სიახლეები
სიახლეები, საინტერესო

რამდენ გამოცდაზე გასვლის უფლება აქვთ პედაგოგებსა და მასწავლებლობის მსურველებს 2022 წლის ზაფხულში?
20-02-2022
-
+


2022 წლის ზაფხულში მასწავლებლის კომპეტენციის დასადასტურებელი გამოცდები ჩატარდება. გამოცდებზე გასვლა როგორც მოქმედ პედაგოგებს, ასევე მასწავლებლობის მსურველებს შეუძლიათ. გარდა საგნის გამოცდებისა, წელს სპეციალური მასწავლებლის გამოცდაც ჩატარდება.

სიახლე კი გახლავთ ის, რომ ორწლიანი ლოდინის შემდეგ უფროს და წამყვან მასწავლებლებს სტატუსის ამაღლების საშუალება მიეცემათ და ისინი შესაბამის გამოცდას ჩააბარებენ. წამყვანი და მენტორი მასწავლებლობის მსურველთა გამოცდა პროფესიულ უნარებს მოიცავს.

etaloni.ge-მ შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს კითხვებით მიმართა - მოქმედ უფროს მასწავლებელს აქვს თუ არა უფლება, რომ 2022 წლის ზაფხულში რამდენიმე გამოცდაზე სცადოს ბედი, მაგალითად, გავიდეს სპეციალური მასწავლებლის გამოცდაზეც და ასევე წამყვანობისა და მენტორობის მსურველთა გამოცდაზეც? იგივე იქნება თუ არა გადასალახი ბარიერი? გარდა ამისა, შეუძლია თუ არა მოქმედ პედაგოგს, რომ რომელიმე სხვა საგანი ჩააბაროს პარალელურად?

„ნაეკში“ გვიპასუხეს, რომ გამოცდებთან დაკავშირებული ინფორმაცია რეგისტრაციის დაწყებისთანავე გამოქვეყნდება. რაც შეეხება გამოცდებზე გადასალახ ბარიერს, ცვლილებები არ იგეგმება. სავარაუდოდ, ცვლილებები არც იმ მხრივ იქნება, თუ ვინ დაიშვება საგნისა და სპეციალური მასწავლებლის გამოცდაზე.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი გამოცდებზე რეგისტრაციას მარტში გამოაცხადებს. იქამდე კი აქტუალურ კითხვებზე, თუ რამდენ გამოცდაზე გასვლის უფლება აქვს პედაგოგს/მასწავლებლობის მსურველს, გასული წლების ინფორმაციაზე დაყრდნობით გიპასუხებთ.  

ვის შეუძლია საგნობრივი კომპეტენციის დასადასტურებელ გამოცდაზე გასვლა და არის თუ არა შესაძლებელი ორი ან მეტი საგნის გამოცდაზე დარეგისტრირება?

საგნის გამოცდაზე გასვლა შეუძლია როგორც მოქმედ მასწავლებელს, ასევე მასწავლებლობის მსურველს. აპლიკანტს მხოლოდ ერთ საგანზე დარეგისტრირების უფლება აქვს, მომდევნო წელს კი შეუძლია სხვა საგნის ჩაბარებაც. ერთი და იმავე წელს რამდენიმე საგნის გამოცდაზე გასვლა დაშვებული არაა.

ვის აქვს წამყვანისა და მენტორის მსურველთა გამოცდაზე გასვლის უფლება?

აღნიშნული გამოცდა 2022 წელს პირველად ტარდება. გამოცდაზე გასვლის უფლება კი აქვთ მხოლოდ უფროსი და წამყვანის სტატუსის მასწავლებლებს, რომლებმაც საგნის გამოცდაზე 50%-იანი ბარიერი გადალახეს. პირი, რომელიც ჯერ სკოლაში არ მუშაობს, გამოცდაზე ვერ დარეგისტრირდება.

რამდენ გამოცდაზე გასვლის უფლება აქვს მასწავლებლობის მსურველს?

