სიახლეები
პიროვნება

„ვცდილობ სკოლაში ჩამოვაყალიბო კვალიფიციური პედაგოგების გუნდი“-კამარლოს საჯარო სკოლის დირექტორი მეიტი გაჯიევი
17-02-2022
-
+


როგორი უნდა იყოს იდეალური მოსწავლე? რა არის უმთავრესი, რასაც მოსწავლეს ასწავლიან? რა ახარებს, როგორც დირექტორს? - ამ და სხვა საკითხებზე etaloni.ge-ს დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ კამარლოს საჯარო სკოლის დირექტორი მეიტი გაჯიევი პასუხობს.

- უმთავრესი, რასაც მოსწავლეს ვასწავლით...

- არის საგნების მაღალ დონეზე ათვისება და ასევე, ყოფაქცევის საკითხები.

- ვფიქრობ, იდეალური მოსწავლე...

- უნდა აკმაყოფილებდეს სასკოლო პროგრამების უმაღლესი მოსწრების დონეს სხვადასხვა საგნების მიხედვით და ასევე, ყოფაქცევის საკითხებში უნდა იყოს სხვებისთვის მისაბაძი.

- ვცდილობ სკოლაში შევქმნა...

- კვალიფიციური პედაგოგების გუნდი, რათა თანამედროვე საგანმანათლებლო გამოწვევებს გაუმკლავდნენ; ასევე, დიდი ძალისხმევით ვცდილობ, რომ სკოლა იყოს დაცული და ყოვლად უსაფრთხო თითოეული მოსწავლისათვის.

- როგორც დირექტორს მახარებს...

- რომ მოსწავლეების აკადემიური მოსწრებისა და გაკვეთილებზე დასწრების ხარისხი არის ძალიან აქტუალური.

- კოლეგებისგან ხშირად მესმის...

- რომ სკოლა საჭიროებს სასწრაფო და გადაუდებელ რეაბილიტაციას, ასევე არ გვაქვს თანამედროვე სასკოლო რესურსები, რის გამოც პედაგოგებს ხშირ შემთხვევაში მუშაობაში ხელი ეშლებათ.

- დღევანდელობაში საჭიროა...

- გამოწვევების დაძლევა პედაგოგების მხრიდან და სკოლის რეაბილიტაცია.

- იმედი მაქვს, რომ...

- სკოლის პედაგოგები ოპტიმისტურად შეხედავენ პედაგოგთა საგამოცდო პოლიტიკას და წარმატებით დაძლევენ მას. ასევე, მოხდება სკოლის რეაბილიტაცია და ინფრასტრუქტურის მოწყობა.

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

წმინდა ცეცხლს იერუსალიმიდან საქართველოში 23:40 საათისთვის ჩამოიტანენ 

რომელ დღეებში არ გადაიხდით თანხას მგზავრობაში - სააღდგომოდ ტრანსპორტი თბილისში გახანგრძლივებული დროით იმუშავებს

გაწვიმდება თუ არა აღდგომას - პროგნოზი რეგიონების მიხედვით 

პიროვნება

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი

„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი

სკოლები

აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.

 ჯურუყვეთის N1 საჯარო სკოლაში მუსიკალურ-ლიტერატურული საღამო გაიმართა 

„წარმატებებს ვუსურვებთ მომავალშიც ჩვენს სასახელო სპორტსმენს“

ბოდბის საჯარო სკოლის მე-2 კლასის მოსწავლეებმა „საარსებო გარემოს მოდელი“ შექმნეს 

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება