სიახლეები
სკოლები

იანეულის საჯარო სკოლის მოსწავლის, ლაშა-გიორგი კუჭაშვილის მორიგი წარმატება
17-02-2022
-
+


ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ იანეულის საჯარო სკოლის მოსწავლეები სხვადასხვა პროექტებსა თუ ღონისძიებებში ყოველთვის აქტიურად და წარმატებით მონაწილეობენ.

ამჯერად, სკოლის მოსწავლე ლაშა-გიორგი კუჭაშვილი „თი ბი სი“ ბანკის 2022 წლის სტიპენდიანტი გახდა. საამაყო მოსწავლემ ბანკის სტიპენდია უკვე მეორედ მოიპოვა, რაც სკოლისთვის მართლაც საამაყოა.

„უკვე მეორედ ლაშა-გიორგი კუჭაშვილი თი ბი სი ბანკის 2022 წლის სტიპენდიანტია. ვულოცავთ ლაშა - გიორგის წარმატებებს. მადლობა თი ბი სი ბანკს მოსწავლეთა კეთილგანწყობისათვის“, - წერია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

აღსანიშნავია, რომ მოსწავლე ძალიან აქტიურია და სხვადასხვა კონკურსებში მუდამ წარმატებით მონაწილეობს. მან დიდი შრომით მარწყვის კულტურაც კი გააშენა, რომელსაც გულმოდგინედ უვლიდა. მის ანგარიშზეა ასევე, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, აშშ-ს სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის (USBA) და კალიფორნიის ფრეზნოს უნივერსიტეტის კონკურსში გამარჯვება.

იხილეთ ფოტო:

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

ცვლილებები სკოლის დირექტორებს, მასწავლებლებსა და რესურსცენტრების ხელმძღვანელებს შეეხება - მთავრობის 2025 წლის გეგმა ცნობილია

ფავორიტიზმი, სუბიექტური დამოკიდებულება... კიდევ რა გამოწვევები ახლავს ბაღებში შიდა კონკურსით კადრების დასაქმებას

ტერმინები, რომლებიც მასწავლებლებმა და მსურველებმა უნდა იცოდნენ - ინფორმაცია პროფესიული პედაგოგებისთვის

აბიტურიენტს უფლება აქვს 4 უცხოური ენიდან მისთვის სასურველ ერთ-ერთ ენა ჩააბაროს

izrune.ge-ს წარჩინებულ მოსწავლეთა დაჯილდოების ღონისძიებაზე პროექტის დადებით მხარეებზე ისაუბრეს - „იზრუნე“  ზრდის მოტივაციას და სწავლის სურვილს

პიროვნება

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან ტოლერანტები, ზრდილობიანები და გულკეთილები“

სკოლები

თემასთან შესაბამისობაში კი პედაგოგმა პატარებს სახალისო აქტივობა „მაღაზიობანა“ შესთავაზა

„ბიოლოგიაში ევოლუციის სწავლა-სწავლება საინტერესო გამოწვევაა მასწავლებლებლებისა და მოსწავლეებისთვის“

საინტერესო

საკლასო ოთახების ციფრული ტრანსფორმაცია წარმოადგენს საჭირო და გარდაუვალ პროცესს... 

მწერლის ერთ-ერთი პირველი ფსევდონიმი „რაზიკოვი“ იყო... ლუკა რაზიკაშვილმა ვაჟა-ფშაველას ფსევდონიმით ხელმოწერა 1885 წელს დაიწყო

დამატებითი უქმე დღე მასწავლებლებისთვის - ასე ცდილობენ ბრიტანეთის სკოლებში ახალგაზრდა კადრების მოზიდვას

სიახლეები
საზოგადოება