მასწავლებლობის მსურველს უფლება აქვს დარეგისტრირდეს 2 გამოცდაზე, ესენია: სპეციალური მასწავლებლისა და საგნის გამოცდა. ერთდროულად რამდენიმე საგნის ჩაბარების საშუალება მას არ ექნება. ასევე ვერ გავა მასწავლებლობის მსურველი წამყვანისა და მენტორის სტატუსის მოსაპოვებელ გამოცდაზე.

შეუძლია თუ არა მოქმედ პედაგოგს ან მასწავლებლობის მსურველს საგნის გამოცდის გარდა სპეციალური მასწავლებლის გამოცდაზეც გავიდეს?

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით სპეციალური მასწავლებლის გამოცდაზე გასვლა ნებისმიერ პირს შეუძლია, მათ შორის მასწავლებლებსაც. აქვე შეგახსენებთ, რომ მხოლოდ გამოცდის ჩაბარება არაა საკმარისი, სპეციალურ მასწავლებლად რომ დასაქმდეთ განათლების დამადასტურებელ დოკუმენტში „მასწავლებელი“ ან „სპეციალური მასწავლებელი“ უნდა გეწეროთ.

რამდენ გამოცდაზე გასვლის უფლება აქვს მოქმედ მასწავლებელს?

უკვე დასაქმებულ, სტატუსიან მასწავლებელს უფლება აქვს, დარეგისტრირდეს როგორც სტატუსის ამაღლების გამოცდაზე, ასევე სპეციალური მასწავლებლისა და საგნის კომპეტენციის დამადასტურებელ გამოცდებზე, თუმცა როგორც უკვე აღვნიშნეთ, წამყვანობისა და მენტორობის მსურველთა გამოცდაზე გასასვლელად პედაგოგს საგნის გამოცდაზე 50%-იანი ბარიერი უნდა ჰქონდეს გადალახული.


იხილეთ ასევე: ვის მოუწევს და ვის არა მასწავლებლის გამოცდაზე გასასვლელად თანხის გადახდა


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

რა შემთხვევაში მიიჩნევა სწავლის შედეგი მიღწეულად

მოსწავლეების ფანტაზია უსაზღვროა და საჩუქარს, ძირითადად, ადრესატის გემოვნებიდან გამომდინარე არჩევენ

განმარტებაში ვკითხულობთ, რომ დასკვნის ოფიციალურად მიღების შემდეგ, ცენტრი აღნიშნულ გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს


როგორ მოვრთოთ საკლასო ოთახი ორიგინალურად ნაკლები ხარჯებით?

პიროვნება

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან ტოლერანტები, ზრდილობიანები და გულკეთილები“

სკოლები

მსგავსი აქტივობები სასწავლო პროცესში მოსწავლეთა ჩართულობის გაზრდას ხელს უწყობს 

სკოლაში მოსწავლეს სწავლაში მიღწეულ წარმატებასა და დამსახურებული ჯილდოს მიღებას დიდი სიყვარულით ულოცავენ

გაკვეთილი უცხო ენის ოთხივე კომპონენტს - listening, speaking, reading and writing მოიცავდა

საინტერესო

მოსწავლეების ფანტაზია უსაზღვროა და საჩუქარს, ძირითადად, ადრესატის გემოვნებიდან გამომდინარე არჩევენ

როგორ მოვრთოთ საკლასო ოთახი ორიგინალურად ნაკლები ხარჯებით?

რატომ და როდიდან ვრთავთ ნაძვის ხეს საახალწლოდ?

ხელოვნური თოვლი და საახალწლო ვულკანი არის მარტივი, სახალისო და შემოქმედებითი ექსპერიმენტები

მიუხედავად იმისა, რომ ნაძვის ხეს სადღესასწაულო დატვირთვა აქვს, ადამიანების ნაწილს, მისი მორთვა ან ძალიან ეზარება, ან უსარგებლო დეკორაციად მიაჩნია

სიახლეები
საზოგადოება