს წარმატებული კურსდამთავრებულები.

- კოლეგებისგან ხშირად მესმის....

- რომ სახელმწიფო ბევრს აკეთებს მასწავლებელთა მომზადებისა და კარიერული წინსვლისთვის, თუმცა მასწავლებლების ავტორიტეტი არაა დაცული.

- დღევანდელობაში საჭიროა .. .

- ვიყოთ ციფრული მოქალაქეები. ვასწავლოთ და ვისწავლოთ სხვადასხვა კულტურისა და ტრადიციების პატივისცემა. ვიყოთ ტოლერანტულები და მაგალითს ვაძლევდეთ ახალგაზრდებს.

- იმედი მაქვს, რომ...

- შევძლებთ მოსწავლეებს გავააზრებინოთ, რომ მათ მარტო უფლებები კი არა, მოვალეობებიც აქვთ. მასწავლებელი მათი გზამკვლევია და მათ მიმართ მოწიწებისა და პატივისცემის გრძნობა არ უნდა დაკარგონ.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ შემოდგომის სეზონის საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით დასრულდა

„ეტალონის“ საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით სრულდება

ინგლისური ენის ოლიმპიადა შემოდგომის სეზონზე პირველად გაიმართა

„ეტალონის“ ინგლისური ენის ოლიმპიადა პირველად ტარდება

სიახლეები

შერჩეული მასწავლებლები დამატებით მიიღებენ სახელფასო დანამატს 1000 ლარის ოდენობით

პიროვნება

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს მუხროვანის საჯარო სკოლის დირექტორი სვეტლანა სუხორუკოვა პასუხობს

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ საქობოს საჯარო სკოლის დირექტორი დოდო ბეგიაშვილი პასუხობს

სკოლები

პატარა მსახიობი ლიკა ჭანტურაიას შესრულებულმა როლმა მაყურებლის განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა

წინასაახალწლო სამზადისი სკოლის ყოველწლიური ტრადიციაა

პირველკლასელმა ანბანის სწავლა ხალისით დაიწყო და ანბანის პირველ ასო-ბგერას დიდი ენთუზიაზმით გაეცნო

 

 

საინტერესო

„ეტალონის“ შემოდგომის სეზონის საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით დასრულდა

„ეტალონის“ საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით სრულდება

რა გავლენას ახდენს ChatGPT მოსწავლეებსა და სწავლაზე? - საინტერესო კვლევა

ინგლისური ენის ოლიმპიადა შემოდგომის სეზონზე პირველად გაიმართა

გამორჩეული ათეულების შესახებ გაიგზავნება წარმატების დამადასტურებელი საინფორმაციო წერილები

სიახლეები
საზოგადოება